ქმარი ვერც კი ხვდება, რომ საყვარელი მყავს და სხვა მამაკაცთან ვწევარ უკვე 15 წელია, გათხოვილი ვარ და სამი წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ქმარს უღალატებ და სხვა კაცთან დაწვებიო, ჩემი ხელით მოვკლავდი.
ყოველთვის იმით ვამაყობდი, რომ კარგი ოჯახი მქონდა – ქმარი, შვილები, დედამთილი. არც მატერიალურად მიჭირდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქმრისგან სითბო მაკლდა.
ამაზე არ ვფიქრობდი და სულ იმით ვამართლებდი, რომ მთელი დღე სამსახურშია, ფიზიკურად შრომობს და ისე იღლება, რა უნდა მოვთხოვო-მეთქი. დღეს კი, მეზობლის კაცის საყვარელი ვარ და ამას ვერც ქმარი ხვდება და ვეც დანარჩენი ოჯახის წევრები. პირიქით, მალხაზი, ჩემი ქმარი, თუ სადმე მოვხვდით, სულ იმით ამაყობს, პატიოსანი ოჯახი მაქვსო და გულში მეცინება.
არ გამიგოთ ისე, თითქოს მეამაყება საყვარლის ყოლა, მაგრამ, მე სწორედ დათოსთან ვიპოვე ის სითბო, რაც საკუთარი მეუღლისგან მაკლდა. დედამთილი ხშირად მეკითხება, სად დადიხარ, რატომ იგვიანებო და ვეუბნები, საყიდლებზე ვიყავი, დაქალებთან ჭორაობას შევყევი-მეთქი.
აბა, არ ვმუშაობ და სახლიდან რომ გავდივარ და დათოს ვხვდები, რამე ხომ უნდა მოვიფიქრო? სხვათა შორის, ერთხელ დედამთილი დაეჭვდა და მალხაზს უთხრა, იქნებ დაინტერესდე, სად დადის ეს შენი ცოლიო.
მან კი პირიქით, დედამისი გამოლანძღა. მე ჩემს ცოლს ვენდობი და ძალიან გთხოვ, ჩვენს ურთიერთობაში ნუ ჩაერევიო. დათოს ცოლთანაც ვმეგობრობ, მეზობელ კორპუსში ცხოვრობენ და მათ სახლში ხშირად ავდივარ.
ასე უფრო ვერ აიღებენ ეჭვს. ჩვენ კი ნაქირავებ ბინაში ვხვდებით ერთმანეთს. ერთადერთი, რისი პრობლემაც აქვს დათოს, ისაა რომ, დიდხანს ვერ ახერხებს სამსახურიდან გამოსვლას. ვხვდებით, ორივე რომ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული, მაგრამ საკმაოდ გვიან შევხვდით ერთმანეთს.
ორივეს ოჯახი გვაქვს და ახლა რაიმეს შეცვლა უაზრობაა. როდემდე დავმალავთ ჩვენს ურთიერთობას და გრძნობას, არავინ იცის, მაგრამ დღეს ასეთი შეხვედერებითაც კმაყოფილი ვართ.
ქმარიც და საყვარელიც – ორივე მიყვარს და რომ მკითხონ, რომელს დათმობო, ალბათ, ვერცერთს. თან, ვხვდები, ჩემი და დათოს ურთიერთობა, დღითიდღე ღრმავდება, როდის გასკდება ეს ამბავი, არავინ იცის და ამის მეშინია.
არ მომწონს, ქმარს რომ ვღალატობ, მაგრამ მეც ქალი ვარ და მჭირდება გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც მომეფერება და სითბოს მაგრძნობინებს.
მარტო ჭამა და ჩაცმა ხომ არ არის? ვიცი, ბევრი მეტყვის, გაშორდი და თავში ქვა იხალე, ვისთანაც გინდა, იმასთან დაწექიო, მაგრამ ადვილია სხვისი ცხოვრების გარჩევა. თანაც, ახლა ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახური ურთიერთობის აწყობა, გვიანია.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნატო 39 წლის