ეს ამბავი ცოტა ხნის წინ ალჟირში მოხდა და წარმოადგენდა სრულიად წარმოუდგენელ საჩივარს, რომელიც კი ალბათ არა მხოლოდ ალჟირის, არამდედ რომელიმე ქვეყნის სასამართლოში ოდესმე მიუღიათ.
და რა მოხდა რეალურად: ახალგაზრდა ალჟირელმა მამაკაცმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება სასამართლოში უჩივლა ცოლს პირველი საქორწინო ღამის შემდეგ.
მიზეზი კი გახდა ის, რომ მამაკაცმა საკუთარი ცოლი პირველად ნახა მაკიაჟის გარეშე და ამან მისი სრული შოკი გამოიია. მას ქორწინებამდე არაერთხელ ჰყავდა საკუთარი ცოლი ნანახი, მაგრამ მისი ბუნებრივი სახე (მაკიაჟის გარეშე) არასდროს უნახავს.
საინტერესოა, რომ ქორწილამდე საქმრო საცოლეს საკმაოდ ლამაზად მიიჩნევდა. ახლა კი ალჟირელი მამაკაცი 20 000$-ს ითხოვს ცოლისგან თაღლითობისთვის, იუწყება Dailymai-ი Emirates 24/7 -ზე დაყრდნობით..
- ქალის ფოტო მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე
პირველი ღამის შემდეგ დილით გაიღვიძა რა მამაკაცმა დახედა თავის ცოლს მაკიაჟის გარეშე და თვალებს არ დაუჯერა. მის გვერდით სავსებით უცხო ქალი იწვა.
“ისე შევშინდი, რომ ისიც კი გავიფიქრე, ქურდი ხომ არ არის-მეთქი”, განაცხადა მამაკაცმა, თან დასძინა, ეს არ იყო ის ქალი ვისზეც დაქორწინდა.
ახლა კი ალჟირელი ნასიძარი თაღლითობისთვის და მორალური ზიანის მიყენებისთვის 20 000$ კონპესაციას ითხოვს. სავარაუდოა, რომ სასამართლო მამაკაცის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუმცა სარჩელი ნამდვილად უპრეცენდენტოა
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.