• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქმარმა ჩემს მეჯვარესთან მიღალატა ძალიან დიდი ვალი დაგვედო.. სასწრაფოდ დავუკავშირდით ჩემს მეჯვარეს, რომელიც უცხოეთში იყო და ჩემს ქმარს სამსახურს შეპირდა.. მალევე ორივემ შეწყვიტა კონტაქტი.. გვიან გავიგე ის საშინელება რაც ხდებოდა..

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
ქმარმა ჩემს მეჯვარესთან მიღალატა   ძალიან დიდი ვალი დაგვედო..  სასწრაფოდ დავუკავშირდით ჩემს მეჯვარეს, რომელიც უცხოეთში იყო და ჩემს ქმარს სამსახურს შეპირდა.. მალევე ორივემ შეწყვიტა კონტაქტი.. გვიან გავიგე ის საშინელება რაც ხდებოდა..
0
SHARES
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

იმის გამო, რომ ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ მატერიალურ გასაჭირში ჩავარდა, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, სამუშაოდ უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში წასულიყო.

ჩემი მეჯვარე უკვე მეხუთე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, თანაც, ლეგალურად და, რამდენი ხანია, მეხვეწება, ჩამოდი და სამსახურსაც დაგახვედრებ და ბინასაცო, მაგრამ ქმარმა არ გამიშვა – იმას რა უჭირს, ქმარი არ აწუხებს და შვილი, შენ კი ბავშვები გყავს მისახედი.

შენ რომ წახვიდე, მე ამათ როგორ მოვუაროო. პრინციპში, 13 და 15 წლის გოგონებს რა ისეთი მოვლა სჭირდებათ, ისეთი ყოჩაღები არიან, იქით მოგივლიან, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მეც შემეშინდა – ვიფიქრე, რამე უბედურებას არ გადაეყარონ-მეთქი და გადავიფიქრე.

არადა, ისეთი დიდი ვალი დაგვედო, რაღაც რადიკალური ზომა რომ არ მიგვეღო, ბინის გაყიდვა მოგვიწევდა. რომ გაგვეყიდა, ბავშვებს ღია ცის ქვეშ ხომ არ დავტოვებდით. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად ისევ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტეთ, ოღონდ, მე კი არა, ზურა (ჩემი ქმარი) უნდა წასულიყო.

სასწრაფოდ დავუკავშირდით ჩემს მეჯვარეს და ორი კვირის შემდეგ დაგვირეკა, თუ ერთი თვის განმავლობაში ჩამოვა, ნორმალურ სამსახურსაც დავახვედრებ და ბინასაც მოვუგვარებო.

სასწრაფოდ მოვაგროვეთ საბუთები, ვალებს კიდევ ვალი დავამატეთ – რამდენიმე ათასი დოლარი ვისესხეთ და იღბალს დაველოდეთ, ანუ, ახლა იმაზე ვიყავით დამოკიდებული, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე თუ ჩაურტყამდნენ ვიზაში ბეჭედს.

სიმართლე გითხრათ, დადებით პასუხს არ ველოდით, იმიტომ, რომ უმრავლესობას უარით ისტუმრებდნენ, მაგრამ, მოხდა სასწაული და ზურას ბეჭედი ჩაურტყეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ზურა ამერიკაში წავიდა.

ნინომ, ჩემმა მეჯვარემ, სიტყვა შეასრულა და სამსახურიც დაახვედრა, ბინაც და, თან, ყველანაირად ეხმარებოდა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ზურამ, მართალია, ცოტა, მაგრამ რაღაც თანხა გამომიგზავნა, ყოველ მომდევნო თვეს კი სულ მეტსა და მეტს მიგზავნიდა.

ძალიან მიჭირდა ქმრის გარეშე ყოფნა, მაგრამ, რადგან ჩვენი ვალი მისი წყალობით თანდათან მცირდებოდა, ყველაფერს ვუძლებდი და თავს ვიმხნევებდი, რომ ძალიან მალე ზურაც დაბრუნდებოდა, აღარც ვალები გვექნებოდა და ცოტა საარსებო ან პატარა ბიზნესის წამოსაწყებ თანხასაც მოვაგროვებდი.

ასე გავიდა წელიწად-ნახევარი. ვალი გავისტუმრეთ, ცოტა ფულიც დავაგროვე, მაგრამ, ზურამ შემომითვალა, ისეთი კარგი სამსახური მაქვს, მიტოვება მენანება, კიდევ ექვს თვეს დავრჩები და ბინის მშენებლობაში შესატან ფულსაც გამოგიგზავნიო.

ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი – ვიფიქრე, ბავშვებს თავ-თავის ბინას გავუკეთებთ-მეთქი.

მაგრამ, მოხდა ისეთი რამ, რასაც ასი წელი ვერ წარმოვიდგენდი: ზურამ ჯერ ფულის გამოგზავნა შეწყვიტა – სამ-ოთხ თვეში ერთხელ თუ გამოგვიგზავნიდა 500-600 დოლარს და სულ ეგ იყო.

არც გვეკონტაქტებოდა. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ბოლოს რაღაც ეჭვმა შემიპყრო, რადგან, ჩემმა მეჯვარემ, რომელიც მანამდე ხან ტელეფონით, ხან კომპიუტერით ყოველდღე მელაპარაკებოდა, საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი.

მე რომ ვურეკავდი, არ მპასუხობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიპასუხა და პირდაპირ ვკითხე, გამაგებინე, რა ხდება შენსა და ზურას შორის-მეთქი.

ჯერ გადაირია, ეგ როგორ მაკადრე და გამიბედეო, მაგრამ, როცა ვუთხარი, ზურამ უკვე ყველაფერი აღიარა-მეთქი (არადა, მსგავსი არაფერი უთქვამს), მაშინ კი გამოტყდა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და მალე შვილიც გვეყოლებაო.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ერთი კვირა შოკიდან ვერ გამოვედი, ლოგინად ჩავვარდი და თავზე ექიმები მეხვეოდნენ.

არ მინდოდა, ბავშვებს გაეგოთ, მაგრამ, თურმე, ასეთ რამეს ვერ დამალავ. ორივემ ძალიან განიცადა და გამოაცხადეს, მამა აღარ გვყავს და თავის სიცოცხლეში ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამსო.

ასევე შეუთვალეს მასაც, ოღონდ, ხასგასმით უთხრეს, რომ ეს სულაც არ ათავისუფლებდა მას მშობლის მოვალეობისგან და თვეში, მინიმუმ, ათასი დოლარი უნდა გამოეგზავნა ჩვენთვის. სხვათა შორის, ამ პირობას ზურა დღემდე პირნათლად ასრულებს, თუმცა, ვგრძნობ, რომ ამას თავისი სატრფოს ჩუმად აკეთებს.

რაც შეეხება განქორწინებას, შვილები უფლებას არ მაძლევენ, თანხმობა მივცე – ის ძუკნა რატომ უნდა გაახაროო. ჰოდა, ვარ ამ დღეში – ქმარი მყავს და არც მყავს. არც კი ვიცი, ღირდა კი იმ ვალების გასტუმრება ამხელა მსხვერპლად?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

დალი, 39 წლის. წყარო: თბილისელები

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მამამ თავის ფირმაში მომაწყო თანამშრომლად.. ერთ დღესაც მამას შეფმა, 50 წლამდე კაცმა საყვარლობა შემომთავაზა და სანაცვლოდ მამაჩემის მის მოადგილედ დანიშვნას შემპირდა.. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს სამსაურიდან გაგიშვებთო.. ერთი კვირა მომცა მოსაფიქრებლად.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post

ნუ გაიცინებთ, ამ სათაურს რომ წაიკითხავთ, ასეთი რაღაცეებიც ხდება.. როცა მეგონა ყველაფერი კარგად მქონდა, ქმარმა საკუთარ გინეკოლოგთან მიღალატა..

Next Post
ნუ გაიცინებთ, ამ სათაურს რომ წაიკითხავთ, ასეთი რაღაცეებიც ხდება.. როცა მეგონა ყველაფერი კარგად მქონდა, ქმარმა საკუთარ გინეკოლოგთან მიღალატა..

ნუ გაიცინებთ, ამ სათაურს რომ წაიკითხავთ, ასეთი რაღაცეებიც ხდება.. როცა მეგონა ყველაფერი კარგად მქონდა, ქმარმა საკუთარ გინეკოლოგთან მიღალატა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In