• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქორწილის პირველივე დღიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოლი ყველაზე განებივრებული და ბედნიერი ქალი უნდა ყოფილიყო.. არაფერს ვაკლებდი, არაფერს ვუშლიდი, მაგრამ მან მაინც ახალგაზრდა საყვარელში გამცვალა..“

by inew
18 November 2022
in საზოგადოება
0
„ქორწილის პირველივე დღიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოლი ყველაზე განებივრებული და ბედნიერი ქალი უნდა ყოფილიყო.. არაფერს ვაკლებდი, არაფერს ვუშლიდი, მაგრამ მან მაინც ახალგაზრდა საყვარელში გამცვალა..“
0
SHARES
784
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

37 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მაკა სწორედ ქორწილის დღეს გახდა 18-ის. მაშინ მეც და მაკასაც ამხელა ასაკობრივი სხვაობა რომანტიკულად გვეჩვენებოდა, მით უმეტეს, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.

ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დაოჯახება, რადგან, უკვე ასაკში ვიყავი, თან, ისე თავაშვებულად ვცხოვრობდი (ქალებს ვგულისხმობ), ეშინოდათ, ან საერთოდ უცოლოდ არ დავრჩენილიყავი, ან ვინმე „ნაგულავები“ ქალი არ მომეთრია სახლში (ზუსტად ასე ამბობდა ხოლმე დედაჩემი).

მაკა რომ გავაცანი, დედა სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა – პატარა გოგოა, ლამაზი, წესიერი და შენ თვითონ გამოზრდი შენს ჭკუაზეო. მამაც ძალიან კმაყოფილი იყო, მხოლოდ ბებიაჩემმა აზიდა ცალი წარბი (რა თქმა უნდა, მაკა რომ გავაცილე, მას მერე) და მითხრა:

15-20 წლის შემდეგ შენ უკვე ხანში შესული იქნები, შენი ცოლი კი – ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. როგორი მოსიყვარულე და ერთგულიც არ უნდა იყოს, ფრთხილად იყავი, განზე არ დაიწყოს ყურება. ახალგაზრდებს თავიანთი ინტერესები, გატაცებები და შეხედულებები აქვთ;

უჭირთ ნაადრევად დაბრძენება, ამიტომ, შენც მუდამ ძალიან ახალგაზრდა უნდა იყო ყველა გაგებით და ყველა ასპექტშიო. მაშინ ბებიაჩემის ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმინიჭებია, ისე ვიყავი მაკას სიყვარულით ატაცებული, მაგრამ…

ქორწილის დღიდანვე გადავწყვიტე, ჩემი ცოლი ყველაზე განებივრებული და ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო ამქვეყნად: შევუქმენი მაქსიმალური კომფორტი, ავუყვანე მოსამსახურე და მზარეული;

ბავშვი რომ გააჩინა, სადღეღამისო ძიძაც დავიქირავე, ჩაცმა-დახურვაზე, აგარაკებსა და უცხო ქვეყნებში სეირნობაზე აღარაფერს ვამბობ.

სტუდენტი რომ გახდა (ბავშვი რომ გააჩინა, მეორე წელს ჩააბარა), მძღოლიანი მანქანა ემსახურებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად კი მანქანა ვუყიდე და თვითონ დაჯდა საჭესთან.

არაფერში ვზღუდავდი, ნატვრას ვერ ასწრებდა, რომ უკვე ასრულებული მქონდა. თვითონაც ხედავდა ყველაფერს და სითბოსა და ზრუნვას არ მაკლებდა. ერთადერთი, იმაზე ვერ დავითანხმე, რომ მეორე შვილი გაეჩინა.

თვითონ მრავალშვილიან ოჯახში იყო გაზრდილი და, მეუბნებოდა, დედაჩემივით ვერ მოვიქცევი. მთელი ცხოვრება შვილების მოვლას შესწირა, მაგრამ, როგორც ქალს, როგორც პიროვნებას არასდროს გაუხარიაო.

რადგან ასე კატეგორიულად არ უნდოდა მეტი შვილი, მეც შევეგუე ბედს და თავი დავანებე. ასე იყო თუ ისე, ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ზუსტად ათი წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაკა მანქანით გავუშვი თავის დაქალებთან ერთად დასასვენებლად.

ორი კვირით წავიდნენ და თვე-ნახევრის შემდეგ ჩამოვიდნენ. ზაფხული იყო, ბავშვი დედაჩემს და მამაჩემს ჰყავდათ აგარაკზე წაყვანილი, მაგრამ, მე სამსახურის გამო თბილისში დავრჩი და ნაწყენი ვიყავი, რომ ამდენი ხნით მიმატოვა.

მართალია, დღეში ორჯერ მირეკავდა, მაგრამ, ყოველ დარეკვაზე იმას მთხოვდა, კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები, მინდა, კარგად დავისვენო, რომ მთელი წელი კარგად მოგიაროო. ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები, რითი იყო დაღლილი – არც საოჯახო საქმეები ეხებოდა, არც ქმარ-შვილის მოვლა;

სამსახურიც ისეთი ვუშოვე, მხოლოდ გასართობად და თავისი ტანსაცმლის საჩვენებლად თუ წავიდოდა. მაშინ კი მაინც ვცდილობდი, გამეგო, გამემართლებინა და ყველაფერზე ვთანხმდებოდი.

ბოლოს რომ დამირეკა, წესით, მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ, ამჯერად თხოვნის ნაცვლად, პირდაპირ მითხრა – კიდევ ერთი კვირა უნდა დავრჩეო და ყურმილი დამიკიდა.

ერთი კვირის განმავლობაში კი არც ერთხელ არ დაურენკავს. მე რომ ვურეკავდი, უკმაყოფილო ხმით მეუბნებოდა: კარგად ვარ, ნუ შემაწუხე ამდენი რეკვით, არ მცალიაო.

ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა, მაგრამ, ეს ის მაკა აღარ იყო, რომელსაც მე ასე ვაღმერთებდი. პრაქტიკულად, აღარც კი მეკონტაქტებოდა, ბავშვსაც საკმაოდ ცივად ეპყრობოდა. სულ ვიღაცეები ურეკავდნენ და სულ სადღაც გარბოდა – ერთი სიტყვით, ოჯახი აღარ აინტერესებდა.

იმდენად დაბრმავებული და დაყრუებული ვიყავი, ეჭვიც არაფერზე ამიღია. ვიფიქრე, ქალებს სჩვევიათ ასეთი რამეები-მეთქი და, მისი გული რომ მომეგო, უძვირფასეს საჩუქრებს ვაყრიდი თავზე.

მართალია, არც ერთ საჩუქარზე არ უთქვამს უარი, მაგრამ ყველაფერს ემოციის გარეშე იღებდა, მადლობასაც კი არ მეუბნებოდა.

ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი, მაკა არ დამხვდა, არადა, დილიდან ლოგინში იწვა – ცუდად ვარო. ძიძას რომ ვკითხე, სად არის-მეთქი, მითხრა, ჯერ დაქალმა დაურეკა, მერე კი ვიღაც კაცმა მოაკითხა ძვირფასი მანქანით და იმასთან ერთად წავიდაო.

მაშინ კი რეჩხი მიყო გულმა, მაგრამ, ძიძასთან ცოლზე ლაპარაკი არ ვიკადრე და მის მოსვლას დაველოდე, რომ სერიოზულად დავლაპარაკებოდი.

მაგრამ, იმ ღამეს მაკა სახლში არ მოსულა. მთელი ღამე ვეძებდი, ვისთან აღარ დავრეკე, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს ერთმა დაქალმა მითხრა, მაკა სახლში აღარ დაბრუნდება, რადგან, ისეთი კაცი შეუყვარდა, იმას არ მიატოვებსო.

მეორე დღეს მაკამ თვითონ დამირეკა და მითხრა, გეყრებიო. რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: დავიღალე ბებერ კაცთან ურთიერთობით. ჩემს ტოლ კაცს შევუყვარდი და მასთან მივდივარ. ბავშვი შენთან დარჩეს, მე შაბათ-კვირას წავიყვან ხოლმეო.

აი, ასე დამთავრდა ჩემი სიყვარულის ისტორია. ბებიაჩემის სიტყვები მოხდა, ოღონდ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის ვარაუდობდა.

ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემი ბრალიც არის – როგორც არ უნდა გიყვარდეს, ცოლი ისე არ უნდა გაანებივრო, რომ სხვა კაცის ძებნის მეტი საფიქრალი არ ჰქონდეს და, რაც მთავარია, შვილის ტოლი გოგო არ უნდა მოიყვანოს კაცმა ცოლად, თორემ, ან მარტო დარჩება, ან რქებდადგმული ივლის მთელი ცხოვრება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება; ფოტო პირობითია

ანრი, 47 წლის. წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„გუშინ თბილისში, მე და დედაჩემი გასვენებაში მივდიოდით ტაქსით.. მძღოლს ფული მივაწოდეთ და სასწრაფოდ ჩამოვედით მანქანიდან, თუმცა შემდეგ საოცარი რამ მოხდა…” – საოცარი შემთხვევა თბილისში

Next Post

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ეხმარებოდა, შვილებიც გაუზრდა, ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, – ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.. იმავე საღამოს მეორე შვილს სთხოვა შენთან გადმოვალ ცოტა ხანიო.. მალევე მეორე რძლისგან უარესი მოისმინა..

Next Post
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ეხმარებოდა, შვილებიც გაუზრდა, ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, – ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.. იმავე საღამოს მეორე შვილს სთხოვა შენთან გადმოვალ ცოტა ხანიო.. მალევე მეორე რძლისგან უარესი მოისმინა..

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ეხმარებოდა, შვილებიც გაუზრდა, ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, – ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.. იმავე საღამოს მეორე შვილს სთხოვა შენთან გადმოვალ ცოტა ხანიო.. მალევე მეორე რძლისგან უარესი მოისმინა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In