• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს!

by inew
27 February 2025
in საზოგადოება
0
ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს!
0
SHARES
3.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმაურებით გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი თანამშრომლები თავად უზრუნველყოფდნენ და კვლავაც გააგრძელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების კვებას და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ მანიპულაციებს.

აეროპორტის თანამშრომლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ცხოველთა უფლებების უპირობო დამცველები.

თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ აუცრელ ძაღლებს, რომლებზეც, რასაკვირველია პასუხისმგებლობას აეროპორტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს. მოგეხსენებათ, რომ აუცრელი ძაღლები რეალური საფრთხეა მგზავრებისთვის.

აეროპორტის ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს მგზავრები, მცირეწლოვანი ბავშვები და თანამშრომლები. (ამის შესახებ არსებობს საჩივრებიც) აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ჩვენი პრიორიტეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგულარულად აცხადებს ტენდერებს კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საქართველოში არსებული ნორმების სრული დაცვით, აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანს აგრესიულ ცხოველებს, რათა დაცული იყოს მგზავრების უსაფრთხოების სტანდარტები. ტენდერების გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია აეროპორტის ტერიტორიის სიახლოვეს სატრანსპორტო საშუალებებიდან მიუსაფარი ძაღლების დატოვების გახშირებული ფაქტები.

სატენდერო განაცხადში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აეროპორტის ტერიტორიის აგრესიული ძაღლებისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს ქვეყანაში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიზნობრივად არასწორად და დამახინჯებულად ავრცელებს ინფორმაციას ტენდერის პირობების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

შეიძლება აფეთქებული ვარსკვლავის რადიაციას გავლენა ექონია დედამიწაზე? – მეცნიერების დასკვნა

Next Post

„14 წლის გურამი ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… შეუძლებელია ეს ყველაფერი” – უმძიმესი ინფორმაცია გარდაცვლილი პედაგოგისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ

Next Post
„14 წლის გურამი ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… შეუძლებელია ეს ყველაფერი” – უმძიმესი ინფორმაცია გარდაცვლილი პედაგოგისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ

„14 წლის გურამი ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… შეუძლებელია ეს ყველაფერი” – უმძიმესი ინფორმაცია გარდაცვლილი პედაგოგისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.