ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი იგავი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ერთი ბიჭი გზაზე მიაბიჯებდა და ნაღვლიანად ფიქრობდა თავის მძიმე ცხოვრებაზე. უცებ ხედავს – გზაზე ხურდაფული გდია. ჭუჭყიანი, თითქმის დაჟანგული.
– ხურდაც ფულია, – გაიფიქრა, ფული ჯიბეში ჩაიდო და გზა განაგრძო. გზად წაიოცნება:
– ნეტავ ათასი მანეთი მეპოვა! საჩუქრებს ვუყიდდი ჩემს ახლობლებს, მამას და დედას გავანებივრებდი…
ამის გაფიქრება იყო და იგრძნო, რომ ჯიბე დაუმძიმდა. ხედავს – ათასი მანეთი გაჩნდა. გაოცდა, გაუხარდა და გაიფიქრა:
– უცნაურია, ათი ათასი რომ მომესურვებინა? ასრულდებოდა ჩემი სურვილი? ათი ათასით მშობლებს ძროხას და ცხენს ვუყიდდი, სახურავს შევარემონტებდი.
იგრძნო, რომ ჯიბე
ისევ დაუმძიმდა. შეხედა, ახალთახალი კუპიურებია
– ზუსტად ათი ატასი.
– ვა, საოცრებაა, – ისევ გაუხარდა, – ნეტავ რას ვიზამდი, უცებ, ასეთივე სასწაულით მთელი ასი ათასი რიმ გამჩენოდა?
სახლს ვიყიდდი, ცოლს შევირთავდი, შვილებს გამიჩენდა, ჩემს სახლში გადმოვიყვანდი დედას და მამას, იმ ძველი ქოხიდან.
ხედავს, ასი ათასი გაუხდა – ჯიბეში აღარ ეტევა. გაუხარდა, გადაირია… მაგრამ დაფიქრდა… ეჭვებმა დაუწყეს ღრღნა:
– სახლს ვიყიდი – კი! მაგრამ… დედას და მამას ალბათ, არ წავიყვან ჩემთან. მოხუცები არიან, ჯუჯღუნები, იქნებ ჩემს ცოლთან საერთო ენა ვერ გამონახონ.
არც ძროხა და ცხენი სჭირდებათ, ზედმეტი თავსატკივარი იქნება. არც საჩუქრებზე ღირს ფულის დახარჯვა, მე თვითონაც გამომადგება.
დამთავრებული არ ჰქონდა ფიქრი, რომ იგრძნო, უცებ ჯიბე როგორ შეუმსუბუქდა. შეხედა – ისევ ის ჟანგიანი ხურდა ეგდო, ერთი ცალი…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია