გასული წლის მიწურულს, დეკემბერში, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – ინფარქტის შედეგად მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ საქართველოში და შემდეგ გერმანიაში.
მსახიობის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მისი ოჯახის წევრი, მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი გვესაუბრა:
– ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა – სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.