მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ირკვევა, შეწყალებულია 159 პატიმარი, თუმცა ამ დროისთვის, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.


