აშშ-ის დან ავსტრალიაში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრებმა საშინლად გაკიცხეს მგზავრი და ბავშვი, რადგან ის ძალიან ხმაურობდა და მუდმივად ტიროდა.
რისი დანახვა არ გინდათ ყველაზე მეტად თვითმფრინავში ხანგრძლივი ფრენის დროს? ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ნამდვილად ათეულში ბევრისთვის იქნება ბავშვი, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვი.
მითუმეტეს თუ ამ ბავშვს თქვენს გვერდით უწევს ჯდომა და რაღაც პერიოდის შემდეგ, მას მერე რაც ფრენით დაიღლება ის უეჭველად დაიწყებს ტირის ან გაუთავებელ წუწუნს.
ასე რომ, ამ რეისის მგზავრებმა, როგორც უკვე ავღნიშნე საშინლად გაკიცხეს მგზავრი და მისი მტირალი შვილი. სინამდვილეში მამაკაცი უბრალოდ ეხმარებოდა ბავშვს, რადგან მას ამის გაკეთების გამოცდილება ჰქონდა. ზოგს ეგონა კიდეც, რომ ის ამ ბავშვის მამა იყო.
კაცმა ბავშვი ხელში აიყვანა და თვითმფრინავში ხელში აყვანილს ატარებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
მოგვიანებით ეს ფოტო Facebook- ზე გამოაქვეყნა თვითმფრინავში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა. Მან ფოტოს აღწერაში დაწერა:
”როდესაც ჩვენი თვითმფრინავი სახლისკენ გამოფრინდა ამ კაცმა მოულოდნელად შესთავაზა უცხო ადამიანის დახმარება. ქალი ორსულად იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. მისი პატარა შვილი, რომელიც თან ახლდა ძალიან გაღიზიანებული იყო და ტიროდა.
კაცმა განმარტა, რომ ის თავად ზრდის შვილებს, ამიტომ მას ესმის ყველაფერი და სურს დაეხმაროს მას, რათა მან დასვენება შეძლოს.
მთელი გზა, თითქმის 10 საათის განმავლობაში მამაკავი უვლიდა ბავშვს ისე, თითქოს ეს მისი საკუთარი შვილი ყოფილიყო. რატომღაც ამან ცრემლები მომგვარა. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ უბრალო ადამიანური სიკეთე კვლავ არსებობს ჩვენს ქაოსურ სამყაროში.
თქვენ არ გჭირდებათ სამყაროს გადარჩენა, რომ იყოთ გმირი. ასეთ უბრალო, არაჩვეულებრივ ჟესტსაც კი შეუძლია მოულოდნელად აღადგინოს ჩვენი რწმენა ადამიანისადმი.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია..