თბილისში გაჩენილი უცნობი სიმბოლოების ირგვლივ უკვე რამდენიმე დღეა აჟიოტაჟი არ წყდება, ამჯამად მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ამ სიმბოლოებთან დაკავშირებით თავის ვერსიას გვიზიარებს:
“ჩამოყალიბდა ვერსია, რომ ეს არის ერთ-ერთი ონლაინ თამაშის ( poppy playground) პერსონაჟი ჰაგივაგი. სადაც ის ჩნდება, იქ ყველა კვდება საშინელი სიკვდილით ან უგზოუკვლოდ იკარგება.
წარწერა კიდევ არის რუსული სიტყვა «шиша», რაც ნიშნავს შიშს ან ავ სულს. სლავური მითოლოგიის პერსონაჟი შიშიგა ერთგვარად იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ჰაგივაგი – ვინც შიშას დაინახავს, ის ახლო მომავალში მოკვდება.
თუმცა ციფრ “7”ს რაც შეეხება, Zია. 7 ანუ ერთი ნაბიჯი დასასრულამდე, Z მდე.”
თბილისის პოლიციამ იდუმალი გრაფიტის ავტორი იპოვა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
თბილისის ქუჩებში გამოჩენილმა გრაფიტიმ კატის თავის გამოსახულებით და ამოუცნობი წარწერით დედაქალაქის მცხოვრებლები შეაშინა და მრავალი „შეთქმულების თეორია“ გააჩინა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ გრაფიტის ავტორს ჯარიმა გამოუწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.
ამისთან, ქართულმა მედიამ გაარკვია, რომ იდუმალი ნახატების ავტორს, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს, ჰყავს კატა სახელად „შიშა“ და სწორედ მას გამოსახავდა ის სიმბოლურად თავის გრაფიტიში. ნახატს ახლდა რუსულენოვანი წარწერა „შიშა“.
ნახატების ავტორის გარდა პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს არასრულწლოვანიც, რომელმაც თბილისის ქუჩებში წარწერები საღებავებით გააფერადა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…