• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 27, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყოფილმა მოსამართლემ ყველაფერს ფარდა ახადა – ვის ამხელს ის სკანდალურ ვიდეოში?

by inew
2 October 2025
in საზოგადოება
0
ყოფილმა მოსამართლემ ყველაფერს ფარდა ახადა – ვის ამხელს ის სკანდალურ ვიდეოში?
0
SHARES
131
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყოფილი მოსამართლის სკანდალური ჩვენება – დუმილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძემ დაარღვია და დეტალურად მოყვა, “როგორ ავალებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მრავალმილიონიან დავებზე”. 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ რეზონანსულ საქმეებზე მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს წინასწარ კარნახობდნენ და თუ ვინმე ინსტრუქციებს არ მიიღებდა, ტერორში ჰყავდათ და დაჭერით ემუქრებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთ მაგალითად ალავიძე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ არსებულ დავას ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ საქმის ფარგლებში დაიბარეს ის მურუსიძემ, ჩინჩალაძემ, ვალერი ცერცვაძემ და ვასილ როინიშვილმა კაფეში, სადაც მისი თქმით, “ქურდული გარჩევა მოუწყვეს”. 

ალავიძე ჩვენებაში ყვება, რომ იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

  • ალავიძის სკანდალურ ჩვენებას კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. ბესო ალავიძემ კი ქვეყანა უკვე დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა. 

ამ კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ვასილ როინიშვილი. ეს იყო სუფთა ქუჩური, ქურდული გარჩევა. მე ვუთხარი, რომ მე არაფერს არ გავაკეთებდი.  რაც სწორია იმ გადაწყვეტილებას მივიღებთქო. ამ მეორეჯერ დამირეკა ვალერი ცერცვაძემ იგივე კაფეში. გამოდი ერთი წუთითო და გავედი, მარტო შემხვდა და მარტო მიხსნიდა, რომ საერთოდ ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ და გარიყული ვიქნებოდი სასამართლო კოექტივში, არავინ მომესალმებოდა. მოკლედ მეორე შეხვედრის შემდეგ, როდესაც შევხდი ცერცვაძეს, მე არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცცხლეს-თქო. იმ დღეს მართლა წამოვედი სამსახურში, მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის,  მურუსიძე შუაღამის 4 საათზე მოვიდა სამსახურში და დავუბარე, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ არაფრის ფასად-მეთქი, მაგრამ სიცოცხლეს დავასრულებ-მეთქი. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად აღიქვა ჩემი ნათქვამი, იფიქრა ალაბთა რამე არ დაწეროს. რამაც ჩვენ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნასო, ამიტომ მითხრა დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემო”, – განაცხადა ალავიძემ. 

ბესარიონ ალავიძის თქმით, გარჩევები გაგრძელდა სხვა საქმეებზეც. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის “რუსთავი 2” საქმე და ამ შემთვევაშიც ყოფილი მოსამართლე უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ “ტვინს გაგვასხმევინებდნენ”.

ეკამ [გასიტაშვილი -მოსამართლე] გვითხრა მე და პაატას, თქვენზე თქვა გვენეტაძემ, რომ მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო. მე და პაატა შევთანხმდით იმ მომენტში, რადგან ასეთი ამბავი იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ, არაფერი გამორიცხული არ იყო და იყო საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვავდენ, მივეცით ჩვენება, რომ ჩვენზე ზეწოლა არ იყო, თუმცა ვთქვით, რომ როცა შეიცვლება ხელისუფლება, ვიტყვით, რომ ეს ჩვენებები იძულების ქვეშ მივეცით. მზიამ [თოდუა – მოსამართლე] მოგვცა გადაწყვეტილების პროექტი, და მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაწერილიო, მე სანამ წამოვიდოდი, მთხოვა ბიძინამო, რომ იქნება ეს საქმე სასამართლოში წავიდესო, დაწერე შენ რაღაცაო და მისცენ მოსამართლეებსო. მოკელდ ეს გადაწყვეტილება მოგვცა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამით იხელმძღვანელეთო. გვენეტაძემ დაიბარა პაატა. პაატამ მითხრა, რომ გვენეტაძე დაგიბარებს ახლა შენო.   გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, მთხოვეო რასაც გინდა იმას შეგისრულებო, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მართლა ტიროდა, მე აქ დამნიშნეს იმის გამო, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო”, – ამბობს ალავიძე.

წყარო: ტვ პირველი

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

🎥 ,,სასწაულებრივად გადარჩა! და ვიღაცები კიდევ მძღოლს აბრალაბენ“ – ნახეთ, რა საოცარი რეაქცია გამოავლინა მძღოლმა, რომ ტრაგედია აერიდებინა

Next Post

ქართული ქორწილიდან ჟენევაში – მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს

Next Post
ქართული ქორწილიდან ჟენევაში – მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს

ქართული ქორწილიდან ჟენევაში – მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.