• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ყოფილ ქმარს სურს, მისი საყვარელი გავხდე.. პაციენტების და თანამშრომლების თვალწინ სცენებს ვერ მოვაწყობ და იძულებული ვხდები, მანქანაში ჩავუჯდე.. არვიცი როგორ მოვიქცე

by inew
5 March 2023
in საზოგადოება
0
„ყოფილ ქმარს სურს, მისი საყვარელი გავხდე.. პაციენტების და თანამშრომლების თვალწინ სცენებს ვერ მოვაწყობ და იძულებული ვხდები, მანქანაში ჩავუჯდე.. არვიცი როგორ მოვიქცე

Young stylish man slide fastening woman cocktail dress, vintage

0
SHARES
8.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ძალიან უხერხულ თემაზე მიწევს საუბარი. ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ამბის გამოქვეყნება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, ფართო საზოგადოების წინაშე გამომეტანა. იქნებ ბევრი ადამიანი დაფიქრდეს და მიხვდეს, როგორ არ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში.

სიმშვიდეში გავიზარდე და მშვიდი ხასიათიც ჩამომიყალიბდა. ექიმი ვარ და ბევრი ჩემი პაციენტი აღნიშნავს, რომ ეს ხასიათი მათ ძალიან შველით, მენდობიან და ყველა რჩევას ითვალისწინებენ.

ბევრს უთქვამს, თქვენი კაბინეტიდან მორჩენილები გავდივართ, ლაპარაკით გვკურნავო.  ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კონფლიქტური არ ვარ, პირიქით, ყოველთვის სიტუაციის დაშოშმინებას ვცდილობ.

ჩემს ქმართანაც ასეთი ვიყავი. ყოველთვის გვერდით ვედექი. თუკი რამე პრობლემა ჰქონდა ან სამსახურში, ან ვინმესთან ურთიერთობაში, ყოველთვის ვამხნევებდი, ყველაფერში ვუგებდი. ერთი შვილი გვყავს და ჩვენს გოგონას არაფერს ვაკლებდი. ისეთი შვილი გავუზარდე, როგორზეც ნებისმიერი მამა იოცნებებდა.

არაფერი აკლდა, რომ უკეთესი გარემო სხვასთან ეძებნა. აზრადაც არ გამივლია, რომ ჩვენს ერთობას რამე დაარღვევდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

ჩემი ქმარი, რომელსაც მე და მთელი ჩემი სანათესაო ხელისგულზე ვატარებდით, სხვა ქალთან წავიდა. ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო. მე რატომ უნდა შემრცხვენოდა, მაგრამ თუ დამიჯერებთ, პაციენტების უზომოდ მერიდებოდა. მეგონა, რომ ყველა ჩემი და ჩემი ქმრის ამბავს განიხილავდა. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავში ყველაფერი თავის ადგილას დალაგებულიყო.

მშობლების, ძმების და, რაც მთავარია, შვილის მხარდაჭერით ისევ დავიბრუნე სიმშვიდე და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ქმარი ჩემი გონებიდან უნდა წამეშალა და მისთვის არ მიმეცა უფლება, ჩემზე ებატონა.

კონფლიქტები რადგან არ წამოვიწყე, ყოფილმა ქმარმა ჩემთან მოსვლა გაბედა. რა თქმა უნდა, შვილის გამო მივიღე. არაფერი მითქვამს, არც ლაპარაკი გამიბამს. ისევ ჩემს თავს შემოვუძახე, რომ თითქოს სხვა ადამიანი იყო და უნდა ამეტანა. ამან ძალიან გაათამამა და ჩემთან მეგობრული ურთიერთობა წამოიწყო.

მეკითხებოდა შვილზე, რამე ხომ არ გვჭირდებოდა და ა.შ. რამდენიმე ხანში კი ჩემი კონტროლიც დაიწყო, აინტერესებდა, სამსახურში დიდხანს რატომ ვრჩებოდი, რომელ პაციენტთან და რომელ უბანში მივდიოდი და ასე დაუსრულებლად.

გამოგიტყდებით, თავიდან მსიამოვნებდა კიდეც, ჩემი ცხოვრება რომ აღელვებდა, მაგრამ მერე სხვანაირი გახდა. ერთ დღეს მოვიდა და ჩემთან ფიზიკური სიახლოვე სცადა, მითხრა, რომ ძალიან ვენატრებოდი.

სახლიდან გავაგდე, მაგრამ მერე ისევ სცადა, ჩემთან სარეცელი ისევე გაეყო, როგორც ცოლქმრობისას. იმ ქალთან გაშორებაზე არც ახლა ფიქრობს, უბრალოდ როლების შეცვლა სურს, რომ ახლა მე ვიყო მისი საყვარელი, ის ქალი კი – ცოლი.

ჩემთან მოსვლა კი ავუკრძალე, მაგრამ კლინიკასთან ხშირად მხვდება. პაციენტების და თანამშრომლების თვალწინ სცენებს ხომ ვერ მოვაწყობ, ამიტომ იძულებული ვხდები, მანქანაში ჩავუჯდე, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, უკვე გამოვუცხადე, რომ მსგავს რამეს აღარ მოვითმენ.

იმ ქალს, რომელმაც ოჯახი დამინგრია, ალბათ ჰგონია, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ხელში ჩაიგდო და მისი ერთგული იქნება. გამორიცხულია, ჩემს ცხოვრებაში დაბრუნების საშუალება მივცე, მაგრამ ის აუცილებლად სხვასთან წავა.

უკვე ბუზღუნებს, ტვინი ამირია, თავი შემაცოდა და მასთან იმიტომ წავედიო. ის ქალიც მარტო დარჩება, მასაც მიატოვებს და მერე ნახავს, რას ნიშნავს, შეურაცხყოფისგან ადგილს რომ ვერ პოულობ, რომ გგონია, მთელი სამყარო თავზე დაგეცემა და გაგჭყლეტს, გაგანადგურებს, როცა ფიქრობ, რომ ეს ყველაფრის დასასრულია. ვიცი, მალე ამას თავადაც გამოსცდის და მიხვდება, რაც გამიკეთა.

ჩემი ქმარიც მიხვდება, ვინ და რა დაკარგა. დარწმუნებული ვარ, ასე ივლის ქალიდან ქალთან, რომ ისევ ის სითბო და პატივისცემა მიიღოს, რაც ჩემთან ჰქონდა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება! ასე რომ, სანამ ოჯახებს თავზე დაიმხობთ, იქნებ ჯერ დაფიქრდეთ ხოლმე.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტოები პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, ოჯახი დაენგრა, ჰქონდა კავშირი გიორგი გაბუნიასთან და ჰყავს მილიარდერი შეყვარებული – თამთა გოდუაძის სკანდალებით სავსე პირადი ცხოვრება

Next Post

„საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მამაჩემის ნათლულს ცოლად გავყევი.. მხოლოდ წლების მერე მივხვდი თუ რა გავაკეთე“

Next Post
„საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მამაჩემის ნათლულს ცოლად გავყევი.. მხოლოდ წლების მერე მივხვდი თუ რა გავაკეთე“

„საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მამაჩემის ნათლულს ცოლად გავყევი.. მხოლოდ წლების მერე მივხვდი თუ რა გავაკეთე“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In