ინტერნეტგამოცემა პრაიმტაიმი გვიყვება ერთ შემზარავ ისტორიაზე, რომელიც ქართულ ოჯახში, ქართველ მომღერალ ბიჭს შეემთხვა წყევლის შედეგად. ია გოდერძიშვილის თქმით მისი შვილი ერთ-ერთმა ნათესავმა ქალმა დასწყევლა, რის შემდეგაც ბავშვს დაეწყო ენაზე წყლულები, ენა კი ისე დაესერა გეგონება სამართებელი დაუსვეს.
ია გოდერძიშვილს შვილი სამკურნალოდ ჰყავდა ევროპაშიც და რუსეთშიც მაგრამ ყველა იმას ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო სამედიცინო დაავადება….
“ჩემი ოთხი წლის ბიჭუნა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ იმედში და შემდეგ მძლევარში მღეროდა. ანზორ ერქომაიშვილი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ამ ასაკის სოლისტი არ ჰყოლიათ. ერთხელ ეზოდან სახლში შემოვიდა და ნათესავ ქალზე მითხრა, ვმღეროდი და ჩაგივარდეს ეგ ენაო, ასე მომაძახაო.
ბავშვს ერთხელაც დაეწყო ენის დაწყლულება, გახლეჩა. სამართებელი რომ გარდი-გარდმო დაუსვა ენაზე, ასე ეყოფოდა და საშინლად წყლულდებოდა ენა. იტანჯებოდა. წყალსაც ვერ სვამდა, შპრიცით ვასხამდით, ისე სტკიოდა. მერე ბუნებრივია, ვეღარ მღერდა. ათი წელი იტანჯა. ბოლოს სკოლაშიც ვერ დადიოდა.
ღმერთს ევედრებოდა, მომკალი, როდემდე უნდა ვეწამოო. სად არ მყავდა, რომელ ექიმთან, გინდ ჩვენს ქვეყანაში, გინდ ევროპაში. ექიმები ბოლოს აკეთებდნენ დასკვნას, რომ ეს არ იყო სამედიცინო დაავადება.
მეტეხში მამა აკაკისთან მივიყვანე, მან ლახვრით განკურნების ლოცვა რომ წაუკითხა, გონება დაკარგა. მერე მითხრა, დავინახე, რაღაც არსება პირიდან გამოხტა და ზურგზე შემახტაო. მას შემდეგ ისეთი შიშები ჰქონდა, ტაძარს ვერ გავაკარე. იქიდან გამორბოდა…
ერთი წელი გერმანიაში კვლევაზე ხუტა ბერულავას ფონდმა გაგზავნა. მარტო იყო მთელი წელი, კლინიკაში გაატარა ის პერიოდი. ექიმმა მითხრა, ეს არის მისი ხვედრი და სანამ იცოცხლებს, ასე იქნებაო. ეს რომ გაიგონა, ტირილით გავარდა გარეთ.
მყავდა პეტერბურგშიც… ერთხელაც ციმბირიდან ჩამოვიდა ექიმი, რომელსაც ჰქონდა მგრძნობიარე აპარატი, რომელიც ადგენდა საიდან მოდიოდა დაუდგენელი დაავადება.
ენაზე რომ მიადო აპარატი, გადაიწვა. ასე მოხდა ორჯერ. მან თქვა, ასე იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც არასამედიცინო დაავადებასთან მაქვს საქმეო. მირჩია, სხვა გზას მიმართე, მიდი ნათელმხილველთან, ექიმებში ნუ დადიხარ, ეს სამედიცინო დაავადება არ არისო.
მივედი მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილთან. მან მითხრა, ეს არ არის ქრისტიანის მიერ გაკეთებული ჯადო, მუსლიმის ნამოქმედარიაო. წერდა ფორმულებს, გამოთვლებს. მიხვდა, რომ ეს არ იყო ჯადო, წყევლააო. ჩამომაწერინა შვიდი სავარაუდო ადამიანი და იქ იპოვა ის კონკრეტული, ვისაც ეს წყევლა ეკუთვნოდა.
ნათესავმა ქონებრივი დავის გამო ამგვარ ცოდვაში ჩადგა ფეხი. წყევლა დაუწერია და მის მიერ მოწამლული ძაღლისთვის ენის ქვეშ ჩაუდვია.
მე ეს ფაქტი არ მინახავს, აჭარიდან ჩამოსულმა მკითხავმა მთელი სიზუსტით აღწერა, როგორ მოკვდა ჩვენი ძაღლი, რომ ის მოწამლეს და მისი ენის ქვეშ მოთავსდა ჩემი შვილის წყევლა. ყბა არ იხრწნება და ეს წყევლა რომ სამუდამო ყოფილიყო, ამიტომ ჩაუდეს ძაღლს პირშიო, ასე ახსნა ამ ნათელმხილველმა.
მალხაზმა მითხრა, წყევლას ძალა დაეკარგება, თუ ისევ ამ ადამიანთან მიხვალ და დაალოცინებ შვილს, ვინც დაწყევლაო.
14 წელი შეუსრულდა ჩემს შვილს და სტუმრებთან რომ არ გამოვიდა, შევედი ოთახში და ხატებთან ხელაპყრობილი სთხოვდა ღმერთს, როდემდე უნდა ვიტანჯო, გამათავისუფლე, უფალოო… ისე “გადამეკეტა”, უკვე ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი.
დავძლიე ყოველგვარი სიამაყე და მივედი იმ ნათესავ ქალთან, ვინც ასე გაგვწირა. ვუთხარი, სიზმარი ვნახე და შენი ლოცვა უშველის ჩემს შვილს, დამილოცე-მეთქი. ფეხებში ჩავუვარდი და ვემუდარე. დამილოცა და მას შემდეგ ენის წყლულებს აღარ შეუწუხებია ჩემი ვაჟი.
დღეს უკვე 33 წლისაა და ფოტოხელოვანია. ვიოლინოს დაეუფლა. სიმღერას აღარ გაჰყოლია…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
წყარო: პრაიმტაიმი