ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია დიღომში ახლა ბოლო დროის ყველაზე გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცული მკვლელობის ადგილია. ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული და დასახიჩრებული ცხედარი, პირდაპირ სტადიონზე იპოვეს. ქალი, სპორტული კომპლექსის „ავაზას“ საფეხბურთო მოედნის ნაპირზე, მიწაში იყო ჩამარხული, ზემოდან კი დაბეტონებული.
ზარი 112-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი სტადიონიდან, სადაც ახლა სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს, ორი კვირის წინ შევიდა.
ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მამაკაცი ატყობინებდა, რომ საზარელი სურათის მოწმე გახდა, იპოვა ქალის ცხედარი რომელიც დანაწევრებული და სასტიკად ნაწამები იყო.