სალომე უშხვანმა საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინ ამცნო, რომ ის და ნიკო ქართველი დაშორდნენ.
„მე და ჩემი ქმარი დავშორდით. არა, არ არის სკანდალი, არც ტრაგედია – უბრალოდ ცხოვრებაა.
მშვიდად, ზრდასრულად და ჩვენი სურვილებით”, – დაწერა სალომემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ქართველმა და სალომე უშხვანმა ერთმანეთი პროექტში „პრაიმ ჰაუსი“ გაიცნეს.
სალომე instagram-ზე ნიკოს კადრებს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნიკო მას უმღერის.