• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, July 5, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შვილივით გაზრდილმა გერმა სახლიდან გამომაგდო და არც კი მოუკითხავს, როგორ ვარ.. არ ვიცი, გავბრაზდე მასზე, მეწყინოს თუ მეტკინოს. შვილივით მიყვარს და არვიცი ცუდი როგორ ვუსურვო..

by inew
2 December 2022
in საზოგადოება
0
შვილივით გაზრდილმა გერმა სახლიდან გამომაგდო და არც კი მოუკითხავს, როგორ ვარ.. არ ვიცი, გავბრაზდე მასზე, მეწყინოს თუ მეტკინოს. შვილივით მიყვარს და არვიცი ცუდი როგორ ვუსურვო..
0
SHARES
478
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

სტუდენტობის პერიოდში, ერთი ბიჭი გადამეკიდა. გასაქანს არ მაძლევდა. ყველგან მხვდებოდა, თან დამყვებოდა, ლექციებზე რომ ვიჯექი, ის გარეთ მელოდებოდა და სახლამდე მაცილებდა. არ მომწონდა და მით უმეტეს, არც მიყვარდა.

არც გათხოვება მინდოდა, მაგრამ აღარ მომეშვა. მართალია, არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ იმდენად შეწუხებული ვიყავი, მეგობრებიც ისე დამცინოდნენ მისი ამდენი ყურადღებისა და მიცილება-მოცილების გამო, რომ გავყევი ცოლად.

სულ რაღაც ორი წელი ვიყავით ერთად და მივხვდი, მის გვერდით ძალიან გამიჭირდებოდა მთელი ცხოვრების გატარება. გადაწყვეტილება მივიღე და გავშორდი. ისე განვიცადე და ისე ვინერვიულე, დეპრესიაში ჩავვარდი.

ბავშვსაც ვერ ვუვლიდი და რომ არა დედაჩემის მხარში დგომა და დახმარება, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. გარეთ გასვლის მრცხვენოდა, ასე მეგონა, ყველა დამცინებდა, განათხოვარ ქალს, სხვა თვალით შემომხედავდნენ.

ერთი სიტყვით, ქმართან განშორების შემდეგ, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ მძაფრი ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. მდგომარეობიდან ფსიქოლოგის დახმარებით გამოვედი.

ჩემი მარიკო რომ ბაღში შევიყვანე, იმ პერიოდში, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი და ბიჭს, ზუკას, მარტო ზრდიდა. ჩვენს ოჯახს დაუახლოვდა, მისი შვილი მარიკოსთან თამაშობდა და ისე ერთობოდა, სახლში წასვლა აღარ უნდოდა ხოლმე.

ბაღშიც ერთ გჯუფში იყვნენ, სკოლაშიც ერთ კლასში მოხვდნენ და ძალიან დამეგობრდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუკას მამას გავყევი ცოლად. არც ის მიყვარდა, მხოლოდ იმ მიზნით გავთხოვდი, რომ ქმრიანი ქალის სახელი და ოჯახი მქონოდა.

თან, ზუკაც ძალიან შემიყვარდა. მე და ჩემს ქმარს საერთო შვილი არ გვეყოლა და ჩვენს შვილებს გადავყევით. ერთმანეთისგან არ ვასხვავებდი მარიკოს და ზუკას. ბავშვმა დედა რომ დამიძახა, ვიტირე. იმ დღის მერე, ასმაგად შემიყვარდა.

მოკლედ, გავიდა წლები, მარიკო გათხოვდა, მერე ჩემი მეუღლე უეცრად გარდაიცვალა. საშინელი დღეები დამიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი სიგიჟემდე არ მიყვარდა, უდიდეს პატივს ვცემდი. საწყალი, ძალიან ცდილობდა არაფერი მოეკლო ჩვენთვის და თავისთვის არაფერს იმეტებდა.

ძალით ვყიდულობდი ახალ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, სულ იმას იმეორებდა: თქვენთვის იყიდეთ, მე ძველიც მეყოფაო. ზუკას შეყვარებული ჰყავდა და ვიცოდი, მალე აპირებდა დაოჯახებას.

მიხაროდა, ოჯახში რძალი შემოვა, ცოტა გაგვახალისებს, დარდს დაგვავიწყებს-მეთქი. თუმცა, მამის გარდაცვალების მერე, ზუკა ისე იყო შეცვლილი, ვერ ვცნობდი. მარიკოსთანაც შეწყვიტა ურთიერთობა.

ვფიქრობდი, თავისი პირადი ცხოვრება აქვს, შეყვარებულია და ჩვენთვის არ სცალია-მეთქი, მაგრამ რას მივხვდებოდი, რა ზრახვებიც ჰქონია. ერთ დღესაც დამისვა და მითხრა: მე ცოლი უნდა მოვიყვანო და მარტო გვინდა ცხოვრებაო. ცოტა კი შევცბი, მაგრამ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ვუპასუხე:

შვილო, მე რას გიშლით, ხომ მიცნობ, არ ჩავერევი თქვენს არც ურთიერთობაში და არც საქმეში, ცალკე რომ გახვიდეთ, ბინის ქირის გადახდა გაგიჭირდება-მეთქი. თვალი თვალში გამიყარა და ცივად გამოცრა: რა ბინის ქირა? მე სად უნდა წავიდე? გარკვევით გითხარი, უნდა მოვიყვანო ცოლი და მარტო გვინდა ცხოვრება-მეთქი.

ვერაფერი ვუპასუხე, ცრემლი წამომივიდა. ადგა და გავიდა ოთახიდან. იმ საღამოს მარიკოსთან წავედი. მოვუყევი, რაც მოხდა. გადაირია, არ მოელოდა ზუკასგან მსგავს საქციელს. ცხოვრებაში რომ გული არ უტკენია, ერთიანად გამანადგურა.

რასაკვირველია, მარიკომ მასთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ სიძის სახლში არ წავიდოდი. დავბრუნდი სახლში, დავურეკე ჩემს ძმას, მოსვლა ვთხოვე, ჩავალაგე ჩემი ნივთები და ტანსაცმელი და საცხოვრებლად მასთან გადავედი.

მართალია ჩემი ძმა არაფერს მაკლებს და არც მე ვზივარ ხელდაკრეფილი, ოჯახის საქმეებს ყველაფერს მე ვაკეთებ, მარიკოც ხშირად მირეკავს და მოდის, მაგრამ ზუკამ გამანადგურა. შვილივით გაზრდილმა გერმა სახლიდან გამომაგდო და არც კი მოუკითხავს, როგორ ვარ.

არ ვიცი, გავბრაზდე მასზე, მეწყინოს თუ მეტკინოს. მართლა შვილივით მიყვარს და როგორ ვუსურვო ცუდი, გულში ბოღმა როგორ ჩავიდო. ჩემი ქმარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ალბათ, ეს იყო ჩემი ბედისწერა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნინო, 53 წლის. წყარო: თბილისელები

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„საბოლოოდ ჩემმა დამ დედის თავშესაფარში მიბარება შემოგვთავაზა.. გვითხრა ფულს მე გადავიხდიო… მისი მესმის, ალბათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა..”

Next Post

მძარცველები ბინაში შეიჭრნენ და სახლის ზღურბლზე პატარა გოგონა დაინახეს – ბავშვის ღიმილი მათი მთავარი შეცდომა იყო

Next Post
მძარცველები ბინაში შეიჭრნენ და სახლის ზღურბლზე პატარა გოგონა დაინახეს – ბავშვის ღიმილი მათი მთავარი შეცდომა იყო

მძარცველები ბინაში შეიჭრნენ და სახლის ზღურბლზე პატარა გოგონა დაინახეს – ბავშვის ღიმილი მათი მთავარი შეცდომა იყო

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In