• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, June 26, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“
0
SHARES
715
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ქალბატონი ქეთევანი სამოცდაათს გადაცილებული ქალია და როგორც თავად ამბობს, აღარაფრის ეშინია – მათ შორის, იმ სიმართლისაც, რომლის დამალვასაც გულდაგულ ცდილობდა წლების განმავლობაში.

– საციხე საქმე ჩავიდინე და ვიცი, დასაჭერიც ვიყავი, მაგრამ გამამწარა ახლობელი ადამიანის ღალატმა, შურისძიების სურვილმა დამაბრმავა: ღმერთიც დავივიწყე და ადამიანობაც… თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში.

მამა ექიმი მყავდა. ხუთი წელიწადი იბრძოდა დიდ სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე და უამრავი ადამიანისთვის უჩუქებია სიცოცხლე. მერე, საიდან აღარ იღებდა წერილებს, ამანათებს. მახსოვს, ერთმა კაცმა ოქროს ზოდიც კი აჩუქა: სიცოცხლით ვარ დავალებული შენგან. რომ შემეძლოს, მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფეხქვეშ გაგიგებდიო…

დედაჩემიც ფრონტზე გაიცნო. მედდად მუშაობდა თურმე, ლაზარეთში. ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა… მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კარგად ვსწავლობდი და მამას გავლენით, ექიმობა გადავწყვიტე.

სპეციალობად გინეკოლოგია ავირჩიე და არც სამუშაოს პოვნა გამჭირვებია. გათხოვება დამიგვიანდა და სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ თან გაიყოლეს ჩემზე დარდი და შვილიშვილებზე ოცნება. ერთი პერიოდი სამედიცინო სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი.

იქ ერთადერთი ბიჭი სწავლობდა საფერშლოზე. მაღალმთიანი რეგიონიდან იყო. თურმე, რამდენიმე წელიწადი აბარებდა ინსტიტუტში და ვერ ხვდებოდა. მერე საფერშლოზე ჩაუბარებია: რამდენიმე სოფელს რომ ვუპატრონო და დავეხმარო, იმდენ განათლებას მაინც მივიღებო…

არც კი ვიცი, რა დამემართა და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო თუ მანაც მომცა საბაბი, რომ დავიახლოვე. ის ოცდახუთი წლის იყო, მე კი ორმოცს აღარაფერი მაკლდა. ნაქირავები ბინიდან ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად და მართლაც, ფუფუნებაში ვაცხოვრებდი ორი წელიწადი.

ძალიან მინდოდა შვილი მისგან, მაგრამ ვერ დავფეხმძიმდი, მერე ბავშვის აყვანაზე დავუწყე ლაპარაკი, რაზეც სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია და საბოლოოდ გამომიტყდა, რომ სოფელში შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაბრუნებას აპირებდა…

მოკლედ, გამომიყენა და სწავლა რომ დაასრულა, რაიონში დაბრუნდა, მალე დაქორწინდა კიდეც. ვიცი, ბევრი მეტყვის: აბა, რას მოელოდი თხუთმეტი წლით პატარა ბიჭისგანო? მაშინ სხვა ფიქრები მქონდა და ამიტომაც, მისი დასჯა გადავწყვიტე.

გავიგე, რომ მის ახალგაზრდა ცოლს პათოლოგიური ორსულობები ჰქონდა. ორჯერ დაეღუპათ ჯერ კიდევ დაუბადებული ჩვილი და მესამედ, თავის დაზღვევის მიზნით, დედაქალაქში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ, რომ როგორმე შეენარჩუნებინათ. მე არა, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობარი მუშაობდა იმ კლინიკაში, სადაც მიიყვანეს.

ვერ მითხრა უარი და ბავშვი რომ გაჩნდა, მის “მოპარვაში” დამეხმარა. მშობლები მოვატყუეთ, რომ ვერც მათი მესამე შვილის გადარჩენა მოხერხდა, რასაც ელოდნენ კიდეც. სოფელში ხელცარიელები გაბრუნდნენ, მათი ნანატრი ბავშვი კი მე ვიშვილე და გავზარდე.

თავიდან ძალიან სუსტი იყო და არც მეგონა, ფეხზე თუ დავაყენებდი, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მისგან ჩინებული ბიჭი დადგა. მამის სახელი, სანდრო დავარქვი. ახლა უკვე ცოლშვილიანია, ისიც ექიმია…

ოცდაათი წლის რომ გახდა, მაშინ გავუმხილე სიმართლე… მეშინოდა, არ შემიძულოს-მეთქი, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვექცეოდი საყვარელ ადამიანს და თანაც, სამოცდაათი წლის ქალს, ცოდვის აღიარების გარეშე სიკვდილის უფრო შემეშინდა.

ძალიან ეწყინა, მაგრამ როგორღაც, ჩემი გაგებაც შეძლო.

მშობლების ვინაობა რომ გაიგო, მათი ნახვა მოინდომა და დავაკვალიანე. სამწუხაროდ, აღარც დედა დახვდა ცოცხალი და აღარც მამა. ნათესავებისგან შეიტყო:

ჯერ ნინო (დედა) გარდაიცვალა, სანდროს კი ისე უყვარდა, ვერ შეძლო მის გარეშე ცხოვრება, სმა დაიწყო და ერთხელაც, მკვდარი იპოვესო. შვილები აღარ ჰყოლიათ. ეს რომ გავიგე, ორმაგად ვიდარდე ჩადენილი სისასტიკე, მაგრამ რაღა დროს?!

სანდრომ ნათესავები გაიცნო, დედ-მამის საფლავს მიხედა და აჭედილი კარიც ახსნა მამისეულ სახლს. წელს იქ გაატარა შვებულება. მეც მეპატიჟებოდა, მაგრამ სინდისმა არ მომცა ამისი უფლება…

რამდენიც უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერ გადმოვცემ, როგორ ვნანობ წარსულში დაშვებულ შეცდომას…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ინგა ჯაყელი ჟურნალი “გზა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა… ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას…“

Next Post

ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..

Next Post
ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..

ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In