• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ.. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვიქცეთ..

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ.. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვიქცეთ..
0
SHARES
5.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სახიფათო სიყვარულის ტვირთი.. იქნებ მითხრათ, ვის აქვს უფლება, სხვისი ბედი გადაწყვიტოს. ან ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს?

“ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები.  ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ მე და ჩემი პატარა, რომელიც  დიდი სიყვარულის ნაყოფია”, – ასე გამეცნო მაკა. ის ახლა შვიდი თვის  ორსულია, ცდილობს, პრობლემებს ღირსეულად გაუმკლავდეს და სათუთად ატაროს,  როგორც თვითონ უწოდებს “სახიფათო სიყვარულის ტვირთი”.

მაკა თვითონ გიამბობთ აკრძალული სიყვარულის ამბავს, რომელიც ორიოდე წლის წინ დაწყებულა.

– ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც გასული საუკუნის ბოლოს, ისე როგორც მთელ  საქართველოში, მოდური იყო მოტაცებით ცოლის შერთვა. სკოლა ახალი  დამთავრებული მქონდა, რომ კლასელმა რამდენიმე მეგობრის დახმარებით  მომიტაცა. არ მიყვარდა ის ბიჭი და თავის დაღწევა ვცადე – გავიქეცი და  ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში შევვარდი.

დაბნეულს რა მექნა, არ ვიცოდი, ბოლო  სართულის ღილაკს თითი დავაჭირე და გავიფიქრე, სახურავზე ავასწრებ და კარს  ჩავკეტავ-მეთქი… ოთხნი იყვნენ, არაფერი გამომივიდა. დასაკლავი  პირუტყვივით მომექცნენ, ხელებსა და ფეხებში ჩამავლეს და ისე ჩამათრიეს  კიბეზე. არავინ მომშველებია, ქალები მხოლოდ შორიდან კიოდნენ, ხელი გაუშვით, გოგოს როგორ ექცევითო. ძალადობა ამით არ დამთავრებულა – პირველი  სქესობრივი კავშირიც ძალით დაამყარა.

იმ დროს “წესი იყო”, თუ ქალწულობის  დაკარგვამდე ვერ მოგისწრებდნენ მშობლები, სხვა გზა არ გქონდა, უნდა  დარჩენილიყავი, რადგან შერცხვენილის სახელით უნდა გეცხოვრა. ორსაათიანი  ომის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა, ჩემმა  მოძალადე საქმრომ საწადელს მიაღწია. შემდეგ ძმაკაცებს ახარა, საქმე  გაკეთებულია, გადავრჩითო. გარანტია მიიღეს, რომ ცოლობას დავთანხმდებოდი,  მათ კი გატაცების ბრალდებით არ დაიჭერდნენ.

მეზიზღებოდა ჩემი ქმარი, მის შეხებაზეც კი ისტერიკაში ვვარდებოდი. დიდხანს ვერ  ვივიწყებდი მის სიტყვებს, ძმაკაცებს რომ ახარა, გადავრჩით, გავინაღდეო…  მერე, როგორც იქნა, შევეგუე ბედს. გადავწყვიტე, უმაღლესში ჩამებარებინა.  წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გავიტანე და უცხო ენების ინსტიტუტი  დავამთავრე.

გავაჩინე ორი შვილი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ბაღში  მივიყვანე, უკვე მუშაობის დაწყებაც შემეძლო, მაგრამ არ მომცა უფლება  ქმარმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ქალის საქმე მხოლოდ “სამზარეულო” და  “საძინებელი” იყო. ვერაფერს გავხდი, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ბავშვებს  შინ, კერძოდ ვასწავლიდი ინგლისურს.

დრო გადიოდა და ჩემი ქმარი უფრო და უფრო საშინელი ხდებოდა. გრძნობდა, რომ არ მიყვარდა, მხოლოდ შვილები  მაკავშირებდა მასთან და სასმელს მიეძალა. გალეშილი ფერებას რომ დამიწყებდა, გული მერეოდა… ერთ დღეს მთვრალმა ყველაფერი დალეწა და მოსწავლეები  სახლიდან გამიყარა. ამის ატანა აღარ შემეძლო, დავავლე ბავშვებს ხელი და  თბილისში გადმოვბარგდი. აქაც მომძებნა… როცა მიხვდა, რომ მასთან  დამბრუნებელი არ ვიყავი, შემეშვა. თუმცა ბავშვებს დღემდე აქეზებს,  დედათქვენს მე კი არა, თქვენც არ უყვარხართო…

მოკლედ, თბილისში კარგ სამსახურში მოვეწყვე, ერთ ორგანიზაციას ინგლისური ენის  სპეციალისტი სჭირდებოდა – თანამშრომლებისთვის ტრენინგები უნდა  ჩამეტარებინა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ერთმა ახალგაზრდა კაცმა მთხოვა, მისთვის ცალკე ჩამეტარებინა დამატებითი გაკვეთილები, ცხადია, დამატებითი  ანაზღაურებით.

გამიხარდა, ჩემს შვილებს ხომ უამრავი რამ სჭირდებოდათ…  ახალგაზრდა კაცი მონდომებული და ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა ხანში  ვიგრძენი, რომ გაკვეთილის ახსნისას არ მისმენდა, გიჟივით მომშტერებოდა და  თვალს არ მაცილებდა. ვხვდებოდი, მოსწავლე კი არა, კაცი მიყურებდა… რაღაც  დამემართა, სხვანაირი იყო ის მზერა…

ქალმა, რომელსაც სიყვარული არასოდეს გამოეცადა, პირველად ვიგრძენი ქალობა,  პირველად მომინდა სხვანაირად ჩამეხედა სარკეში… ჩვენს შორის რომანი  გაიბა, ის 15 წლით უმცროსია ჩემზე, თუმცა საოცრად გონიერი, ინტელექტუალური  და შესანიშნავი ადამიანია. ძალიან მამაკაცური, დინჯი, მშვიდი.

მოკლედ,  ყველა ღირსება აქვს, რომლითაც შეიძლება ქალი მოიხიბლოს. ერთ დღეს  მოულოდნელად გამომიცხადა, დავქორწინდეთო. ისე დავიბენი, ენას ვერ  ვატრიალებდი საპასუხოდ. წარმოვიდგინე, რა ბედნიერება იქნებოდა საყვარელი  კაცის ცოლობა… მერე, თითქოს ვიღაცამ მიწას დამანარცხაო, საშინლად  ვიგრძენი თავი, მივხვდი, რა მოჰყვებოდა ამას საზოგადოებაში, რომელსაც  მიაჩნია, რომ ჯერ მისი აზრია აზრი და მერე შენი, ან საერთოდ არ  აინტერესებს, შენ რას ფიქრობ.

ავუხსენი, რომ ეს სისულელე იქნებოდა, ჩვენი  ლამაზი სიყვარული დაგვენგრეოდა და დასამარდებოდა. გაგიჟდა, ყვიროდა, მე  მინდა ბედნიერი ვიყო, არ ვმალავდე, რომ მიყვარხარ, შენ ხარ ყველაზე  ძვირფასი ქალი ჩემს ცხოვრებაშიო. გამებუტა… ძალიან გაგვიჭირდა  უერთმანეთოდ და მალე შევრიგდით. იმ ღამეს ისეთი ბედნიერები ვიყავით…

საბედისწერო აღმოჩნდა ის ღამე – დავფეხმძიმდი. როცა გიორგიმ გაიგო, ბავშვს ველოდებოდი, სიხარულისგან გაგიჟდა. მეფერებოდა, ბავშვივით ხტოდა, ყვიროდა, გულზე  ხელებს იბაგუნებდა, მამა გავხდები და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხომ  დარწმუნდი, რომ მუდმივად ერთად უნდა ვიყოთო. ისევ ავაგდე ქვა და შევუშვირე  თავი. ის კი არა, იმ აზრმაც გამიელვა, აბორტი გამეკეთებინა. მაგრამ როცა  ექოსკოპიაზე ექიმმა ნაყოფის გულისცემა მომასმენინა, გადავიფიქრე ბოროტების  ჩადენა.

გიორგიმ პირველად თავის დას ახარა, ეგონა და, რომელსაც ძალიან უყვარდა, გაუგებდა.  ისტერიკა დამართნია, 15 წლით უფროსთან საქმე როგორ დაიჭირე, ვინ არის ეგ  ბოზი, რით მოგაჯადოვა ასეო… გაგიჟებულა გიორგი, ანერვიულებულს დისთვის  ხელიც გაურტყამს. ამას უარესი ისტერიკა მოჰყოლია მშობლების მხრიდან.

გიორგი სახლიდან წამოვიდა… მეც იძულებული გავხდი, ჩემებისთვის ყველაფერი  მეამბნა. ყველამ გამლანძღა, ზურგი მაქციეს, – უტვინო ქალო, შენ რა გასაჩენი იყავი, – მომაძახა დედაჩემმა. დებმა, – შენი ცხოვრება აიწეწე და ახლოს ნუ  გაგვეკარები, შენი რეპუტაციით ჩვენი ქმრები წუხდებიან, ჩვენც ნუ დაგვინგრევ ოჯახებსო.

მოკლედ, ყველამ ხელი მკრა. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არც მე  მჭირდება არავინ, რადგან საკუთარი ბედნიერების მჭედელი თვითონ არის  ადამიანი. შვილებმაც ზურგი მაქციეს, მამასთან გაიქცნენ. იმასაც მეტი რა  უნდოდა, ნიშნის მოგებით განაცხადა, ხომ ვამბობდი, ბოზი იყო, საერთოდაც  ძალით შემომეტენაო…

გიორგი სახლიდან წამოვიდა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვატყობ, უჭირს ოჯახის  წევრებისგან ღალატის გადატანა. დედა უზომოდ უყვარს, დაც და განიცდის, რომ  მათთან ურთიერთობა აღარ აქვს. ღამით ვერ იძინებს, წამოჯდება ხოლმე საწოლში, მუცელზე მეფერება, მერე თავს დაადებს და როდის როდის ჩათვლემს…

თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ იქნებ მითხრას ხალხმა, ვის აქვს უფლება, ადამიანების  ბედი გადაწყვიტოს, სხვისი ცხოვრება განაგოს და უთხრას, ეს უნდა  შეგიყვარდეს, ეს – არაო. ან რატომ არის დანაშაული 15 წლით უმცროსი ბიჭის  შეყვარება მაშინ, როცა 15 წლით უფროს კაცთან პატარა გოგოს რომანი  ჩვეულებრივი ამბავია?! ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს? ყველა თავისი  ცხოვრებით რატომ არ ცხოვრობს?”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ძალიან მძიმე ტრაგედია, ნადირობა მასზე, ლეიკემიის დიაგნოზი და..” – ნახეთ ჰანდე ერჩელის ყველასთვის უცნობი, ტრაგიკული ცხოვრების წარმოუდგენელი დეტალები…

Next Post

რა მიზეზით გაჰყვა ცოლად 24 წლის გოგონა 85 წლის მოხუცს და როგორ გაგრძელდა ეს ისტორია.. – წარმოუდგენელი ამბავი

Next Post
რა მიზეზით გაჰყვა ცოლად 24 წლის გოგონა 85 წლის მოხუცს და როგორ გაგრძელდა ეს ისტორია.. – წარმოუდგენელი ამბავი

რა მიზეზით გაჰყვა ცოლად 24 წლის გოგონა 85 წლის მოხუცს და როგორ გაგრძელდა ეს ისტორია.. - წარმოუდგენელი ამბავი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In