• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, June 29, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი და მისი ოჯახის დანგრევაში მე მადანაშაულებს.. მე კი დღემდე არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა..“

by inew
27 December 2022
in საზოგადოება
0
„ჩემი და მისი ოჯახის დანგრევაში მე მადანაშაულებს.. მე კი დღემდე არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა..“
0
SHARES
662
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

მყავს ხუთი წლით უფროსი და, რომელიც საკმაოდ გვიან გათხოვდა – 38 წლის ხდებოდა, მეზობელმა თავისი ნათესავი რომ გაურიგა.

იმ კაცსაც უკვე სოლიდური ასაკი ჰქონდა (46 წლის იყო) და მის მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ შვილის დაოჯახება. ნელიკოს და ზურას მოეწონათ ერთმანეთი, ოჯახებიც თანახმა იყვნენ და, ამიტომ, დიდხანს აღარც გაუგრძელებიათ პაემნები – ერთ თვეში დაქორწინდნენ.

თავიდან ჩემი და ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ, ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ ნელიკომ საიდუმლოდ გამიმხილა, რომ ზურა იშვიათად ათევდა ღამეს სახლში და ვიღაც ქალთან დადიოდა.

მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა, ამიტომ, ფარული გამოძიება ჩავატარე (ხომ იცით, თბილისში ყველა ყველას იცნობს და, თუ ვინმეზე რამის გაგება გინდა, ბევრი წვალებაც არ დაგჭირდება) და გავარკვიე, რომ, თურმე, ამ ჩვენს სიძეს უკვე ოცი წელია, თავისზე რვა წლით უფროსი საყვარელი ჰყავს, რომელსაც ოჯახმა ვერა და ვერ დააშორა

ამიტომაც გადაწყვიტეს მისი „ჩქაროსნული წესით” დაქორწინება ჩემს დაზე, იმ იმედით, ცოლ-შვილს რომ მოეკიდება, იქნებ, იმ ქუჩის ქალს თავი დაანებოსო, მაგრამ, ასე არ მოხდა.

ზურა მაინც იმ ძუკნასთან დარბოდა ყოველდღე, ღამითაც მასთან რჩებოდა, მის შვილებსა და შვილიშვილებს (იმ ქალს სამი შვილი ჰყავს და სამივე სხვადასხვა საყვარლისგან) თან ჰყვებოდა, მთელ ფულს იმათ ახარჯავდა, ახალშერთული ცოლი კი ყველანაირად უყურადღებოდ ჰყავდა მიგდებული. მართალია, არ ერჩოდა, არ ლანძღავდა და აგინებდა, არ სცემდა, მაგრამ, ნელიკო მისთვის არ არსებობდა.

ისე გამოვიდა, რომ ცოლი მშობლებს მიუყვანა, რომ გაჩუმებულიყვნენ და მისთვის თავი დაენებებინათ, თვითონ კი თითქმის მთლიანად იმ ქალთან გადაბარგდა. საწყალი ჩემი და თვიდან თვემდე მარტო იყო სახლში და ტირილში ათენებდა ღამეებს.

დედამთილი თავიდან ამხნევებდა, ეუბნებოდა, რომ მალე მოეგება გონს და შენთან დაბრუნდებაო, მაგრამ ზურა თვეში ორ-სამჯერ თუ შეივლიდა სახლში, ცოლს დაელაპარაკებოდა, ფარისევლურად მოეფერებოდა და ისევ გარბოდა. მოკლედ, ისე ჩანდა, რომ არც არასდროს აპირებდა იმ ქალის მიტოვებას.

ყველაზე საშინელი კი ის იყო მთელ ამ ისტორიაში, რომ ჩვენი კარის მეზობელმაც და, რა თქმა უნდა, ზურას მშობლებმაც, ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ იყო ზურა იმ ქალზე შეყვარებული და არავინ არაფერი თქვა, ჩემი და მსხვერპლად გამოიყენეს. ვერ გავიგე, რას ერჩოდნენ, ვის რა დაუშავა?

ერთხელ, როცა ზურა რამდენიმე დღე ისევ აღარ გამოჩნდა, ნელიკომ დედამთილს უთხრა, ალბათ, ჯობია, გავეყაროთ, რადგან, პრაქტიკულად, მაინც არ მყავს ქმარი და თქვენთან რატომ უნდა ვცხოვრობდეო.

იმის ნაცვლად, რომ თავისი შვილისა და საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მაინც მოეხადა, ნელიკოს უთხრა, შენ რომ კარგი ცოლი ყოფილიყავი, იმ ქალისკენ აღარც გაიხედავდა. მაგარი ქალები ორ და სამ შვილს ატოვებინებენ კაცებს, შენ კი ვიღაც ბებერი და ბოზი საყვარელიც კი ვერ მიატოვებინეო.

ეს ამბავი რომ გავიგე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ნელიკო ძალიან წყნარი, მშვიდი და დამთმობია, მე კი გურულ-მეგრული სისხლი მიჩქეფს ძარღვებში და ვეღარ მოვითმინე ჩემი დის ასე აბუჩად აგდება და დაჩაგვრა, მით უფრო, რომ ორი თვის ფეხმძიმე იყო და, მეშინოდა, ნერვიულობისგან ნანატრი შვილი არ დაეკარგა.

ზურამ, ცხადია, იცოდა ნელიკოს ორსულობის ამბავი, მაგრამ, არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჯობდა ნელიკოს ერთხელ აშლოდა ნერვები და ყველაფერს წერტილი დასმოდა, ვიდრე მთელი ორსულობა და მთელი ცხოვრება ტირილსა და დარდში გაეტარებინა.

ამიტომ, ჯერ ზურას მშობლებთან მივედი (ნელიკო რომ სამსახურში იყო, მაშინ) და, რასაც ვფიქრობდი მათზე, ყველაფერი ვუთხარი; შემდეგ იმ ქალის მისამართი გავიგე, ერთ ჩემს „ბანდიტკა” დაქალთან ერთად „ვესტუმრე” და მის დებილ ვაჟიშვილს, რომელიც დედის საყვარლების ხარჯზე ცხოვრობდა ტკბილად და თბილად, ვუთხარი, რაც საჭირო იყო;

ბოლოს კი ზურას მივადექი სამსახურში და მთელ კოლექტივთან „გავუბაზრე,” როგორც იქცეოდა და, თან, რაღაცეებით დავემუქრე. ერთი სიტყვით, შედეგად ის მივიღე, რომ ზურა მხოლოდ სამსახურიდან გამოუშვეს (ეტყობა, მის უფროსს შეეშინდა, ჩემი მუქარების „არეალში” მისი საქმიანობაც არ მოყოლილიყო),

უმუშევარი და უფულო ზურა კი იმ ქალმა აღარ მიიღო და ვაჟბატონი იძულებული გახდა „მშობლიურ კერას” დაბრუნებოდა, მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი ჩემი მიზეზით მოხდა, ნელიკოს ქმართან დარჩენის შერცხვა, აიკრა გუდა-ნაბადი და სახლში დაბრუნდა.

სიმართლე გითხრათ, არც არავინ გამოჰკიდებია, მაგრამ, ნელიკო დღემდე მემდურის, ოჯახი რომ დავუნგრიე – ავი იყო თუ კარგი იყო, მაინც ქმარი ერქვა და ოჯახი მქონდა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, შენი წყალობით კი მარტომ უნდა გავზარდო შვილიო.

აბა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ სულელ ქალს! მალე ორმოცის ხდება და ათი წლის ასაკშია ჩარჩენილი. სად ჰყავდა ან ქმარი, ან ოჯახი, სულ მარტო იყო მიგდებული და საკუთარ გულს ასკდებოდა. ასეთი ოჯახის ქონას, სულ რომ არ გქონდეს, ის ჯობია. ბავშვის გაზრდაში კი ჩვენ მივეხმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამტყუნებს, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი და სულაც არ ვნანობ ჩემს საქციელს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ნუნუკა, 35 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მხოლოდ რამდენიმე ცოლთან და საყვარელთან დაშორების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ტატა სულაც არ იყო ურიგო გოგო, მაგრამ..“

Next Post

მიუხედავად იმისა, რომ წლები ერთად ვიყავით ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა, რადგან…

Next Post
მიუხედავად იმისა, რომ წლები ერთად ვიყავით ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა, რადგან…

მიუხედავად იმისა, რომ წლები ერთად ვიყავით ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა, რადგან…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In