• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 17, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“წერილის მოწერა ბოლო დროს გახმაურებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა. საზოგადოების ნაწილი მოძალადე ქმრების დასჯას ითხოვს, ნაწილი კი ამართლებს – არავინ იცის, ოჯახში რა ხდება, რა უფლება გვაქვს, მათ საქმეში ჩავერიოთო.

“ქმარმა ღალატი მაპატია, შეძლო, ეს დამცირება აეტანა და ახლა იდეალური ოჯახი გვაქვს”, – გვწერს ქალბატონი, რომელსაც წერილის წაკითხვის შემდეგ ტელეფონით ვესაუბრეთ. მან ბოდიში მოიხადა კონფიდენციალობის გამო, – არ მინდა, ქმარს ძველი იარა გავუხსნაო..

თინა გ.: – მე და ნიკას ერთმანეთი სკოლის მერხიდან გვიყვარდა. თუმცა, სკოლის ბანკეტის შემდეგ ერთმა თავზე ხელაღებულმა მომიტაცა. ლექსო ტიპური მოძალადე იყო, მიაჩნდა, რომ შეეძლო ყველაფერი, მათ შორის სიყვარულიც, ძალით მოეპოვებინა.

ერთი კვირის ძებნის შემდეგ მოგვაგნეს მშობლებმა, მაგ რამ როცა გაიგეს, ქალწული არ ვიყავი, ხელი ჩაიქნიეს – რა აზრი აქვს შენს წამოსვლას, სახელი გაგიტყდებაო. ვერ ვკიცხავ მშობლებს, მაშინ ასე აზროვნებდნენ ადამიანები…

ვცადე, ბედს შევრიგებოდი. არაფერი გამომივიდა. ლექსოს შეხებაც კი მზარავდა. ნიკამ კი შემომითვალა, – ქუჩაში თუ შემხვდები, სხვა მხარეს გადადიო.

ერთ დღეს ლექსო დაიჭირეს. ყაჩაღობის გამო გაასამართლეს და კარგა ხნით მიუსაჯეს პატიმრობა. ჩვენ ხელი არ გვქონდა მოწერილი, ამიტომ შევუთვალე, – შენი ცოლი აღარ ვარ, მივდივარ-მეთქი. ამას დიდი ამბავი მოჰყვა. საქმეში მთელი მისი საძმაკაცო ჩაერთო, – არ გაპატიებთ, თუ ლექსოს უღალატეო.

მამაჩემი დამიდგა გვერდით და სამუდამოდ გამოვექეცი მოძალადეებს. ამაოდ ვცდილობდი ნიკასთან დაკავშირებას. ყველა გზა ჩამიკეტა. მერე ცოლი შეირთო და დეპრესიის საშინელი შემოტევა დამეწყო. თავის მოკვლაც ვცადე. საავადმყოფოში მოვხვდი.

გადამარჩინა კაცმა, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი, ჩემი ქმარია. ის იმდენად დიდსულოვანი ადამიანია, მის ამაგს ვერასდროს გადავიხდი. სიკვდილს რომ გამომგლიჯა ხელიდან, შინ დაბრუნებამდე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მიტარებდა.

არადა, არ იყო ეს მისი საქმე. მალე გამომიტყდა, რომ ვუყვარდი და ცოლობა მთხოვა. მე კი ისევ ბავშვობის სიყვარულზე ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ გამოსავალი უნდა მომეძებნა იმ ბიჭის დასავიწყებლად. გავყევი ლევანს.

ბედნიერად ვცხოვრობდით სამი წელი, მაგრამ არ ვორსულდებოდი. ჩავიტარეთ გამოკვლევა. ლევანს უთხრეს, რომ მცირე შანსი იყო, შვილი ჰყოლოდა. გავამხნევე, – აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.

ერთ დღეს ქუჩაში ნიკას შევხვდი. ისევ შენ მიყვარხარო, მითხრა. მოგვიანებით გავიგე, ცოლთან არეოდა ურთიერთობა. ვერ ვძლიე თავს, ვხვდებოდი იმ იმედით, რომ ცოლს გასცილდებოდა და ბოლოს და ბოლოს, ერთად ვიქნებოდით. ამაოდ. როცა გაიგო, მისგან დავფეხმძიმდი, საერთოდ გადაიკარგა.

არ ვიცოდი, რა მექნა, ორსულობას ვერ დავმალავდი, აბორტსაც არ გავიკეთებდი. სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. ლევანს წერილი დავუტოვე, – მივდივარ, არ მეძებო-მეთქი და ერთ-ერთ მონასტერს მივადექი. იღუმენიას შევევედრე, – შემიფარეთ-მეთქი.

მან ჩამიხუტა და დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო და მწირველ მღვდელს ჩააბარა ჩემი თავი. მამა იოანემ შინ წამიყვანა, ცოლს სთხოვა, სანამ პრობლემებს მოვუგვარებ, ჩვენი შვილებივით უპატრონეო.

თვენახევარი ვცხოვრობდი მათთან. თავი მძულდა, რომ უკეთილშობილეს ადამიანს, ჩემს ქმარს, ამხელა ტკივილი მივაყენე.

– შეგირიგდათ?

– გამიჩნდა შვილი, რომელსაც დღემდე საოცარ მამობას უწევს, თუმცა, ერთ დღეს თვითონ უთხრა, შენი ღვიძლი მამა არ ვარ და ამას იმიტომ გეუბნები, რომ შენი ნამდვილი გვარი იცოდეო.

ამის შემდეგ ორი შვილი შეგვეძინა. ლევანი დედოფალივით მაცხოვრებს, არაფერს მაკლებს, მხოლოდ ერთი საქმე მაკისრია, შვილების მოვლა-პატრონობა, მათ განათლებაზე ზრუნვა. ლევანმა ადამიანი გადაარჩინა ჩემში, თორემ ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი: კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“

Next Post

„თავს ისეთი რამ გადამხდა, არ ვიცი ასე მოტყუებულსა და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფა..“

Next Post
„თავს ისეთი რამ გადამხდა, არ ვიცი ასე მოტყუებულსა და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფა..“

„თავს ისეთი რამ გადამხდა, არ ვიცი ასე მოტყუებულსა და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.