ძალადობის ბევრ მსხვერპლს ურჩევნია არ ილაპარაკოს მომხდარის შესახებ. განსაკუთრებით, როცა საქმეში ჩარეულია ნაცნობი ადამიანი.
თუმცა დიდი ბრიტანეთის მცხოვრები, რომლის სახელიც კონფიდენციალობიდან გამომდინარე არ გახმაურებულა, არ გაჩუმდა და ყველაფერი უამბო პოლიციას, ნათესაობას და მეგობარსაც, რომელიც მოძალადემ შეირთო ცოლად.
გოგონა სწორედ ახლო მეგობრის საქმრომ გააუპატიურა. ქალები ან გოგონები, რომელთა ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი ტრაგედია, საბოლოოდ თავს იდანაშაულებდნენ, რომ შესაძლოა თვითონ მოეხდინათ პროვოცირება – სხვანაირად ხომ არ შეხედა, გაუღიმა ან ჩაიცვა გამომწვევი სამოსი და ა.შ. რაღაცა პერიოდი ჩვენი სტატიის გმირიც ასე ფიქრობდა.
ერთხელ ბრიტანელმა თავის მეგობართან და მეგობრის შეყვარებულთან დენიელ ჰოვარდთან ერთად გადაწყვიტეს დარლიგტონში დარემის საგრაფოში გაეტარებინათ დასვენების დღეები.
გვიანობამდე ისხდნენ, ამიტომ მომავალი მისტერ და მისის ჰოვარდებმა გოგონას მათთან დარჩენა სთხოვეს.
გოგონა დათანხმდა და წავიდა დასაძინებლად სასტუმრო ოთახში. იმ საბედისწერო ღამეს გოგონას არ დაეძინა. დენიელი დაელოდა მომენტს, როდესაც მომავალი საცოლე ღრმად ჩაიძინებდა და ფეხაკრეფით გაემართა საცოლის მეგობრის საწოლისკენ.
გოგონა მაშინვე ვერ მიხვდა, თუ რატომ მივიდა მეგობრის საქმრო მის საწოლთან. თუმცა, რამდენიმე წუთში ოფიცერმა თავისი ზრახვების შესახებ გაუმხილა. სუსტი გოგონა ვერ დაუსხლტა ხელიდან, დაიბნა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
როდესაც მოძალადე საცოლის საძინებელში დაბრუნდა, მსხვერპლმა გადაწყვიტა თავის შეყვარებულთან დარეკვა. მაგრამ მისი მობილური გამორთული აღმოჩნდა. ამიტომ მომხდარის შესახებ ბიჭმა ყველაზე გვიან გაიგო.
გოგონა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ვერ მოახერხა მოძალადის მკლავებიდან თავის დაღწევა. დილით ჰოვარდს ეყო თავხედობა გოგონასთვის ეკითხა, მოეწონა თუ არა გასული ღამე.
გოგონა გამწარდა, მაგრამ არ შევიდა კონფლიქტურ სიტუაციაში, გამოიძახა ტაქსი და წავიდა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. საავადმყოფოში დააფიქსირეს გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მედდებმა გამოიძახეს პოლიცია.
“დიდი ხნის განმავლობაში ვადანაშაულებდი ჩემს თავს. ვფიქრობდი, რომ კომბინიზონი, რომელიც იმ საღამოს მეცვა, ძალიან გამომწვევი იყო. ასეთი სამოსი ხომ ყველა 20 წლის გოგონას აცვია და არავინ არ თვლის, რომ ის პროვოკაციულია”.
ინციდენტიდან რამდენიმე თვეში გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა. აღმოჩნდა, რომ მას მანამდეც ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ ეს შემთხვევა იყო ბოლო წვეთი. მის სიკვდილში ნაწილობრივ თავის თავს ადანაშაულებს.
საქმის აღძვრის შემდეგ დენიელ ჰოვარდი მალევე დააპატიმრეს. მან სასამართლოზე უარყო ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ გოგონას მდიდარი ფანტაზია აქვს და რომ მას დაესიზმრა მომხდარი. “ის ძალიან შურიანია და ამიტომ მოიგონა ეს ყველაფერი.
არ სურს ჩვენი ბედნიერება”, – აცხადებდა დანიელი. განაჩენის გამოტანამდე წყვილმა მაინც იქორწინა. ეიპრილმა საქმროს მხარი დაუჭირა და არ დაიჯერა მომხდარი ფაქტი, მეგობარსაც არ დაუჯერა.
სასამართლომ მოძალადეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ ამბის შემდეგ გოგონას დაუდგინდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მან მიატოვა სამსახური და მშობლებთან დასახლდა. თუ ადრე მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში, ახლა სახლში მარტო დარჩენისაც ეშინია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: მშობლები.გე