• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“
0
SHARES
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“ჩემს ქალიშვილს ეგონა, რომ მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. არავინ ელოდა საქმის ასეთ შეტრიალებას. თეას ძალიან უყვარდა თავისი საქმრო, თემოსაც პირზე მისი სახელი ეკერა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა”, – მიამბობს დარდით გულმოკლული დედა თავისი 22 წლის გოგონას ამბავს.

თეას და თემოს  15 წლიდან უყვარდათ ერთმანეთი და ამ სიყვარულს ძალიან უფრთხილდებოდნენ. დაქორწინება სკოლის დამთავრებისთანავე გადაწყვიტეს.

გოგონას დედამ ახალგაზრდებს ურჩია, – ჯერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარეთ, სტუდენტობა ლაღად გაატარეთ, დაქორწინებას ყოველთვის მოასწრებთო, მაგრამ შეყვარებულებმა თხოვნა ცალ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს – ლაღი სტუდენტობა ერთად უფრო ლაღი და ბედნიერი იქნებაო. რაღას იზამდნენ მშობლები…

ჯვრისწერისა და ქორწილის შემდეგ ყველას გასაკვირად წიგნებს ჩაუსხდნენ. უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.

ერთხელაც გადაწყვიტეს სწავლის დაწყებამდე სადმე წავალთ და დავისვენებთო  და მშობლებმაც ჯიბეზე გაიკრეს ხელი…

ვინ იცის, თბილისში რომ დარჩენილიყვნენ, იქნებ არც მომხდარიყო ის უბედურება…

გონიოს გზაზე მათ მიკროავტობუსს  სატვირთო მანქანა დაეჯახა… სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ ახალდაქოწინებულნი, მაგრამ თეა წელს ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობდა, თემოს კი ხელი ჰქონდა მოტეხილი…

თემო მალე მომჯობინდა, თეას მდგომარეობა კი თანდათან დამძიმდა. ექიმებმა – ხერხემალი აქვს დაზიანებული, ხანგრძლივი მკურნალობით კიდურების მგრძნობელობა შეიძლება აღდგეს, მაგრამ მარჯვენა ფეხის მოკვეთა უთუოდ დასჭირდებაო. თეასთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო, – მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ცალფეხა დავრჩეო. მაგრამ სიკვდილს ფეხის მოკვეთა სჯობდა…

ოპერაციის შემდეგ თეა საშინელ დღეში ჩავარდა, ტიროდა, თავბედს იწყევლიდა…

ორი კვირის შემდეგ გულდამძიმებული თეა შინ წაიყვანეს. ვერავინ იტყვის, რომ თემო არ განიცდიდა ცოლის მდგომარეობას, საავადმყოფოში გვერდიდან არ შორდებოდა, წამლებზეც დარბოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეას ფეხი მოჰკვეთეს, – გაქრა.

თეა გამუდმებით ფიქრობდა მომავალზე, როგორ უნდა ეცხოვრათ ერთად, შეძლებდა შვილის გაჩენას ან მოუნდებოდა კი თემოს მასთან ყოფნა? ბოლოს  გადაწყვიტა, თემოსთვის ეთქვა, რომ დაშორება სჯობდა. როცა ქმარი მოიკითხა, უთხრეს, – მონასტერში წავიდაო…

ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა თემო და თეა მოინახულა. კარგა ხანს მდუმარედ, ნაღვლიანად შესცქეროდა. თეამ ძალა მოიკრიბა და უთხრა:

– ბევრი ვიფიქრე… და სჯობს ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. არ მინდა ვინმემ დაგცინოს, ცალფეხა ცოლი ჰყავსო. მე ხომ გავუბედურდი და არ მინდა მთელი ცხოვრება ტვირთად დაგაწვე, ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემთან ვერ იქნები ბედნიერიო…

მერე ხმა ჩაუწყდა. თემო წამოდგა, აკოცა, მიეფერა, ბალიშის ქვეშ რაღაც შეუცურა და ოთახიდან მდუმარედ გავიდა.

თეა კარგა ხანს ტიროდა, მერე საწოლთან ჩამომჯდარი მწუხარე დედა შეეცოდა და დამშვიდება სცადა. უცებ გაახსენდა, რომ თემომ რაღაც დაუტოვა ბალიშის ქვეშ. კონვერტი აღმოჩნდა, კონვერტში კი, წერილი იდო…

თეას გაახსენდა, გაკვეთილებზე თემო სულ რომ ცმუკავდა,  ხან წერილს მისწერდა, ხან რაღაც სასაცილოს დაუხატავდა და გოგოსკენ გააჩოჩებდა. მერე, როცა მისი ცოლი გახდა, თემოს წერილები და ნახატები ერთად აკინძა და რელიკვიასავით შეინახა.

ახლა ეს წერილიც, ვინ იცის, მერამდენე, ხელში ეჭირა, ოღონდ ვერ ხსნიდა, გუმანით გრძნობდა, რომ ის ბოლო იყო, იმ წინა წერილებიდან სრულიად განსხვავებული… როგორც იქნა, გახსნა…

“თეა, ხომ იცი, რომ უსაშველოდ მიყვარხარ და სწორედ ამიტომაც შენთან ვერ დავრჩები. იმედია, გამიგებ… არ შემიძლია ასეთს გიყურო.  მე შენ სულ  მეყვარები და შენს თავს არავინ და არაფერი არ დამავიწყებს. ახლა კი, გამიშვი, უნდა წავიდე”.

თეას ცხოვრება იმ წუთიდან თითქოს გაიყინა, ვეღარაფერს გრძნობდა, ყვირილი უნდოდა და ხმა არ ამოსდიოდა, ტირილი უნდოდა და თითქოს ცრემლი გაუშრა, ბოლოს არაადამიანური ხმით დაიხავლა – გიშვებ, ბედნიერი იყავიო და პირქვე დამხობილი კარგა ხანს უმოძრაოდ იწვა.

როდის, როდის მოეგო გონს, მაგრამ არავის დანახვა არ უნდოდა, დედასაც სთხოვა ჩემთან აღარავინ მოუშვაო.

ხუთი წელი გავიდა ავტოავარიიდან. თემო ბარსელონაში დასახლდა. ცოლი არ შეურთავს, მაგრამ თეაც აღარ მოუკითხავს. გოგონას კი მშობლებმა შინ გაუხსნეს სახელოსნო – თეამ ტიხრული მინანქარი შეისწავლა.

მისი ნამუშევარი ყველას მოსწონს და  გოგოც თითქოს ამ ქვეყანას მოუტრიალდა, მაგრამ ეს სხვების თვალის ასახვევად. მხოლოდ სიზმრებშია ბედნიერი, რადგან იქ ისევ ძველებურად ბედნიერია და თემოსთან ერთად არის.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია..

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“

Next Post

„საბოლოოდ ჩემმა დამ ღია ცის ქვეშ დამტოვა..“

Next Post
„საბოლოოდ ჩემმა დამ ღია ცის ქვეშ დამტოვა..“

„საბოლოოდ ჩემმა დამ ღია ცის ქვეშ დამტოვა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In