• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 10, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი ქმარი აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა.. ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის და ყველა ქალბატონს ვთხოვ, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან..

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
ჩემი ქმარი აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა.. ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის და ყველა ქალბატონს ვთხოვ, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან..
0
SHARES
1.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვწერ ამ წერილს და გულით მინდა გთხოვოთ, რომ გამომიქვეყნოთ… მეც  მომინდა მოწერა. მინდა, ყველა ქალბატონს ვთხოვო, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან.დავიწყებ იმით, რომ ძალიან პატარა, 17 წლის გავთხოვდი.

არ მესმოდა, რას ნიშნავდა ოჯახის შექმნა. ბუნებით ძალიან ბავშვური და მეოცნებე ვიყავი, რაც დღემდე მომყვება. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით.

2 შვილი ზედიზედ გავაჩინე, რომ ჯარში არ წაეყვანათ. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე 2 წელი ერთმანეთის გარეშე გავძლებდით.ჩემმა მშობლება ორივეს უმაღლესი განათლება მოგვცეს.

ჩემს მეუღლეს ძალიან უყურადღებო ნათესავები ჰყავდა, არავინ გვკითხულობდა, ჩვენი ამბით არავინ ინტერესდებოდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი.

სიმართლე გითხრათ, ბრმასავით მიყვარდა, რადგან მისი მხრიდან არასოდეს მიგრძნია არც სიყვარული და არც პატივისცემა. სხვები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი, ლამაზი თვალები მქონდა…

მეუღლისგან კი მსგავსი სიტყვების მოსმენა მენატრებოდა. მისგან თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ბიძაჩემმა სამსახური უშოვა და ის გახდა მისი ცხოვრება. ბოლოს, სახლში ღამის გასათევადღა თუ მოდიოდა. ვნატრობდი, რომ თუნდაც 1 საათი გაეტარებინა ჩემთან და ბავშვებთან.

19 წელი იმ ილუზიებით ვიცხოვრე, როგორიც მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი ყოფილიყო. წარმოვიდგინე, რომ ძალიან კარგი ოჯახი მქონდა და დავიჯერე.

გარკვეული პერიოდის მერე ჩემი ქმარი უკვე აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა, ყველგან მასთან ერთად დადიოდა. მაშინ მივხვდი, რომ ფუჭი იყო ჩემი ილუზიები.

ამის გამო ერთმანეთს დავცილდით.ჩემთვის ოჯახის დანგრევა დიდი საშინელება იყო მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მაინც მარტო ვიყავი და ქმრის მხარდაჭერა და სიყვარული არასოდეს მქონია.

შვილებსაც მარტო ვზრდიდი, მას არასოდეს უკითხავს, უჭირდათ თუ არა რამე, ან რით იყვნენ დაკავებულები. ისეთები გავზარდე, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ – უმაღლესი განათლებაც მივეცი, ორივე დავაოჯახე და 2-2 შვილიც ჰყავთ.

ჩემი შვილები ყოველთვის მთხოვდნენ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე და პირად ბედნიერებაზე მეზრუნა, რადგან მიაჩნდათ, რომ ბედნიერებას მეც ვიმსახურებდი. ძალიან განიცდიდნენ ჩემს ყველანაირ გასაჭირს და განიცდიან, რომ მარტო ვარ.

მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი შვილები არიან, მაგრამ 50 წელს ვუახლოვდები უკვე და ვხვდები, როგორი საშინელებაა მარტოობა. არ მასვენებს ფიქრი – სად დავუშვი შეცდომა? დიდ სიყვარულში? დიდ ერთგულებაში? ზრუნვაში? დათმობაში? პატიებში? ბუნებით ძალიან თბილი და მოსიყვარულე ვარ.

ღვთის მადლით, ჩემს შვილებს თავიანთი სახლები აქვთ, მე – ჩემი და გულის ტკივილით ვფიქრობ – რომ დავბრუნდები ჩემს სახლში, რამე რომ გამიჭირდეს, ვერავის შევაწუხებ. მარტოობის მართლა ძალიან მეშინია.

ყველა ქალმა გაითვალისწინეთ, რომ მართალია, შვილები ჩვენი სიცოცხლეები არიან, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაზეც უნდა იფიქროთ.

წლები ელვის სისწრაფით გარბიან, მარტოობა კი საშინელებაა. რატომ არიან მამაკაცები ასეთი დაუნდობლები? ამ კითხვაზე კი პასუხს ვერ ვპოულობ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დედაჩემმა ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ძმას ჩემი ქმრის საყვარლის ცოლად მოყვანა უნდა, იმიტომ რომ ის გოგო ბავშვს ელოდება…

Next Post

მინდა ყველაფერი მივატოვო, სახლს და კერას დავუბრუნდე დავკოცნო ყოველი კუთხე.. მაგრამ ამის გაკეთება ჯერ არ შემიძლია – ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

Next Post
მინდა ყველაფერი მივატოვო, სახლს და კერას დავუბრუნდე დავკოცნო ყოველი კუთხე.. მაგრამ ამის გაკეთება ჯერ არ შემიძლია – ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

მინდა ყველაფერი მივატოვო, სახლს და კერას დავუბრუნდე დავკოცნო ყოველი კუთხე.. მაგრამ ამის გაკეთება ჯერ არ შემიძლია - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.