თავად ფსიქოლოგი ვარ და უამრავი ისტორია მაქვს მოსმენილი. ხმამაღლა არა, მაგრამ გულში სულ ვამბობდი:
ასე როგორ იქცევიან, მე მსგავსს ნამდვილად ვერ ჩავიდენ-მეთქი. თუმცა, ჩავიდინე. რომ გითხრათ, ჩემი საქციელის მრცხვენია-მეთქი, მოგატყუებთ. დანაშაული ის იქნებოდა, რომ დამემალა.
მოკლედ, წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების პარტნიორი ვეღარ ვიპოვე – ყოველი მომდევნო სასიყვარულო პრეტენდენტი, წინაზე უარესი აღმოჩნდა.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მკაფიოდ გამოხატული კრიტერიუმები მაქვს და როდესაც მამაკაცს პირველად ვხვდები, ჩემთვის ნათელი ხდება, ვინ არის და რას ფიქრობს ჩემთან ურთიერთობაზე.
ისე გავხდი 45 წლის, ისე გაფრინდა წლები, ვერც მეორე ოჯახი შევქმენი და ვერც დედობის ღირსი გავხდი.
ამიტომ, გადავწყვიტე, საყვარელი გამეჩინა და თუ მის გვერდით თავს ცუდად ვიგრძნობდი, არც ხელი მექნებოდა მოწერილი, არც ჯვარი დაწერილი და შესაბამისად, არც იმის ვალდებულება მექნებოდა, რომ ცხოვრების ბოლომდე ამეტანა.
არც ისე დიდი ხნის წინ, გავიცანი ადამიანი, რომელმაც მომხიბლა, მიმიზიდა და მასთან შეხვედრები დავიწყე. ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო, თუმცა, მასთან ინტიმურ კავშირსა და სასიყვარულო რომანზე უარი არ ვთქვი.
თავიდანვე შევთანხმდით, რომ ჩვენ შორის რაიმე ვალდებულება არ იქნებოდა, არც შვილის გამჩენი ვიყავი და უბრალოდ, ერთმანეთს ცხოვრებას გავულამაზებდით, სასტიკ ყოველდღიურობას მოვწყდებოდით და სიამოვნების გარდა ერთმანეთთან არაფერი დაგვაკავშირებდა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მითხრა: ის მაფიქრებს, დაუოჯახებელი კაცები რომ არ გამჩნევენ, ასეთი მიმზიდველი ქალი ხარ, სექსუალური, თბილი, მოსიყვარულე, უბრალოდ, არ მინდა, შენგან ღალატის მსხვერპლი გავხდე, არ გაპატიებ სხვასთან დაწოლასო.
გამეცინა და ვუპასუხე: უცოლო კაცები რომ არ მამჩნევდნენ, იმიტომაც ვარ შენ გვერდით და თუ საეჭვიანოა, მე უნდა ვიეჭვიანო შენს ცოლზე-მეთქი.
მივხვდი, ეს ნათქვამი არ ესიამოვნა და მკაცრად გამაფრთხილა, ჩემი ცოლი არასოდეს ახსენოო. დავიწყე ახსნა, რომ ცუდად არ მომიხსენიებია და სწორედ, ამის გამო მოგვივიდა პირველი კამათი.
ისიც კი წამომაძახა: ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მომთხოვდი ცოლთან გაშორებას, არადა ამაზე არ შევთანხმებულვართო.
მოკლედ, როგორც იქნა, დავამშვიდე და დავარწმუნე, რომ მის ცოლთან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრებოდა და არ ვაპირებდი მათ შორის ჩადგომას.
არავისთან გვითქვამს ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაქსიმალურად ვმალავდით, თუმცა, მისმა ცოლმა მაინც გაიგო. დამირეკა და უშვერი სიტყვებით მლანძღა, უნამუსო, გახრწნილი ქალი მეძახა.
ქმარზე კი სიტყვაც არ დაუძრავს. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ რადგან ყველაფერი გაირკვა, აღარ დავმალავდი მის ქმართან ურთიერთობას და მის მიტოვებასაც არ ვაპირებდი.
საკმაოდ მკაცრი ქმარია და ცოლზეც საკმაო გავლენა აქვს. როგორც ვიცი, ჩემი ლანძღვის გამო უსიამოვნება მოუვიდათ, იჩხუბეს და რაღაც პერიოდი დაშორდნენ კიდეც. თუმცა, მერე ისევ შერიგდნენ.
ამაზე ჩემს საყვარელთან არ მისაუბრია და არც თავად მოუყოლია. უბრალოდ, მისი საუბრიდან და განწყობიდან მივხვდი. რა ვქნა, ვიცი, რომ ცოლი ჰყავს, მაგრამ რაღაცნაირად მიყვარს და მასთან ურთიერთობა ძალიან მომწონს.
მის გვერდით, თუნდაც ის რამდენიმე საათი, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი, შეცდომას ვუშვებ, ცუდად ვიქცევი, მაგრამ მარტივი გამოსავალი მოვძებნე – ამაზე არ ვფიქრობ და მშვიდად ვარ.
ისიც ვიცი, რომ ერთ დღესაც წავა ჩემგან და სანამ ჩემთნაა, მინდა ყველა წამი შევირგო, ვიყო ლაღი და ვიცოდე, რომ ახლა ვიღაც ფიქრობს ჩემზე, ჩემთან უნდა ყოფნა და ინტიმურადაც ვიზიდავ.
ქალისთვის, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, ამაზე დიდი სტიმული არ არსებობს. ბედნიერებაა, რომ მამაკაცისთვის სასურველი ხარ. ამ ბოლო დროს, სამსახურიდან ადრე მოდის და ჩემგან მალე მიდის.
ალბათ, ცოლი დააჯერა, თითქოს თავი დამანება, რომ ისიც მშვიდად იყოს. ეს მათი პრობლემაა, მე არ მეხება. მთავარია, მისთვის ისეთივე სასურველი ქალი ვარ, როგორც გაცნობის პირველ დღეს და ჩემთვის, ესეც საკმარისია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ფიქრია, 45 წლის.