• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი ყოფილი ქმარი მაშანტაჟებს.. ყოველთვიურად ფულს მთხოვს და მემუქრება, რომ თუ არ მივცემ ჩემს ახალ საქმროს ჩემი ბნელი წარსულის შესახებ ყველაფერს მოუყვება. არვიცი როგორ მოვიქცე..

by inew
19 December 2022
in საზოგადოება
0
ჩემი ყოფილი ქმარი მაშანტაჟებს.. ყოველთვიურად ფულს მთხოვს და მემუქრება, რომ თუ არ მივცემ ჩემს ახალ საქმროს ჩემი ბნელი წარსულის შესახებ ყველაფერს მოუყვება. არვიცი როგორ მოვიქცე..
0
SHARES
967
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ვმუშაობ კერძო ფირმაში. საკმაოდ კარგ თანამდებობაზე და კარგი ხელფასი მაქვს. პატარა გოგო აღარ ვარ (მალე 35-ის შევსრულდები), მაგრამ, მიყვარს კარგად ჩაცმა და თავის მოვლა. ამიტომ, ყველას გაცილებით უმცროსი ვგონივარ.

პირველ ქმარს რამდენიმე წლის წინ გავეყარე – ძალიან პატარა გავთხოვდი და, მიუხედავად დიდი მოთმინებისა და მცდელობისა, ჩვენი ურთიერთობა მაინც არ შედგა. მისი გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო, ძლივს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, რის შემდეგაც მუშაობა ამიკრძალა და სახლში ვიჯექი.

შემიძლია ვთქვა, გამოკეტილი და გარე სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი, რადგან ჩემი ძვირფასი მეუღლე პრაქტიკულად ყველასთან ურთიერთობას მიკრძალავდა. საკმარისი იყო, ვინმეს დაერეკა ტელეფონზე და მე მეპასუხა, მაშინვე ათასნაირ ცილს მწამებდა – საყვარლები გირეკავენ და ჩუმად უთანხმდები შეხვედრებზეო.

მეგობარსაც რომ დაერეკა, ვთქვათ, თუნდაც, ჩემს რომელიმე ბავშვობის მეგობარს, იმაზეც საშინელ თეორიებს აგებდა – თვითონაც ბოზები არიან (ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვისთვის) და შენც ამისკენ გიბიძგებენ, ვიღაცეებს გირიგებენო.

მოკლედ, ნევროზი კი არა, ფსიქოზი დამემართა. სხვათა შორის, ჩვენს გოგონასაც თითქმის ასევე ექცეოდა, ოღონდ, ასეთ სიტყვებს არ უწოდებდა.

12 წლის იყო ჩემი გოგონა, კატეგორიულად რომ დამისვა საკითხი – ან გაეყარე მამაჩემს, ან მე წავალ სახლიდან და ბებიასთან ვიცხოვრებო. ეტყობა, ეს იყო ბოლო წვეთი, ბიძგი, რომელმაც გამომაფხიზლა და გადამწყვეტი ნაბიჯი გადამადგმევინა.

მართალია, ყველაფერს ასე ადვილად არ ჩაუვლია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გავთავისუფლდი იმ ურჩხულისგან. თუმცა, გაყრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში მდევნიდა, მითვალთვალებდა, ათასგვარ ჭორს მივრცელებდა (რაშიც, სხვათა შორის, დედამისიც აქტიურად ეხმარებოდა).

ჩემი ყოფილი დედამთილი ჩემს შვილს ურეკავდა და ეუბნებოდა, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად, დედაშენისგან ბოზობის მეტს ვერაფერს ისწავლი (კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს).

მაგას საყვარლები რომ არ ჰყოლოდა, ამისთანა ქმარს გაეყრებოდაო? სანამ ნინიკო (ჩემი შვილი) პატარა იყო, ბებიამისს ვერ ეპასუხებოდა, მხოლოდ ყურმილს უკიდებდა და ამაზეც ერთ ამბავს სტეხდა ქალბატონი – შვილსაც თავის ყაიდაზე ზრდის და მამის მხარეს აძულებსო.

მერე კი, როცა ცოტა წამოიზარდა, შეუტია და დაუტატანა ორივეს – დედაჩემის ხსენებასაც კი გიკრძალავთ, ერთი გავიგო, რომ სადმე რამე ცუდი თქვით მასზე, ცილისწამებისთვის დავაჭერინებ თქვენს თავსო. იმის მერე შედარებით ჩაცხრნენ და ჩვენთან რეკვებსაც თავი დაანებეს.

ჩემი ყოფილი დედამთილი რომ გარდაიცვალა, მე უკვე ვმუშაობდი და კარგი შემოსავალიც მქონდა. ეს, ცხადია, ჩემმა ყოფილმა ქმარმაც იცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დამცინოდა, როცა მუშაობის სურვილს გამოვთქვამდი ხოლმე – შენ რისი თავი გაქვს, ვინ მიგიღებს სამსახურში, მუშაობა კი არა, კაცები გაინტერესებსო;

დედამისის გარდაცვალებისთანავე დაურეკა თავის შვილს (მე ვერ გამიბედა) და უთხრა, მე უმუშევარი ვარ და არანაირი საშუალება არ მაქვს, ამიტომ, დედაშენს უთხარი, ათასი დოლარი გამომიგზავნოს.

ამ ქალს დამარხვა უნდა და, სხვათა შორის, თქვენც გეკუთვნით წილის გაღება, თან იყო თქვენზე გადაყოლილიო. მიუხედავად იმისა, რომ ნინიკო სასტიკი წინააღმდეგი იყო – ახლა თუ ფული მიეცი, იცოდე, აღარ მოგეშვებაო, – მაინც გავუგზავნე 1 000 დოლარი, მაგრამ პანაშვიდებზე არ მივსულვარ.

ნინოს კი ვთხოვე, წადი, მაინც ბებიაა-მეთქი, მაგრამ, არაფრით არ ქნა. ეს მაგარია, რაც არ უნდა, ვერ გააკეთებინებ, ჩემსავით დამთმობი არ არის.

ჩემს შვილს არ დავუჯერე და ვინანე: ჩემმა ყოფილმა ქმარმა, ეტყობა, იფიქრა, ამას ბევრი ფული აქვსო და, იმის შემდეგ, ლამის ყოველ კვირას ფულს მთხოვდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ ასე დაწვრილებით, რომ მინდა, ეს წერილი წაიკითხოს ერთმა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა (მას პირადად ვერ ვუყვები ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ, რადგან ძალიან მერიდება), რომელსაც მალე ცოლად გავყვები.

მთელი პრობლემა კი ისაა, ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაიგო, რომ ვთხოვდები და მაშანტაჟებს – ყოველთვიურად 500 ლარს თუ არ გამომიგზავნი, შენს კუროს (ასე მოიხსენიებს ჩემს საქმროს) ყველაფერს მოვუყვები შენი შავბნელი წარსულის შესახებო.

ჩემი საქმრო კარგად მიცნობს, ვინ ვარ, მაგრამ, როგორია, საცოლის შესახებ მისი ყოფილი ქმარი სიბინძურეებს გელაპარაკოს? ძალიან მეშინია, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამას ჩემს შვილსაც ვერ ვეუბნები, მეშინია, ბავშვი რამე შარში არ გავხვიო.

არც მამა მყავს, არც ძმა, რომ ვინმე კაცი ჩაერიოს ამ საქმეში. არადა, მეშინია, რამე უბედურება არ მოხდეს.

მართლა ასე რომ მოიქცეს, ორი ვარიანტი შეიძლება მოხდეს: ის ჩემმა საქმრომ მოკლას ან დაასახიჩროს და ციხეში წავიდეს, ან უნდა თუ არ უნდა, ეჭვი შეეპაროს ჩემში. მაგრამ, თუ ბოლოს, გაიგებს, რომ ამ შანტაჟზე წამოვეგე და ფული გავუგზავნე, მაშინ უფრო არ დაეჭვდება ჩემს პატიოსნებაში?

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია, წყარო: თბილისელები

მაკა, 35 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემმა მაზლებმა გამაუპატიურეს, მე კი არაფრის თქმა და არაფრის გაკეთება არ შემიძლია..

Next Post

17 წლიანი ცოლქმრობის მერე ქმარი იმდენად ეჭვიანი გახდა, უკვე მზად ვარ ოჯახი დავანგრიო..

Next Post
17 წლიანი ცოლქმრობის მერე ქმარი იმდენად ეჭვიანი გახდა, უკვე მზად ვარ ოჯახი დავანგრიო..

17 წლიანი ცოლქმრობის მერე ქმარი იმდენად ეჭვიანი გახდა, უკვე მზად ვარ ოჯახი დავანგრიო..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In