• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 15, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი შვილი ჩემზე და თავის ქმარზე ეჭვიანობს.. არვიცი როგორ მოვიქცე… წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს “

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
„ჩემი შვილი ჩემზე და თავის ქმარზე ეჭვიანობს.. არვიცი როგორ მოვიქცე… წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს “
0
SHARES
3.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემი შვილი ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც ჩემზე ხუთი წლით არის უმცროსი.

ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მათი ქორწინების, რადგან მე თვითონ ცხრა წლით უფროსს გავყევი ცოლად და შემდეგ სულ ვნანობდი, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი, გემოვნება, აზრები და შეხედულებები გვქონდა ყველაფერზე და ვერასდროს ვერაფერში ვერ ვპოულობდით საერთო ენას.

მართალია, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით ამის გამო, მაგრამ ეს ხელოვნური მშვიდობიანი თანაარსებობა ყოველთვის ჩემი დათმობების შედეგი იყო, რაც ძალიან მძიმედ გადასატანი ხდებოდა ჩემთვის, რადგან, ჩემმა ქმარმა წესად შემოიღო, რომ მთავარი და გადამწყვეტი მისი აზრი იყო, მე კი ყოველთვის სისულელეს ვამბობდი.

მართალია, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქმარი არ მძულდა, მაგრამ, არც მისი სიყვარულით ვიწვოდი. პატივს ნამდვილად ვცემდი, თუმცა, ეს პატივისცემაც მის მიერ იყო დაწესებული.

თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ის გარდაიცვალა – სახლში მარტო რომ დავრჩი და დღე ისე დასრულდა, რომ ბრძანების გამცემი და „პროგრამის მიმცემი“ აღარავინ იყო, მშვენივრად მოვაბი თავი ყველაფერს და… ვიგრძენი, რომ საკმაოდ გონიერი და მოხერხებული ადამიანი ვყოფილვარ.

ერთი კვირის შემდეგ უკვე ყველა კომპლექსი მოხსნილი მქონდა და შესანიშნავად ვუძღვებოდი საქმეებს, თან, აბსოლუტურად მომეხსნა დაძაბულობისა და უმწეობის შეგრძნება, რაც ასე ღრმად ჩამინერგა ჩემმა ცხონებულმა ქმარმა.

ეს ყველაფერი საკუთარ თავზე რომ მქონდა გამოცდილი, სწორედ ამიტომ არ მინდოდა, ჩემი შვილი ლამის მამის ტოლ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:

მის მეტს არავის გავყვები. ვუყვარვარ და, თანაც, ამდენით უმცროსი რომ ვარ, განსაკუთრებით გამანებივრებსო.

ჩემი სიძე ძალიან ნაკითხი და მრავალმხრივ განათლებული კაცი აღმოჩნდა, თანაც, ძალზე სასიამოვნო მოსაუბრე. ყველა საკითხში არაჩვეულებრივად ერკვევა და ნებისმიერ თემაზე საუბრისას ბევრს ჩაისვამს ჯიბეში.

მეც არ ვარ უწიგნური და გაუნათლებელი (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე და ამას საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხზე სათანადოდ არ ვიზრუნე, როცა დრო იყო) და ძალიან მიყვარს ადამიანებთან ინტელექტუალური საუბრები.

ამიტომ, მე და ჩემი სიძე, როცა კი ამისი დრო მოგვეცემა, საათობით ვსაუბრობთ ან ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ჩემი შვილი კი, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან ერთად დაჯდეს და, თუ ვერაფერს იტყვის, მოისმინოს მაინც, გაბუტული გარბის ოთახიდან.

ამას წინათ, ლამისაა, ეჭვიანობის სცენა მოაწყო: ქმარს განუცხადა, დედაჩემთან უფრო პოულობ საერთოს და, თუ ასე მოგწონდა ბებერი ქალები, პატარა გოგოს რატომ ირთავდი ცოლადო.

თან, ამ ტუტუცმა და სულელმა, ეს ყველაფერი ჩემი თანდასწრებით უთხრა. საწყალი კაცი ისეთ დღეში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო.

მე ხომ მთლად უარესი დღე დამადგა. ისე გადავირიე ამ სიტყვებზე, რომ თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი ამხელა გოგოს.

ამ არანორმალური, უტაქტო საქციელის გამო, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩემს შვილთან აღარ დავდივარ – აღარ მინდა, რომ ჩემი სიძე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ოლიკო, 46 წლის. წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„2 შვილი ჰყავდა და მესამეზე ორსულად იყო.. ამ ფაქტის და ყველას წინაარმდეგობის მიუხედავად მაინც ცოლად მოიყვანა ის ქალი, რომელიც 10 წლის წინ მოტაცეს..“

Next Post

„შვიდი თვის ფეხმძიმე ქალს ასაფლავებნენ, მოულოდნელად კი კუბოდან ტირილის ხმა მოისმა… იქ მყოფებმა შიგნით ისეთი რამ ნახეს ყველა ადგილზე გაქვავდა…”

Next Post
„შვიდი თვის ფეხმძიმე ქალს ასაფლავებნენ, მოულოდნელად კი კუბოდან ტირილის ხმა მოისმა… იქ მყოფებმა შიგნით ისეთი რამ ნახეს ყველა ადგილზე გაქვავდა…”

„შვიდი თვის ფეხმძიმე ქალს ასაფლავებნენ, მოულოდნელად კი კუბოდან ტირილის ხმა მოისმა… იქ მყოფებმა შიგნით ისეთი რამ ნახეს ყველა ადგილზე გაქვავდა…”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.