რეჟისორი რომ ვიყო, ჩემს დედამთილზე ფილმს გადავიღებდი. ეს არის ქალი, რომელმაც იცის, ადამიანები თავის ჭკუაზე როგორ ატაროს.
ზოგჯერ ისეთი გაოცებული ვუყურებ, სიტყვის თქმა მიჭირს. ვაღიარებ, რომ უძლიერესი ქალია, მეც მინდა, მისგან რაღაცები ვისწავლო, მაგრამ არ გამომდის.
ჩემი ქმარი ისეთია, ძალიან მაგარი კაცის სახელი რომ აქვთ გარეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მომხიბლა, სწორედ ეს თვისება იყო.
მასთან როცა ვიყავი, თავს დაცულად ვგრძნობდი. ვფიქრობდი და ხმამაღლაც ვამბობდი, რომ მას თუ ავირჩევდი ქმრად, მუდამ ხელშეუხებელი ვიქნებოდი, მუდამ გადამეფარებოდა.
ასეთიც არის. მასთან ერთად არაფრის მეშინია, ვიცი, რომ არასოდეს არაფერს გამიჭირვებს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ბავშვივით სუსტი ხდება და ის ერთადერთი ადამიანი ჩემი დედამთილია.
ეს ძლიერი კაცი დედამისთან იატაკის ჩვარივით ხდება. როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დედამთილისგან დაცვა დამჭირდებოდა და აზრად არ მომივიდოდა, საკუთარი თავისთვის დამესვა კითხვა:
დამიცავდა კი ქმარი დედამისისგან?
ჩემი დედამთილი მანიპულატორია. ქმარს და შვილს თითის წვერებზე ატარებს. საკმარისია, მე და ჩემს შვილს რამე დაგვჭირდეს, რომ მას უფრო ,,მნიშვნელოვანი” რაღაც სჭირდება.
ქმარს ვეუბნები, რომ ცუდად იქცევა, როცა ცოლს და დედას თავიანთ ადგილს არ უჩენს, მაგრამ ეს მისი დიდი აგრესიის მიზეზი ხდება, კონფლიქტები მოგვდის.
მას დიდი გული მხოლოდ ჩემთან აქვს, დედამისთან კი პატარა, წელში მოკუნტული ბიჭია.ნეტა, აქედან წამიყვანდეს ვინმე და ამ ურჩხულ ქალს მომაშორებდეს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია