რომ გავთხოვდი, მამაჩემმა სამოთახიანი ბინა გვიყიდა, ავეჯით მოგვიწყო და ქორწილის დღეს „ბეემვეს” გასაღები გადასცა სიძეს. ჩემი ქმარი დიდი ოჯახიდან იყო, მათაც სამოთახიანი ბინა ჰქონდათ, მაგრამ გიას (ჩემი ქმრის) ძმა ცოლ-შვილით და ქმარს გაყრილი და შვილით, მშობლებთან ერთად იქ ცხოვრობდნენ.
ამიტომ, ძალიანაც რომ მდომოდა, ჩვენი ადგილი იქ ფიზიკურად არ იყო.
რამდენიმე თვის განმავლობაში ვცხოვრობდით ჩვენთვის, მარტო, წყნარად და მშვიდად. თუმცა, რაღა წყნარად, დღეში ათ პარტია სტუმარს ვიღებდით.
განსაკუთრებით დედამთილმა და მულმა მოუხშირეს სტუმრობას, მერე და მერე ღამითაც რჩებოდნენ და იმათ მასპინძლობას ვეღარ ავუდიოდით.
ერთ დღეს კი ჩემი დედამთილი და მული თავისი ბავშვით, ჩემოდნებით მომადგნენ და გამომიცხადეს, ერთ-ორ კვირას დავრჩებით, იქ აბაზანა-ტუალეტის რემონტს ვაკეთებთო.
ვერაფერი ვთქვი, მაგრამ ეს ერთი-ორი კვირა რამდენიმე თვეს რომ გაგრძელდა, ვეღარ მოვითმინე და გიას ვუთხარი, როდის უნდა წავიდნენ-მეთქი.
ისეთი ამბავი დამაწია, ვერ წამოიდგინეთ – ჩემს ოჯახში არ მაქვს უფლება, და და დედა მივიღოო? არადა, დავიღალე იმათი მომსახურებით და თვალებში ყურებით, რჩენაზე აღარაფერს ვამბობ. პურს არ ყიდულობდა არც ერთი, თანაც, ყველაფერს მიწუნებდნენ.
ცოტა რომ მოშინაურდნენ, მთელ ბინაში გადამიადგილეს ავეჯი, მერე თავიანთი სტუმრების მიღება-გასტუმრებაც უცერემონიოდ დაიწყეს.
ერთხელ კი, ისე მოხდა, შაბათ-კვირას რაიონში მომიწია ნათესავთან წასვლა და კიდევ ორ დღეს დავრჩი – აღარ გამომიშვეს.
სამშაბათს საღამოს სახლში რომ შევედი, ელდა მეცა: მთელი სამზარეულო დაცლილი იყო და ხელოსნები მუშაობდნენ, კინაღამ ინფარქტმა დამარტყა. ჩემს ახალგარემონტებულ სამზარეულოს გადასაკეთებელი არაფერი სჭირდა.
პირველად მაშინ ავიმაღლე ხმა, ძალიან მწარე საყვედური ვუთხარი – როგორ გაბედეთ, ჩემს უკითხავად ჩემს სახლში რემონტი რომ წამოიწყეთ-მეთქი. დედამთილმა ნიშნის მოგებით მიპასუხა – ჩემი შვილის სახლში რას გავაკეთებ, ვიღაც-ვიღაცეებს არ შევეკითხები, ჩემმა შვილმა კი ნება დამრთოო.
მულმა კი დრო იხელთა და ჩაურთო: ამხელა სამზარეულო ვის რა ჯანდაბად უნდა, გადავტიხრავთ და ბავშვისთვის პატარა ოთახს გავაკეთებთ, თორემ სამნი ერთ ოთახში ვერ ვეტევითო. ამაზე სულ შევიშალე. მაშინვე მამამთილს დავურეკე, მაგრამ დამემალა.
მერე გავიგე, თურმე რემონტის ნაწილ ფულს ის აძლევდა, ნაწილს კი ჩემს ქმარს სცინცლავდნენ. იმ დროს ორი თვის ორსული ვიყავი და ისე ვინერვიულე, მუცელი მომეშალა. ჩემმა მშობლებმა ვეღარ მოითმინეს და გიას თავზე დაამხეს ყველაფერი.
მან კი მამაჩემს გამოუცხადა, ცოლი კიდევ ბევრი შეიძლება მეყოლოს, და და დედა კი – არა. ამიტომ, პრობლემა არ არის, გამეყაროს ნინო და ბინას გავყოფთო. ამ სიტყვებზე მამაჩემმა თავი ვერ შეიკავა და სიძე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, ისე სცემა, ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან.
მერე საკუთარი ხელით ჩაუყარა ტანსაცმელი ჩანთაში და თავისი დედიან-დიანად კინწისკვრით გაყარა სახლიდან. ჩემმა ქმარმა კი უჩივლა და მამაჩემი ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს.
ჩემი ბინის საქმე ახლაც სასამართლოშია – ვაჟბატონი გაყოფას აპირებს. ვიღაცისთვის უთქვამს, აბა, ოთხი სული ქუჩაში ხომ არ დავიძინებთო.
მე კი დავრჩი ყველანაირად დაზარალებული და გაუბედურებული. ნოდარი კაცი მეგონა და ნაძირალა აღმოჩნდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია