42 წლის ასაკში ჩემი საყვარელი ქმრისგან ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ შოკირებული ვიყავი არ ველოდი, ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთი გეგმები ჰქონდა.
ჩვენს ოჯახს ნორმალურად, ბედნიერად ვთვლიდი, აღმოჩნდა, რომ ძალიან ვცდებოდი. მოკლედ დავქორწინდით, შვილები გავაჩინეთ, ავღზარდეთ. ქმარი საკმაოდ მშვიდი იყო, მშრომელი. იყო ჩხუბი, ისევე როგორც ყველა ოჯახში, მაგრამ არა სერიოზული.
ჩემმა ქმარმა ეს “მშვენიერი” სიახლე ჩვენი უმცროსი შვილის დაბადების დღის შემდეგ მითხრა, როდესაც მარტო დავრჩით, ბავშვები ჩემს მშობლებთან იყვნენ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დაგეგმა, ფრთხილად შეარჩია დრო.
ჩემმა მეუღლემ ორი წელი მომცა, რადგან უფროსი ვაჟი უკვე თბილისში იყო და იქ ცხოვრობდა, უმცროსს სურდა ძმასთან წასვლა ორ თვეში ის კი მას გაჰყვებოდა.
ფაქტიურად გაოგნებული ვიყავი ამ ყველაფრით.მან უბრალოდ თქვა „მოდი განვქორწინდეთ“, მე ვერაფერს ვპასუხობდი, უბრალოდ შოკირებული ვიდექი.
ის მთხოვდა რამე მეთქვა მაგრამ მე ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ ვთხოვე წასულიყო და დრო მოეცა დასამშვიდებლად შემდეგ კი დაველაპრაკებოდი. ის ადეც მოიქცა წავიდა სახლიდან, ამ დროის განმავლობაში ვიჯექი და ვტიროდი.
როდესაც შინ დაბრუნდა მე მას ყოველგვარი ისტერიკების გარეშე ვკითხე თუ რატომ გადაწყვიტა ასე მოქცევა, რაზეც მიპასუხა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია გრძნობები გაგვინელდა და ის აღარ გრძნობდ თავს ჩემთან ბედნიერად ამიტომ კარიერის განვითარებისთვის მისთვისაც და ჩემთვისაც უმჯობესი იქნებოდა თუ სხვა ქალაქში გადავიდოდა საცხოვრებლად.
მე ამ ყველაფერში ეჭვი შემეპარა, ვიფიქრე რომ მას სხვა ქალი ჰყავდა თბილისში. როდესაც დასაძინებლად დაწვა გადავწყვიტე მისი კომპიუტერის და ტელეფონის შემოწმება და მე მართალი აღმოვჩნდი, მას მართლაც სხვა ჰყავდა. ქალი რომელიც ფეისბუქის საშუალებით გაიცნო სთავაზობდა ჩასვლას და მასთან ცხოვრებას.
მე ძალიან მიჭირდა ამ მიმოწერის წაკითხვა. ქალი ეკითხებიდა მითხრა თუ არა ამ საშინელი გადაწყვეტილების შესახებ.. მე ის გავაღვიძე მისი ნივთები ფანჯრიდან გადავყარე და სახლიდან გავაგდე. ამ ამბის გაგების შემდეგ ჩემს შვილებს ბავშვების ნახვის არანაირი სურვილი არ აქვთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.