უკვე 4 წლის ოჯახი გვქონდა, როცა ჩემმა ქმარმა თავის “შეფინიასთან” დაიჭირა კავშირი.
მიზეზი ალბათ სამსახურში პრივილეგია, დაწინაურების პერსპექტივა და ა.შ იყო, თორემ თავისზე 15 წლით უფროსი ქალი რა ჯანდაბად ენდომებოდა?
ჩემი ქმრის სამსახური ისეთ შენობაშია განთავსებული, რომელიც მრავალსართულიანია და უამრავ ფირმას აქვს ნაქირავები.
ჰოდა, ამ ჩემ ქმარს სხვა ოფისის გოგონა გაუცნია და პარალელურად იმასთანაც რომანი გაუბამს. ეს ამბავი შეფის ყურამდე მისულა, ის დასდარაჯებია და გამოუჭერია ღალატში.
სამსახურიდან დაითხოვეს და დარჩა უმუშევარი. ჩემი ფეხი აღარ იქნება იქო – ამბობდა.
მე რა თქმა უნდა, სამსახურიდან დათხოვის ნამდვილ მიზეზზე არაფერი ვიცოდი. ჰოდა, გადავწყვიტე დავხმარებოდი და მის უჩუმრად მის ყოფილ შეფინიასთან მივედი და ვთხოვე, უკან მიეღო.
– ვინ ხარო? -მკითხა. – ცოლი-მეთქი. გაეცინა და ყველაფერს გულახდილად მომიყვა. – მაგას სამსახურს კი არა, ოჯახსაც დავაკარგვინებო, – დაამატა ბოლოს.
იქიდან გაოგნებული და გაწბილებული წამოვედი. ჩემი ქმრისთვის არაფერი მითქვამს.
ჩუმად ვაპატიე ყველაფერი, ხელი არ ვკარი და დღესაც ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ – ჩემს კისერზე.
ის დღემდე უმუშევარია და თვალი ისევ სხვა ქალებისკენ უჭირავს, მაგრამ ბავშვებს გვერდიდან არ ვაშორებ და არსად გასვლის საშუალებას არ ვაძლევ.
შორიდან კი უყუროს, ვისაც უნდა და ნერწყვი ყლაპოს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია..