თორმეტი წელია, გათხოვილი ვარ. მთელი თორმეტი წლის განმავლობაში ერთადერთი თემა, რაზეც მე და ჩემი ქმარი ვჩხუბობდით, შვილის ყოლა იყო. ტყუილს ვერ ვიტყვი, სანამ შემირთავდა, მანამდე მითხრა, თუ თანახმა იქნები იმაზე, რომ შვილს არასოდეს გამიჩენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდები ჩემი ცოლიო.
მაშინ ისე მიყვარდა, რომ ამ სიტყვების აზრს არც ჩავწვდომივარ. მართალია, რაღაც მომენტში არ მესიამოვნა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, მერე ისე შევაყვარებ თავს, დავითანხმებ-მეთქი, მაგრამ ჩემი იმედები არ გამართლდა.
პირველი-ორი წელი ხმა არ ამომიღია. მშვენივრად შევეწყვეთ ერთმანეთს, მერე კი თანდათანობით გამიძლიერდა დედობის სურვილი. ისე მინდოდა შვილი, ლამის ყოველ ღამე ვხედავდი სიზმარში, როგორ ვმშობიარობდი, როგორ ვუვლიდი და ვეფერებოდი ჩემს შვილს, მაგრამ ქმარს ვერ ვუბედავდი თქმას.
ძალიან ბევრი ვიფიქრე და ქალურ ეშმაკობას მივმართე: ქმარი დავათვრე და მასაც დაავიწყდა, სიფრთხილის დაცვა და დავფეხმძიმდი, მაგრამ საშინელი ტოქსიკოზის გამო მიმიხვდა, ძალით წამიყვანა ექიმთან და ბავშვი მომაშორებინა.
წლების განმავლობაში კიდევ ორჯერ განმეორდა ასეთი შემთხვევა, მერე კი ბედს დავმორჩილდი და შევეგუე იმ აზრს, რომ უშვილოდ უნდა გადავგებულიყავი. გაყრითაც ვერ გავეყარე, რატომ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქმრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
ამ შინაგან ბრძოლაში ვიყავი, რომ, ერთი „კეთილისმყოფელისგან“ გავიგე, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყოლია, რომელსაც მისთვის შვილი გაუჩენია. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის, კინაღამ შევეწირე ნერვიულობას. მაშინვე გავვარდი გინეკოლოგთან, რომ გამეგო, შევძლებდი თუ არა შვილის გაჩენას.
თავიდან ფეხამდე გამომიკვლიეს და მითხრეს, რომ დედა ვეღარასოდეს გავხდებოდი. ამ ინფორმაციამ მთლად მომიღო ბოლო, მაგრამ რაღას ვიზამდი. იმ საღამოს ისე ცუდად ვიყავი, რომ ქმარს ვერაფერი ვუთხარი, მეორე დღეს კი პასუხი მოვთხოვე ყველაფერზე.
მან კი არც აცივა, არც აცხელა და პირდაპირ მითხრა: ძალიან მინდოდა, შვილი იმ ქალისგან მყოლოდა, ვინც მართლა შემიყვარდებოდაო.
ახლა მთლად დავიბენი – თუ არ გიყვარდი, რაღას მირთავდი-მეთქი, ვკითხე, მეგონა, რომ მიყვარდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
გასაგდებად კი მაინც ვერ გაგიმეტეო. ეს „გასაგდებად“ ისე მომხვდა გულზე, ყველა დანარჩენი ტკივილი დამავიწყდა.
იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და დედაჩემთან დავბრუნდი, მაგრამ ასეთ გაუბედურებას არ შევარჩენ – ყველაფერს შუაზე გავუყოფ და მთელ ქალაქს გავაგებინებ, რა ჩიტიც ბრძანდება.
მერე ვნახავთ, როგორ დაიწყებს ბრექვას და მაგარი კაცის როლის თამაშს.
გათხოვებით აღარ გავთხოვდები (ღმერთმა დამიფაროს ყველა კაცისგან), მაგრამ დედა აუცილებლად გავხდები – ახალშობილს ვიშვილებ, შეიძლება ორი ბაშვი ერთად ვიშვილო და მთელ ჩემს ცხოვრებას მთლიანად მათ მივუძღვნი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლანა, 38 წლის.