როდესაც ცოლი ატყუებს ქმარს და იყენებს მას ეგოისტური მიზნებისათვის, ასეთ დროს ბედნიერ ოჯახზე საუბარი ზედმეტია. განსაკუთრებით რთულია, როცა ცოლის გავლენით, შვილი მშობლის წინააღმდეგ მიდის. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა რომელმაც, რომელმაც გაიღვიძა და აღარაფერი გააჩნდა.
„ჩემი ქმარი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მე 32 წლის ვიყავი. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ოჯახისათვის.
მარტო გავზარდე ჩემი ვაჟი და ქალიშვილი და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათი ბედნიერებისთვის. ჩემი ქმარი წარმატებული ბიზნესმენი იყო და უნდოდა, რომ ჩვენს შვილებს კარგი
განათლება ჰქონოდათ. სიცოცხლის განმავლობაში მან მოახერხა ჩვენთვის სახლის აშენება, რომელშიც მე დღემდე ვცხოვრობ, თუმცა თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ. ჩემი შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს.
იშვიათად ჩამოდიან ჩემთან, თუმცა 60 წლის იუბილეზე ორივე საკუთარი ოჯახებით მესტუმრნენ. ვახშმის დროს ჩემმა ვაჟმა გვითხრა, რომ მისი ცოლი ორსულად იყო და ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატებოდა. მე სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი.
მომდევნო საღამოს ჩემმა ვაჟმა, ანდრიამ დამირეკა და მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა.
როგორც აღმოჩნდა, მას აღარ სურდა ქირით ცხოვრება და მთხოვა, ოჯახთან ერთად ჩემთან გადმოსულიყო. მე სიამოვნებით დავთანხმდი.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ვიგრძენი, რომ ჩემი სახლი გაცოცხლდა.
შემდეგ კი შევნიშნე, რომ ანდრია და ნატალია ხშირად ჩხუბობდნენ, ერთხელ შემთხვევით გავიგე, როგორ ეუბნებოდა ჩემი რძალი ჩემს შვილს, რომ მათ უკვე მესამე შვილი უნდა ჰქოლოდათ და ისევ სხვის სახლში ცხოვრობდნენ.
მე შოკში ვიყავი, მეგონა ყველაფერი კარგად გვქონდა და ასეთ სკანდალს არ ველოდი. იმავე საღამოს ანდრია ჩემს ოთახში შემოვიდა და მთხოვა, სახლი მის სახელზე გადამეფორმებინა, ეს დროებითი იქნებოდა, რადგან ახლა ნატალია გაღიზიანებული იყო და არ უნდოდა, მისთვის სანერვიულო მიეცა.
ვიფიქრე, რომ ჩემი შვილის ნდობა შეიძლება. დოკუმენტებს ხელი მოვაწერე. მეორე დღეს კი ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა, რომ მისი ცოლი ახლა პირველ ადგილზეა და მას სურს, რომ მე სახლიდან წავიდე. ის ღამე სასტუმროს ნომერში გავატარე.
იმედი მქონდა, რომ იურისტის დახმარებით ყველაფერს მოვაგვარებდი, თუმცა ერთ კვირაში ანდრია ჩემთან მოვიდა, ტიროდა და ამბობდა, რომ სინამდვილეში ნატალია ორსულად არ არის და მას საყვარელი ჰყავს.
„მას უნდოდა, მე მქონოდა ქონება, რომელსაც განქორწინების დროს გავუყოფდი. მაპატიე, დედა“ – ამბობდა ის.
ჩემი ქალიშვილის ქმარი იურისტია, ის ჩაერია ამ საქმეში და ყველაფრის გარკვევა სცადა. მჯერა, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ როგორ უნდა ვაპატიო ჩემს შვილს?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში,,
ყურადღება ფოტო პირობითია; წყარო: მარაო.გე