ჩემი სასიმამროს ”წყალობით” ქუჩის კახპებად გადაქცეულიყვნენ, მათთან ერთად იმ ღამის ამბავიც, როცა ყოფილმა უფროსმა ეკა გააუპატიურა როცა და-ძმის ცხოვრებაში ინტერესები ემოციებთან გადაიკვეთება, შესაძლებელია დედმამიშვილებს შორის დაკარგული სიყვარულიც აღდგეს.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი რამდენიმე წელი ფულითა და ეგოიზმით ტკბებოდა, მაგრამ მოვიდა დრო, როცა მარტოხელა დის შეურაცხყოფის გამო პირად ბედნიერებაზე თქვა უარი.
შურისძიება ისეთივე მკაცრი იყო, როგორც მისი გამომწვევი მიზეზი, თუმცა 49 წლის გაგა საკუთარ საქციელს არ ნანობს.
– ჩემი და 20 წლის იყო, როცა ქმარს გაშორდა. მისი
მეუღლე ნამდვილი ნაძირალა იყო. დედიკოს ყურმოჭრილი მონა, მის ერთ სიტყვაზე შეეძლო ცოლი ეცემა, ეტირებინა. თან ამაყობდა, დედას ვერავინ შემიცვლის, ჩემთვის მთავარია ის იყოს ბედნიერიო.
ცოლს ნელ-ნელა მის მიმართ სიყვარული გაუქრა. ამდენი შეურაცხყოფის ატანაც აღარ შეეძლო და შვილთან ერთად მისი სახლიდან გამოიქცა. მე და ჩემი მშობლები მაშინ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. საჭმლის ფული გვენატრებოდა.
ზამთარში ღუმლის ანთება არ შეგვეძლო. მაშინ ენერგოკრიზისი იყო, ჩვენ კი სანთლის ყიდვასაც ვერ ვახერხებდით. ასეთ პირობებში ჩემი დის უკან მიღება ძალიან ძნელი იყო.
– უარის თქმაც არ იქნებოდა სწორი.
– მართალია, ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა, მაგრამ თვითონ დაგვასწრო, ბინას ვიქირავებ და ბავშვთან ერთად იქ ვიცხოვრებო.
სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, შინ დამატებით პრობლემები აღარ მჭირდებოდა. ჩემი და ჭკვიანი გოგო იყო, სამსახურიც ჰქონდა, ვიფიქრე ცხოვრებას თავს გაართმევდა, მაგრამ მარტოხელა დედისთვის პრობლემების მოგვარება ადვილია?
ერთ დღეს ბავშვი ავად გაუხდა, ვისთვის უნდა დაერეკა, ყოფილი ქმარი დაეხმარებოდა თუ ჯიბეგაფხეკილი მამა. ბევრი ფიქრის შემდეგ ყოფილ თაყვანისმცემელს მიაკითხა. ის კაცი მასზე 20 წლით უფროსი მაინც იყო, თანაც საშინელი შეუხედავი, მაგრამ ბევრი ფული ჰქონდა, კარგი თანამდებობა და თავს უფლებას აძლევდა შვილის ტოლ გოგონებს გაარშიყებოდა.
იმ წლებში ისეთი გაჭირვება იყო, ახალგაზრდების ფულით მოხიბვლას არაფერი უნდოდა. ის ნაძირალაც ამით სარგებლობდა და ბებერ კაზანოვად გადაიქცა.
– თქვენი და ფულის სათხოვნელად მივიდა?
– როგორც ჩანს, ასეა, იმ არამზადას თურმე თვალები გაუბრწყინდა. ჯერ გახუმრებია, ვისაც ქალწულობა ჩააბარე, ის დაგეხმაროსო, მაგრამ მერე რესტორანში დაპატიჟა, იქიდან კი ბინაში აიყვანა. მოატყუა ფულს იქ ვინახავო. როცა კარები ჩაკეტა, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა.
– ეს დამ გიამბოთ?
– მე ყველაფერი გვიან გავიგე, როცა ჟინი დაიკმაყოფილა, ფულიც მისცა და გამოაცილა. წარმომიდგენია, რა გადაიტანა იმ ღამეს ეკამ. ამხელა შეურაცხყოფის შემდეგ, იძულებული იყო, მოძალადის მიერ მიცემული ფულისთვის მოეკიდა ხელი, მას ხომ სხვა გზა არ ჰქონდა.
ეს თანხა შვილის სამკურნალოდ სჭირდებოდა. ორი კვირის შემდეგ კაზანოვა ეკას ნაქირავებ ბინაში მიადგა. ჩემი და მეგობართან ერთად იყო. ახლა იმ გოგონას დაუწყო ”შებმა”, თან ცდილობდა ეკა დაემცირებინა.
ის სულელიც ლამაზ სიტყვებს მიენდო, იფიქრა, ბედი გამეხსნა, მგონი, მართლა ერთი ნახვით შემიყვარდაო და ეკას რჩევის მიუხედავად, ლოგინში ჩაუკოტრიალდა. ამ ამბების შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა.
მე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე და საელჩოში დავიწყე მუშაობა. გამიმართლა, ხელფასი თავიდანვე სოლიდური დამინიშნეს, ნელ-ნელა პატარა ბიზნესგეგმის განხორციელებაც მოვახერხე და მალე იმდენი ფული ვიშოვე, ყველაფერი, რაზეც მანამდე მხოლოდ ოცნება შემეძლო, რეალობად ვაქციე.
– ეკას ეხმარებოდით?
– სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. მისთვის არაფერი გამიკეთებია. გაჭირვებამ ეგოისტი გამხადა. არ მესმოდა, დიდი ტანჯვით მიღწეული ბედნიერება სხვისთვის რატომ უნდა გამენაწილებინა. გულის სიღრმეში ალბათ ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ეს უფრო მაღიზიანებდა. ამიტომ ეკასთან ურთიერთობას ვერიდებოდი.
ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით ის ადამიანი გავიცანი, რომელზეც ზემოთ გესაუბრებოდით. ის ჯერ ისევ მდიდარი და გავლენიანი იყო. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან დავახლოვდით, თავის ოჯახშიც დამპატიჟა. თურმე გასათხოვარი გოგონა ჰყოლია და სასიძოდ მოვეწონე. უარის თქმა არც მიფიქრია, მის მიერ წამოწყებულ თამაშში ჩავერთე.
– თქვენი და ამ ამბავს როგორ შეხვდა?
– მას დედაჩემმა უთხრა, მგონი, გაგა შენი ყოფილი უფროსის ქალიშვილზე ქორწინდებაო. ეკას ფერი დაეკარგა. ცუდად ვარო, მოიმიზეზა და წავიდა. მოგვიანებით დედას დაურეკა და სთხოვა, იქნებ ეგ ამბავი ჩაშალოთ, ძალიან ცუდი ოჯახია, ჩემი ძმა მათთან ბედნიერი ვერ იქნებაო, მაგრამ ვინ დაუჯერა.
როცა ეკა მიხვდა, რომ რამის შეცვლა ძალიან გაუჭირდებოდა, შეხვედრა მთხოვა. მის ბინაში მივედი და იქ ვილაპარაკეთ. ყველაფერი დაწვრილებით მიამბო, სხვა გოგონების ისტორიაც, რომლებიც ჩემი სასიმამროს ”წყალობით” ქუჩის კახპებად გადაქცეულიყვნენ, მათთან ერთად იმ ღამის ამბავიც, როცა ყოფილმა უფროსმა ეკა გააუპატიურა…
დისგან თავზარდაცემული წამოვედი, იმავე საღამოს საცოლეს დავურეკე და როცა ერთმანეთს შევხვდით, მთელი ამ დროის განმავლობაში ნალოლიავები ურთიერთობა ერთ საათში დავანგრიე. გოგონა მენდობოდა, მე ის სპეციალურად შერჩეულ ადგილზე მივიყვანე და სწორედ ისე მოვექეცი, როგორც მისი მამა ეკას. უკან დაბრუნებისას კი განვუცხადე ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა-თქო.
– სასიმამრო ამას არ გაპატიებდათ.
– ალბათ არ მაპატიებდა, მის ცხოვრებაში სხვა ბევრი რამეც რომ არ შეცვლილიყო. ბატონ კაზანოვას ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, ყოფილ ”კრიშებთან” ურთიერთობა გაუფუჭდა და ყოველ წამს დაპატიმრებას ელოდა.
ჩემ სანახავად მაინც მოიცალა. აშკარად გაკვირვებული ჩანდა, თან ისეთი გაბრაზებული იყო, ტყვიასაც არ დაიშურებდა. ზიზღით მითხრა, ახლა მოგინდა ”ნაბიჭვრობა”, როცა ხედავ, რომ მიჭირს, ასე მხოლოდ ნაძირლები იქცევიანო.
უკეთეს მომენტს ვერ ვნახავდი. სიტყვა ეკაზე ჩამოვაგდე. კაზანოვა გაშრა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მე იმ ქალის ძმა ვიყავი, რომლის გაჭირვებითაც ასე საზიზღრად ისარგებლა. როცა გონება მოიკრიბა, მითხრა, ყველაფერი ტყუილია, თავის დაძვრენა გინდა, მაგრამ პასუხს მაინც აგებო.
თუმცა სასიმამრო მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ახლა, როცა შედარებით მშვიდი გონებით მომხდარზე ვფიქრობ, ვგრძნობ, რომ ჩემს შეყვარებულს უსამართლოდ მოვექეცი, მაგრამ მისი მამა ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს ამაზე უკეთ ვერასოდეს იგრძნობდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: ჟურნალი რეიტინგი