დიზაინერმა, თათა ვარდანაშვილმა ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა.
„იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც ძალიან მიჭირდა, დამეხმარა ჩემი შვილის, დემეტრეს არსებობა ჩემს ცხოვრებაში. იმდენი ტრავმა გადავიტანე, რომ არ ვიცოდი ეს ენით აღუწერელი ტკივილი სად წამეღო. ეს იყო მამის გარდაცვალება“, -აღნიშნა თათა ვარდანაშვილმა.
დიზაინერმა მეუღლესთან გაშორებაზეც ისაუბრა.
„ჩემს თავს ვაპატიე, რომ მას ცოლად გავყევი და სანამ საკუთარ თავს ვაპატიებდი, საოცარი ბრძოლა გადავიტანე. ჩემში ადამიანი გარდაიცვალა და ახალი ადამიანი დაიბადა, გარდაცვალების მომენტი კი ისეთი მტკივნეული იყო, ვერც ერთ ფიზიკურ ტკივილს ვერ შევადარებ“, – აღნიშნა თათა ვარდანაშვილმა.