რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, მოსკოვში – საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა რუსი ბიზნესმენი, ,,ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი
,,ტრანსნეფტი” რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენების ტრანსპორტირების კომპანიაა. ბადალოვი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 2021 წლიდან იყო დანიშნული.