არცერთ ქალს არ უნდა, არეული ცხოვრება ჰქონდეს და მის გვერდით მამაკაცი არ იდგეს. ყველას სურს ოჯახური თანაცხოვრება საყვარელ მამაკაცთან ერთად, ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ხშირად ასე არ გამოდის.
მეც მეგონა, გარკვეულ ასაკამდე დროს გავატარებდი მეგობრებში, თაყვანისმცემლებთან რომანტიკული შეხვედრებით დავტკბებოდი და მერე, ამოვირჩევდი ერთს და მას გავყვებოდი ცოლად. სახლიც მაქვს, კარიც, სამსახურიც, მაგრამ ქმარი არ მყავს.
გარკვეული პერიოდი ამაზე ვდარდობდი, განვიცდიდი, რომ ვერ შევხვდი ისეთს, ვის გვერდითაც თავს დაცულად და მშვიდად ვიგრძნობდი, ვინც ცოლს დამარქმევდა და გამაბედნიერებდა. მერე მივხვდი, დრო სწრაფად გარბის და ყველა ღონე უნდა მეხმარა, ოჯახი შემექმნა და შვილი გამეჩინა.
ბევრი მცდელობის მერე, ერთ დასკვნამდე მივედი: ვერ ვნახე სასურველი მამაკაცი და საყვარელი უნდა გამეჩინა! მაგრამ ის, აუცილებლად ცოლიანი უნდა ყოფილიყო.
ასეც მოვიქეცი. ცოლიან მამაკაცს დავუკავშირე ბედი და დღეს მშვიდად ვარ. ცოლთანაც დალაგებული აქვს საქმე და ჩემთანაც. არცერთს არ გვაკლებს ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს.
მართალია, თავიდან პრობლემები იყო, ცოლი ეჭვიანობდა ჩემზე, მაგრამ მას დავუდაქალდი და დღეს, მათ ოჯახში მიღებული ვარ. არ არის აუცილებელი, ყველამ იცოდეს, რა ურთიერთობა გაქვს მამაკაცთან.
თუ ჭკვიანი ქალი ხარ, ისე დაალაგებ სიტუაციას, არც მწვადს დაწვავ და არც შამფურს. ახლა გიგას, ცოლიც აკონტროლებს და მეც. ასე რომ, სხვისკენ არ გაიხედავს. ადრე, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, ჩემზე ასაკით პატარა იყო.
თითქოს აეწყო ურთიერთობა, ერთმანეთს ვუგებდით, მაგრამ გავიგე, სხვებსაც „კერავდა“. სკანდალით დასრულდა ჩვენი ურთიერთობა და მაშინ დავიფიცე, უცოლო და ჩემზე პატარა კაცს, გვერდით არ გავაჭაჭანებ-მეთქი.
მე და გიგას მართალია, ხშირი შეხვედრა არ გვაქვს და ვერც ღამით რჩება ჩემთან, მაგრამ თანახმაა, შვილი გავაჩინო და გაზრდაში დამეხმაროს. ფინანსურად არ უჭირს და არც იმ კაცებს ჰგავს, შვილის გაგონებაზე რომ ფრთხებიან და გარბიან.
შეგნებულად დავიწყეთ ურთიერთობა და იმედია, ასე გაგრძელდება. მთავარია, მისმა ცოლმა არ გაიგოს ჩვენი სიყვარულის ამბავი. მართალია, დაუმალავი არაფერია, მაგრამ თუ ჭკვიანურად იმოქმედებ, გამოსავალს ყოველთვის ნახავ.
დღეს ცოლიანი მამაკაცის გვერდით ბედნიერი ვარ, მშვიდი ცხოვრება მაქვს და ასე თუ ისე, პირადი დავალაგე. ერთხელ, გიგამ მითხრა, იმდენად შემიყვარდი და შეგეჩვიე, ლამის ცოლს გავშორედე და შენ მოგიყვანოო.
მაგრამ, მე უარზე ვარ. არ მინდა, სხვის უბედურებაზე ავაგო ჩემი ბედნიერება. მე, ასეც კარგად ვგრძნობ თავს, რაც შეუძლია, მიკეთებს, მანებივრებს და ჰყავდეს ცოლი.
ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. მეგობრები მეუბნებიან, დავიჯეროთ, ცოლის სტატუსი არ გინდა და საყვარლობა გირჩევნიაო.
თუ გარემოებებს გადავხედავთ და ჩემს სიტუაციას, ამ ეტაპზე საყვარლის სტატუსი უფრო მაწყობს, ვიდრე ცოლის. არც დიდი ვალდებულებები მაქვს გიგას მიმართ, უზრუნველყოფილიც ვარ მისი მხრიდან და მშვიდი ცხოვრებაც მაქვს.
სხვა არაფერი მჭირდება. მთავარია, შვილი მყავდეს და მერე, დარჩება თუ არა ჩემ გვერდით, არც ამაზე ვფიქრობ. მომავლის იმედი მექნება და მეყოლება გვერდით შვილი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს.
თორემ, როგორც ვატყობ, ყველა მამაკაცს სხვა ქალისკენ გაურბის თვალი და როდემდე იქნება შენი ერთგული, კაცმა არ იცის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნატო, 38 წლის. წყარო: თბილისელები