• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 12, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოლი ძალიან მიყვარს, თუმცა საყვარელს თავს ვერანაირად ვერ ვანებებ..

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
ცოლი ძალიან მიყვარს, თუმცა საყვარელს თავს ვერანაირად ვერ ვანებებ..
0
SHARES
2.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პირად ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი რჩეული ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა. სიყვარული კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა დავქორწინდით, შვილები გაჩნდნენ და მივხვდით, ცხოვრებაში საერთო ინტერესი და მიზანი გაგვაჩნდა. ყველა აღნიშნავდა:

იშვიათია, ცოლ-ქმარი ასე ჰგავდეს ერთმანეთს, ასე უგებდეს და ქმნიდეს მომავალს ერთმანეთის აზრის გათვალისწინებითო.

დიახ, სწორედ ასე იყო და დღესაც ასეა. მიყვარს და ვაფასებ, თუმცა, ცოლის პარალელურად, მყავს საყვარელი, რომლის მიმართ არანორმალურ ვნებას განვიცდი. ეს ამბავი იმდენად გასაიდუმლოებულია, არავინ იცის და ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო გარშემო მყოფების ყურადღებას.

ისე ვანაწილებ დროს, ოჯახშიც დროულად მივიდე და არც საყვარელ ქალს მოვაკლო ყურადღება. ბევრი იტყვის: ეს ამორალური ქცევაა, როგორ შეიძლება, ცოლი გიყვარდეს და თან, საყვარელიც გყავდესო.

მეც ასე ვფიქრობდი, სანამ თავად არ ავღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. არ ვეთანხმებოდი, როცა ძმაკაცები ამბობდნენ: აბა რა, კაცს საყვარელი უნდა ჰყავდეს. რა პრობლემაა, თუ ცოლი ვერ გაიგებს და მამაკაცი თავის ვნებებს მის იქით დაიკმაყოფილებსო. ამ აზრს არც ახლა ვეთანხმები.

მე ვნებებს კი არ ვიკმაყოფილებ საყვარელთან, მართლა მიყვარს, თუმცა ცოლის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია. ალბათ, ეს ამბავი რომ გახმაურდეს, სკანდალი მოჰყვება. თან, ცოლი თვალდახუჭული მენდობა და რომ მიფიქრია, რა შეიძლება, დაემართოს ამ ამბის გაგებისას, გული მტკივა.

არც მას მინდა ვაწყენინო და არც იმ ადამიანს, ვისთანაც, მართალია, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობ, მაგრამ თავისებურად მიყვარს და თუ დიდხანს ვერ ვნახე, სიგიჟემდე მენატრება. არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი და ამ ბოლო დროს, გავხდი. სულ მგონია, საყვარელს ვიღაც მართმევს და განვიცდი.

ვიცი, სულ ჩემ გვერდით ვერ იქნება, მაგრამ მინდა, მხოლოდ ჩემი იყოს და სხვა კაცისკენ არ გაიხედოს. ამას წინათ, მასთან რომ მივედი, ყვავილები დამხვდა. გულზე მომხვდა, ვკითხე, ვინ მოგართვა-მეთქი და ხუმრობით მიპასუხა: კი არ დავბერებულვარ, თაყვანისმცემლები მეც მყავსო.

მეც ღიმილში გავუტარე, მაგრამ მეწყინა, მეტკინა და დავფიქრდი. რომ წარმოვიდგინე, შეიძლება, სხვა კაცის გვერდით ვნახო, გული ამიჩქარდა, ამას ვერ გადავიტან. ბიძაჩემს ჰყავდა საყვარელი და მახსოვს, ბიცოლაჩემმა რომ გაიგო, სახლში საშინელება დატრიალდა. იყო გაწევ-გამოწევა, ყვირილი, ჩხუბი და საბოლოოდ დაშორდნენ.

არადა, მათი სიყვარულის ისტორია ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა. სულ ხელჩაკიდებული დადიოდნენ, მზე და მთვარე ამოსდიოდათ ერთმანეთზე და სწორედ, საყვარელი გახდა ამ სიყვარულის დასასრულის მიზეზი. დღეს, მეც ორ ქალს შორის ვდგავარ და მიჭირს იმის გააზრება, რომელიმემ რომ მიმატოვოს.

ალბათ, ეს კაცური სისუსტეა და გადაულახავი პრობლემაც არ არსებობს. თუმცა, მინდა ისე გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება, როგორც დღეს არის.

ცვლილებებს, დაშორებებს, სკანდალსა და ღალატს ნამდვილად ვერ გავუძლებ და გადავიტან. არ ვიცი, ეს ურთიერთობა, დამალვები და ჩუმად შეხვედრები როდემდე გასტანს, მაგრამ ამის გაფიქრებაც არ მინდა.

მირჩევნია, იმ რეალობით ვიცხოვრო და დავტკბე, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. მომავალში რა მოხდება, ამაზე რომ ვიფიქრო და ვიმარჩიელო, წინასწარ ტყუილად უნდა დავისტრესო თავი.

მირჩევნია, ფრთხილად ვიმოქმედო და ცოლიცა და საყვარელიც ისე მყავდეს, არ დაზარალდნენ და მეც ბედნიერი ვიყო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ნიკა, 34 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემი ქალიშვილი რძლად იმიტომ არ მიიღეს, რომ მე საყვარელი მყავს.. ჩემს შვილს ცხოვრება დავუნგრიე..

Next Post

ძალიან გვიან გავიგე, რომ სახლში აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია..

Next Post
ძალიან გვიან გავიგე, რომ სახლში აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია..

ძალიან გვიან გავიგე, რომ სახლში აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.