ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე საკმაოდ სახალისო ისტორია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
კახეთის ტრასებზე დგას დიდი კაკლები..შუა ასაკის ცოლ-ქმარმა გააჩერა მანქანა და ქმარი კაკალზე ავიდა და ბერტყვა დაიწყო, (ძირს დატოვა ფეხსაცმელები და მობილური),
ცოლი კი ძირს ჩამოყრილ კაკალს აგროვებდა..რაღაც მომენტიდან ხალხის (ხალხა ჰქვია კაკალის საბერტ გრძელ ჯოხს)ტყაპუნი შეწყდა და კაკალის ცვენაც შეწყდა, ეძახა ცოლმა, ქვევიდან ეძება, შემოურა კაკალს და კაცი გაქრა!!! დარეკა პატრულში,
იმათაც ეძებეს..ხან ცოლს ეკითხებოდნენ, იქნებ ჩამოვიდა, ბუჩქებში შევიდა მოსაფსმელად და ვერ დაინახეო..როგორ შეიძლება კაცი ხიდან გაქრეს, ხომ არ გაფრინდებოდაო?!..
ეს სასწაული თითქმის ორი საათი გაგრძელდა, ცოლს სასწრაფოც დასჭირდა, სხვა პატრულების ეკიპაჟებიც მოვიდნენ..
თურმე თურქულ დიდ ტრაილერს გამოუვლია, (ბრეზენტი რომ აქვს გადაჭიმული და მოზრდილი სახლების ხელა როა) მისი მაღალი ტენტი წამოსდებია კაკლის ტოტს, კაცი ჩამოვარდნილა კაკლიდან ბრეზენტზე დაცემულა (მანქანის მძღოლი რას გაგიგონებდა,))!!!
და გაუქნებია თელავში და სანამ არ გაჩერებულა, ვერაფრიც ვერ გაიგო, ….ბოლოს რომ გაჩერდა ტრაილერი, ფეხშველი კაცი ჩამოიყვანეს, მობილური ათხოვეს და პირველ რიგში გულწასული ცოლისთვის დაურეკავს, თელავში ვარო…
გადარეულან პატრულებიც და სასწრაფოს ექიმიც, ახლა იმას ვერ მიმხვდარან, ვერც ცოლი, იქ როგორ მოხვდაო ..😁😁😁
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია