• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოცხალი ქმრის ხელში უკაცოდ დარჩენილი ქალის ტვინი, თურმე, სხვანაირად ყოფილა მოწყობილი.. ახლა კი არვიცი როგორ უნდა დავიბრუნო შვილი..

by inew
17 December 2022
in საზოგადოება
0
ცოცხალი ქმრის ხელში უკაცოდ დარჩენილი ქალის ტვინი, თურმე, სხვანაირად ყოფილა მოწყობილი.. ახლა კი არვიცი როგორ უნდა დავიბრუნო შვილი..
0
SHARES
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

გავთხოვდი სიყვარულით. მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაგა ისეთ ფოიერვერკებს მიწყობდა შეყვარებულობის პერიოდში, რომ ყოველი დილის გათენება მიხაროდა.

მეგონა, მთელი ცხოვრება ასეთი ლამაზი და სიურპრიზებით აღსავსე მექნებოდა, რომ ჩვენი სიყვარული არასდროს გაფერმკრთალდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ჩვენი დაქორწინებიდან პირველ წელს კიდევ არა უშავდა, გაგას ხანდახან მაინც ვახსენდებოდი, ან ყვავილს მომართმევდა, ან ფულს მაჩუქებდა და ან ათასში ერთხელ სადმე წამიყვანდა ხოლმე, მაგრამ ბავშვის გაჩენის დღიდან, ჩემი, ასე ვთქვათ, ამპლუა შეიცვალა:

საყვარელი და სასურველი ქალიდან ერთბაშად ვიქეცი ძიძად და შინამოსამსახურედ. არავის ეგონოს, რომ ვინმეს ვაყვედრიდე საკუთარი შვილის მოვლას ან საკუთარ ოჯახში საქმიანობას, მაგრამ 23 წლის გოგოსთვის, რომელსაც მზე და მთვარე ქმარზე ამოსდის, ის ქმარი კი მას საერთოდ ვეღარ (თუ აღარ) ამჩნევს როგორც ქალს, როგორი გადასატანი ან მოსანელებელია ასე „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩენა?!

ბოდიშს გიხდით ზედმეტი გულახდილობის გამო, მაგრამ ჩვენი ინტიმიც კი განელდა, გაფერმკრთალდა და გაიშვიათდა. თავიდანვე ასეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა, შეიძლება ასე ძალიან არ განმეცადა, მაგრამ ღრუბლებიდან უცებ გადმოვეშვი თავით და მიწაზე მოვადინე ზღართანი.

ასეთმა ურთიერთობამ თანდათან დამაშორა ქმარს და დაახლოებით ორი წლის შემდეგ, უცბად აღმოვაჩინე, რომ მე და გაგა ერთ ჭერქვეშ მოქცეული ორი აბსოლუტურად უცხო ადამიანი ვიყავით. ხანდახან კვირა ისე გადიოდა, არც კი დამელაპარაკებოდა.

იმიტომ კი არა, რომ ნაწყენი ან გაბრაზებული იყო, უბრალოდ, ვერ თუ არ მამჩნევდა, არაფერი აკავშირებდა ჩემთან, როგორც პიროვნებასთან. მე მგონი, საერთოდ, ქალადაც კი აღარ აღმიქვამდა. ძალიან დიდხანს ვცდილობდი, აღმედგინა ურთიერთობა:

თან ვყვებოდი, ყველანაირ კომფორტს ვუქმნიდი, საჭმელსაც მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც მას უყვარდა, სიურპრიზებს ვუწყობდი, მე თვითონაც ყოველთვის მოწესრიგებული ვხვდებოდი, მაგრამ ჩემკენ ვერ მოვაბრუნე.

ერთხელ კი დავსვი და დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ასე „კადრს მიღმა“ ცხოვრება ძალიან მიჭირდა. მერე პირდაპირ დავუსვი საკითხი, თუ აღარ გიყვარვარ, რატომ იტანჯავ თავს, გავეყაროთ-მეთქი. გაყრაზე კატეგორიული უარი მითხრა, თანაც, ზედმეტად გულწრფელად – ახლა გაყრა არანაირად არ მაწყობსო.

მერე „შეგონებები“ დამიწყო: უკვე ბავშვი აღარ ხარ, დროა ჩამოფრინდე ღრუბლებიდან და შეეგუო, ესაა რეალური ცხოვრება და ამას ვერსად გაექცევიო. მე ვუთხარი, რომ ელემენტარული გრძნობის გარეშე ძალიან მიჭირს-მეთქი.

ისევ გამიმეორა, – უნდა შეეგუო, სხვა გზა არ გაქვსო. მაშინ, დავემუქრე: იცოდე, სამუდამოდ დამკარგავ და, როცა ამას მიხვდები, ანუ როცა შენ დაგჭირდები, უკვე გვიან იქნება-მეთქი. დამცინავად მითხრა, საყვარელს გაიჩენო? ეს ნამდვილად არ მიგულისხმია, მაგრამ, რადგან თვითონ „შემომიგდო“, გაბრაზებულმა ვუთხარი: რატომაც არა!

ჯერ ახალგაზრდა ვარ და რა გასაკვირია, რომ მამაკაცის მოთხოვნილება მქონდეს-მეთქი. აშკარად გაბრაზება დაეტყო სახეზე და გაღიზიანებულმა მითხრა: რომანტიკა დამთავრდა, სექსი კი გაქვს (ზუსტად ასე მითხრა, სიტყვასიტყვით) და შენისთანა ქალს სხვა რაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზიაო.

გული მომიკლა მისმა სიტყვებმა. მივხვდი, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი: ორ თვეში ერთხელ ხუთწუთიანი ურთიერთობა თუ რამეს ნიშნავს, კი ბატონო-მეთქი.

იმ წუთას არაფერი აღარ მიპასუხა, მაგრამ მეორე დღეს ერთთვიან მივლინებაში წავიდა. იმის შემდეგ სულ ასე ხდებოდა: წავიდოდა ერთი-ორი თვით მივლინებაში, ჩამოვიდოდა ერთი კვირით, მერე ისევ მიდიოდა და ასე გადიოდა წლები.

იმ ერთკვირიან შუალედებშიც ძალიან ცივი და ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა. ერთადერთი, რაზეც საყვედური არ ეთქმოდა, ის იყო, რომ ბავშვს არაფერს აკლებდა, მაგრამ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდა, არ აინტერესებდა, რა მეცვა, რა მეხურა, რა მტკიოდა…

შევიშალე მარტოობით, ბავშვი ბაღის ასაკის რომ გახდა, დაქალმა სამსახური მიშოვა და მუშაობა დავიწყე, რომ მართლა არ გავგიჟებულიყავი. იქ კი, სრულიად შემთხვევით ერთი ახალგაზრდა კაცი გავიცანი.

სხვა დროს, ზუსტად ვიცი, მის არსებობასაც კი ვერ შევამჩნევდი, მაგრამ ცოცხალი ქმრის ხელში უკაცოდ დარჩენილი ქალის ტვინი, თურმე, სხვანაირად ყოფილა მოწყობილი. იმ კაცმა, როგორც კი დაიწყო ჩემ მიმართ სიმპათიებისა და ყურადღების გამომჟღავნება, ეგრევე წამოვეგე ანკესზე.

ბუნებით მოღალატე და ორგული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ეტყობა, ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანისგან სითბო, ყურადღება და სიყვარული. არ მინდოდა, მოღალატე ცოლის სახელი დამრქმეოდა, უზნეობას სხვისას ვერ ვიტანდი ვერასოდეს.

ამიტომ, ერთ საღამოს დავისვი ჩემი ქმარი და ოფიციალურად მოვთხოვე გაყრა. არც ის დამიმალავს, სხვა შემიყვარდა-მეთქი. სიცილად არ ეყო. ბოლოს მითხრა, არც იოცნებო მაგაზე და ცოტა გონზე მოდი, თორემ, იცოდე, არ გაპატიებო.

იმ დღის შემდეგ კი სრული იგნორირება გამიკეთა. თუ დამელაპარაკებოდა, მხოლოდ რაღაც ყოფით საკითხზე, ისიც, ისე დამცინავად და დამამცირებლად, მერჩივნა, გაერტყა. ის ინტიმიც, რაც ათასში ერთხელ გვქონდა – „გააუქმა“.

იმ სულელს ეგონა, ამით „ჭკუას მასწავლიდა“ და „გონს მომიყვანდა“, იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ჩემს გონზე მოსაყვანად ელემენტარული თბილი სიტყვა, თავზე ხელის გადასმა და გაღიმება იყო საკმარისი. მან კი ამის ნაცვლად, საბოლოოდ მკრა ხელი და მეც, ჯინაზე, იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლება, მეც შემიყვაროს ვინმემ, იმ ახალგაცნობილ კაცთან დავიწყე შეხვედრები.

ეს, რა თქმა უნდა, მალე გამჟღავნდა და მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობას, რაშიც ჩემმა ქმარმა ჩამაგდო: ჩემი 5 წლის ბიჭი წამართვა, ოფიციალურად ბოზად გამომაცხადა.

ისე გამიტეხა სახელი, იძულებული გავხდი, ყველაფერი მიმეტოვებინა და რაიონში წავედი, ჩემს მშობლებთან, მაგრამ იმათაც არ მიმიღეს.

ამიტომ იძულებული გავხდი, დაქალთან გადავსულიყავი ნაქირავებში. ისეთ დეპრესიაში ვიყავი, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ესეც გადავლახე და ახლა ჩემს დაქალთან ერთად საბერძნეთში მივდივარ სამუშაოდ.

არავინ აღარ მაინტერესებს და აღარ მანაღვლებს, მარტო იმის დარდი მაქვს, როგორ დავიბრუნო შვილი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ეკა, 24 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

18 წლის უნახავი დედა სახლიდან გავაგდე.. ცოტა ვნანობ, მაგრამ ახლა, როცა უკვე 40 წელს გადავაბიჯე, ისევ რომ მომადგეს დედაჩემი, ალბათ, ისევ ისე მოვიქცევი..

Next Post

მამაჩემი 20 წლის შემდეგ გამოჩნდა და ისეთი რამ გააკეთა, მირჩევნოდა მთელი ცხოვრება არ გამოჩენილიყო…

Next Post
მამაჩემი 20 წლის შემდეგ გამოჩნდა და ისეთი რამ გააკეთა, მირჩევნოდა მთელი ცხოვრება არ გამოჩენილიყო…

მამაჩემი 20 წლის შემდეგ გამოჩნდა და ისეთი რამ გააკეთა, მირჩევნოდა მთელი ცხოვრება არ გამოჩენილიყო...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In