• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, May 15, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი…

by inew
22 December 2022
in საზოგადოება
0
ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი…
0
SHARES
408
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი.

არასოდეს ვუჩიოდი თაყვანისმცემლების ნაკლებობას, მამაკაცებისგან განებივრებული ვიყავი, თუმცა, სიფრთხილით ვეკიდებოდი მათთან ურთიერთობას.

არ ვიცი, როგორ დამიბნელდა თვალები, ისე როგორ შემაყვარა თავი, რომ სიფხიზლე დავკარგე და ცხოვრება გავინადგურე. ერთმანეთი სვანეთში გავიცანით. დასასვენებლად ვიყავი დაქალებთან ერთად.

იმდენად თვალშისაცემი გარეგნობა და მანერები ჰქონდა, ნებისმიერი ქალის ყურადღებას მიიქცევდა. ჩემზე რომ გააკეთა არჩევანი და გამომიტყდა, რომ მოვწონდი, თავიდან, ცოტა არ იყოს, ვიეჭვე. თუმცა, ისე იქცეოდა, მე კი არა, ჩემს დაქალებსაც არ შეუტანიათ ეჭვი.

ერთი სიტყვით, შეხვედრები და ურთიერთობა დავიწყე და სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მართალია, ხშირად ურეკავდნენ ტელეფონზე და სალაპარაკოდ ჩემგან მოშორებით გადიოდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ცოლს ესაუბრებოდა.

მეუბნებოდა: სამსახურის საქმეებზე ვლაპარაკობ და იმიტომ გავდივარ შენგან შორს, არ მინდა, დასვენების პერიოდში, ჩემი სამსახურებრივი საქმეებით გამოგიჭედო ყურებიო.

მეც ვუღიმოდი და ვფიქრობდი: როგორი კულტურულია, ცდილობს, ზედმეტად არ დამძაბოს თავის საქმეებზე საუბრით-მეთქი.

თბილისში რომ დავბრუნდით, მოიმიზეზა დედა მყავს შეუძლოდ და რამდენიმე დღე ვერ შეგხვდებიო. მერე მოიმიზეზა, დასასვენებლად მიდის, ჩავიყვან მანქანით და დავბრუნდებიო. სწორედ, იმ პერიოდი დამირეკა ჩემმა დაქალმა, სვანეთში ვისთან ერთადაც ვისვენებდი და მითხრა:

ზღვაზე ვარ, ბათუმში და შენი ბიჭი აქ არის. ვნახე, ვიღაც გადაპრანჭულ გოგოსთან და ორ ბავშვთან ერთად, ბულვარში დასეირნობდაო.

ცოტა კი შევცბი, მაგრამ ვიფიქრე: ხომ შეიძლება, ნათესავი იყოს, ან მეგობარი, ან ძმაკაცის ცოლი… ვერ ვუშვებდი გონებაში, რომ შეიძლებოდა, სხვა ქალი ჰყოლოდა.

რომ ვურეკავდი, ყურმილს მითიშავდა. მესიჯს მწერდა: სიხარულო, ახლა არ მცალია და მალე გადმოგირეკავო. მეტი რა გზა მქონდა, მეც ველოდებოდი. მერე დარეკავდა, ორ სიტყვას მეტყოდა, დამემშვიდობებოდა და მითიშავდა.

არც კი ვიცი, როგორ შემიყვარდა ასე, რომ მის იქით სამყაროს ვეღარ ვხედავდი. ორი კვირა რომ გავიდა და თბილისში დაბრუნდა, შემხვდა. მანქანაში რომ ჩავჯექი, ქალის სუნამოს სუნი მეცა.

არ შევიმჩნიე. ქალაქგარეთ წავედით სასეირნოთ. ახლა ვხვდები, ხალხმრავალ ადგილებს ერიდებოდა, რომ ვინმეს არ დაენახა. ამბობდა: ვერ ვიტან ბევრ ხალხს, მირჩევნია, ჩვენ ორნი ვიყოთ, განმარტოებულადო.

ხალხს კი არა, ნაცნობ თვალს ერიდებოდა, ვინმეს არ დაენახა და ცოლისთვის ენა არ მიეტანა. ერთი სიტყვით, მანქანიდან, ბენზინის ჩასასხმელად გადავიდა. მობრუნდა და ფანჯრიდან მითხრა:

საფულე დევს მანდ, გახსენი, 50-ლარიანი ამოიღე და მომაწოდეო. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე.

თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ და ვკითხე: ეს რა არის? ვინ არიან-მეთქი? ფერი დაკარგა, დაიბნა, დაიწყო ლუღლუღი და რომ მიხვდა, უკან არ ვიხევდი, გამოტყდა.

მებოდიშებოდა, მთხოვდა არ მიმატოვო, მიყვარხარ, რას გიშლის ჩემი ცოლი, ერთად ვიყოთო. იმ დღეს თითქოს დასრულდა ჩემი ცხოვრება. მანქანა მოვატრიალებინე და ავუკრძალე ჩემი ნახვა.

უკვე ერთი თვე გავიდა და დეპრესია უფრო და უფრო მიმძაფრდება. სახლში ჩავიკეტე, არც სამსახური მადარდებს, არც ოჯახის წევრები და მეგობრები მაინტერესებს.

ჩემს თავზე ვბრაზობ, როგორ ვერ მივხვდი, როგორ ვენდე ასე ბრმად, როგორ მოვიტყუე თავი. არადა, მიყვარს და მიჭირს მის გარეშე. როგორ გადავლახავ ამ საშინელ მდგომარეობას არც კი ვიცი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო, 26 წლის. წყარო: თბილისელები

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცოლი ღალატის გამო გამშორდა, თუმცა ამას ღალატსაც ვერ ვუწოდებდი.. ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, სახლიდან გამომაგდო, ფულსაც მძალავს..

Next Post

ქმარს იმისთვის ვუღალატე, რომ კარიერა გამეკეთებინა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმარი ამას ვერასდროს გაიგებს..

Next Post
ქმარს იმისთვის ვუღალატე, რომ კარიერა გამეკეთებინა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმარი ამას ვერასდროს გაიგებს..

ქმარს იმისთვის ვუღალატე, რომ კარიერა გამეკეთებინა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმარი ამას ვერასდროს გაიგებს..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
TOP.GE
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In