• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, June 25, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძალიან გვიჭირდა. ქმარიც ხელს არ ანძრევდა და იძულებული გავხდი საბერძნეთში სამუშაოდ წავსულიყავი.. პრობლემები მოვაგვარე, სახლში დავბრუნდი მაგრამ ახლა ქმარი არ მიღებს, ჰგონია, რომ ის კაცი, ვის ოჯახშიც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ჩემი საყვარელი იყო.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
„ძალიან გვიჭირდა. ქმარიც ხელს არ ანძრევდა და იძულებული გავხდი საბერძნეთში სამუშაოდ წავსულიყავი.. პრობლემები მოვაგვარე, სახლში დავბრუნდი მაგრამ ახლა ქმარი არ მიღებს, ჰგონია, რომ ის კაცი, ვის ოჯახშიც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ჩემი საყვარელი იყო.. არვიცი როგორ მოვიქცე..“
0
SHARES
2.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ამის ატანა მიწევდა, რადგან ჩემს შვილებზე ვფიქრობდი. ეს ოჯახი კარგ თანხას მიხდიდა, რომელსაც ჩემს ოჯახს ვუგზავნიდი ოჯახში გაჩენილი ფინანსური კრიზისის გამო, ქალი სამუშაოდ საბერძნეთში გაემგზავრა.

რამდენიმე ხანში მან ”წელში გამართვა” და დაგროვილი ვალების გასტუმრება შეძლო, თუმცა თავი სხვა პრობლემამ იჩინა. მეუღლეებს შორის გაჩენილი ეჭვი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა…

ნანი (35 წლის):

– პირველად საბერძნეთში სამუშაოდ ექვსი წლის წინ გავემგზავრე. იქ ჩემი ბევრი მეგობარი იყო და მათი იმედი მქონდა. ზოგი მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად და ზოგიც ოჯახებში

მომვლელად. როგორც კი ჩავედი, ბავშვობის მეგობარმა შემიკედლა და მასთან დავიწყე ცხოვრება. ნინო ყოველ დილით, იქვე, ქუჩის ბოლოს მოხუც ცოლ-ქმათან მიდიოდა, ბინას ულაგებდა და სადილს უმზადებდა. ამაში საკმაოდ კარგად უხდიდნენ.

რამდენიმე დღე უსაქმოდ ვიყავი, მაგრამ მერე ჩემი მეგობრის დახმარებით ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში დავიწყე მუშაობა. ნინოს საქართველოში მოხუცი დედ-მამა ჰყავდა დატოვებული და მათ არჩენდა, მე კი თბილისში ორი შვილი მელოდა და საბერძნეთში მათ გამო გავემგზავრე.

– შვილები ვისთან დატოვეთ?

– მეუღლესთან. სანამ ის მუშაობდა, არაფერი გვიჭირდა, მაგრამ როცა სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვალებით ვირჩენდით თავს. როცა ცოლად გავყევი, მუშაობა ამიკრძალა, ოჯახს მე მივხედავ და შენ ბავშვები გაზარდეო, მაგრამ სამსახური რომ დაკარგა, მაინც არ მომცა მუშაობის საშუალება. ვალი ვალს ემატებოდა, თუმცა სამსახურს ვერ შოულობდა.

თან ამას ისიც დაერთო, რომ ჩემი მეუღლე სამკურნალო გახდა. ფილტვებზე რაღაც პრობლემები შეექმნა და ყოველ კვირა ექიმებში სირბილსა და მისთვის წამლებს ყიდვას ვერ ავუდიოდით.

ერთ დღესაც მკაცრად დავუსვი საკითხი, ასე როდემდე უნდა ვიცხოვროთ, ჩემი გეოლოგობა დღეს არავის სჭირდება, საბერძნეთში წავალ, ვიმუშავებ და ფულს გამოგიგზავნით-მეთქი.

გეფიცებით, მზად ვიყავი ნებისმიერი სამუშაო შემესრულებინა, ოღონდ ჩემს შვილებს ლუკმა-პური არ მოჰკლებოდა. აღარაფერს ვამბობ ჩაცმა-დახურვაზე.

– თქვენს წინადადებას მეუღლე როგორ შეხვდა?

– რა თქმა უნდა, იუარა, აქ არ გამუშავებდი და იქ როგორ გაგიშვაო, მაგრამ დრო რომ გადიოდა და ხედავდა, ჩვენი ოჯახი ფინანსურად უკან-უკან მიიწევდა, გამგზავრების ნება დამრთო. მაშინ ნათია რვა წლის იყო, ლევანიკო კი ექვსის.

გამიჭირდა მათი დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ჩემი მეუღლე ყოველთვის ყურადღებიანი მამა იყო და ვთვლიდი, რომ ბავშვებს კარგად მიხედავდა. თან ახალგაზრდა დედ-მამა მყავს, ისინი ჩვენი სახლიდან შორს არ ცხოვრობდნენ და მათი იმედიც მქონდა.

– თქვენ სად დაიწყეთ მუშაობა?

– ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში. ქმარს ქალაქში რამდენიმე მაღაზია ჰქონდა და მთელი დღე მათ მომარაგებასა და ზედამხედველობაში იყო, ცოლი კი არ მუშაობდა და სახლში უსაქმოდ იჯდა.

– თქვენ მოვალეობაში რა შედიოდა?

– სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება. ის გოგო მთელი დღე ტელევიზორთან ტახტზე იყო წამოწოლილი და არაფერს არ აკეთებდა.

ორ ადამიანს რაში სჭირდება მოსამსახურე, მაგრამ ხომ არიან უსაქმური ქალები, ზედმეტად თავს რომ არ იწუხებენ არაფერზე, ჰოდა ასეთი იყო ჩემი დიასახლისიც! თავიდან ვიფიქრე, იქნებ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ სიზარმაცე იყო და მეტი არაფერი.

– ქმარი ცოლის ასეთ უმოქმედობას არ აპროტესტებდა?

– თავიდან არა. მე რომ მათ სახლში დავიწყე მუშაობა, ისინი ორი თვის შეუღლებულებიც არ იყვნენ. კაცი მხოლოდ იმას ფიქრობდა, ცოლი რით გაეხარებინა. დაღლილი ბრუნდებოდა შინ და ცოლისთვის ყვავილები და ტკბილეული მოჰქონდა. ეს გოგო კიდევ საჭმელსაც არ გამოიღებდა მაცივრიდან, მე მეძახდა.

სულ ვფიქრობდი, რომ კაცი ამას დიდხანს ვერ აიტანდა და მართლაც, ერთ საღამოს ცოლს უსაყვედურა, იქნებ რამე შენც გააკეთო, ვახშამი მაინც გამიმზადეო. ეს გოგო ნიანგის ცრემლებით ატირდა და ოთახში შევარდა. ქმარი კართან აიტუზა და ეხვეწა, მაპატიე, თუ გაწყენინე, გამოდი, ჩემთან ერთად ივახშმეო, მაგრამ ის კარს არ აღებდა.

ძალიან შევწუხდი, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ვარჩიე ისინი მარტო დამეტოვებინა. მეორე დღეს კაცმა დამირეკა, დიდი ბოდიში გუშინდელის გამო, იმედია, ნაწყენი არ ხართ და ჩვენთან მუშაობაზე უარს არ იტყვითო.

რა უნდა მექნა, მათთან მივედი და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა. იმ დღის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ის გოგო ჩემ მიმართ აგრესიული გახდა. მთელი დღე ხმას არ მცემდა და თუ რამეს ამბობდა, მხოლოდ მბრძანებლობდა. ამის ატანა მიწევდა, რადგან ჩემს შვილებზე ვფიქრობდი. ეს ოჯახი კარგ თანხას მიხდიდა, რომელსაც ჩემს ოჯახს ვუგზავნიდი.

– რამდენი ხანი მუშაობდით იმ ოჯახში?

– ორი წელი. მერე გულმა ვეღარ გამიძლო და თბილისში დავბრუნდი, შვილები მომენატრნენ. ამასობაში ვალების ნაწილიც გავისტუმრეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ აქ სამსახური ვერ ვიშოვე.

ხუთი თვის მერე ჩემი ზარმაცი დიასახლისის ქმარმა დამირეკა. გთხოვთ, ჩამოხვიდეთ, ჩემი მეუღლე ძალიან შეგეჩვიათ. თქვენ მერე სამი მოსამსახურე მოვიყვანე და ვერც ერთს ვერ შეეწყო, თუ ჩვენთან სამუშაოდ დაბრუნდებით, ორმაგს გადაგიხდითო.

თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, კარგ პირობებს მთავაზობენ და უნდა გავფრინდე-მეთქი. სერიოზულად ვიჩხუბეთ, ბავშვებს ხელი მოვკიდე და ჩემს მშობლებთან წავიყვანე. მომხდარს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ჩემი მეუღლე აეროპორტში მოვიდა და იქ შევრიგდით. მშვიდად გავემგზავრე საბერძნეთში.

– თქვით, რომ თქვენი დიასახლისი თქვენ მიმართ აგრესიული იყო, მაგრამ სხვებს ისევ თქვენ რატომ გარჩიათ?

– სხვებმა მისი ატანა ვერ შეძლეს და არც იმდენ რამეს აკეთებდნენ, რასაც მე. თან მასაც და მის მეუღლესაც ჩემი გაკეთებული სადილები ძალიან მოსწონდათ. რომ ჩავედი, ის გოგო უკვე 4 თვის ორსული იყო.

ჯერ ისე არ დგებოდა სავარძლიდან და ახლა ხომ საერთოდ, დედოფალივით იყო მისვენებული და მბრძანებლობდა. სხვათა შორის, შედარებით თბილად შემხვდა, გამიღიმა და მითხრა, იქნებ ჩვენთან იცხოვროთო.

თუ საცხოვრებელ ფართში თანხას არ გადავიხდიდი, უფრო დავზოგავდი ფულს და დავთანხმდი… ბავშვი გაჩნდა, შესანიშნავი ბიჭი ეყოლათ.

რობი ერთ წლამდე მივიყვანე, ღამითაც კი ჩემთან იწვა. შვილივით შემიყვარდა, მაგრამ საკუთარი შვილებისგან შორს ყოფნა ვეღარ შევძელი და ახლახან ისევ თბილიში დავბრუნდი.

პატარა სასურსათო მაღაზია გავხსენი და ყოველდღიური ლუკმა-პურის ფული გვაქვს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქმარი არ მიღებს. არ ვიცი, საიდან მოიტანა, რომ მას ვუღალატე. ჰგონია, რომ ის კაცი, ვის ოჯახშიც ვცხოვრობდი, ჩემი საყვარელი იყო.

რამდენი ველაპარაკე, ვემუდარე, ვუმტკიცე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვარწმუნებ, რომ მისთვის არ მიღალატია. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახი დანგრეულია, მისი შენარჩუნების შანსი აღარ მაქვს…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„გოგონამ ბიჭს პაემანზე უარი უთხრა, რის საპასუხოდაც მისგან სრულიად წარმოუდგენელი მოთხოვნა მიიღო..“

Next Post

„16 წლის გოგო ისე წამომიყვანა დედამთილმა მშობლების სახლიდან, თავისი შვილი არც მაჩვენა: მორცხვია და არ შეუძლია ქალის სანახავად სიარულიო.. პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი – მე თანატოლ ბიჭს ველოდი და 37 წლის კაცი დამხვდა.. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..“

Next Post
„16 წლის გოგო ისე წამომიყვანა დედამთილმა მშობლების სახლიდან, თავისი შვილი არც მაჩვენა: მორცხვია და არ შეუძლია ქალის სანახავად სიარულიო.. პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი – მე თანატოლ ბიჭს ველოდი და 37 წლის კაცი დამხვდა.. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..“

„16 წლის გოგო ისე წამომიყვანა დედამთილმა მშობლების სახლიდან, თავისი შვილი არც მაჩვენა: მორცხვია და არ შეუძლია ქალის სანახავად სიარულიო.. პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი - მე თანატოლ ბიჭს ველოდი და 37 წლის კაცი დამხვდა.. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In