• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, June 26, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძალიან ვნერვიულობ, რადგან მისმა ცოლმა არაფერი იცის.. არვიცი რა მოხდება რომ გაიგოს..“

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
„ძალიან ვნერვიულობ, რადგან მისმა ცოლმა არაფერი იცის.. არვიცი რა მოხდება რომ გაიგოს..“
0
SHARES
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ორმა მარტოსულმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა. თუ როგორ და რა გზით გადაიკვეთა ქალისა და მამაკაცის გზები, შეიძლება ბევრს უცნაურად და არადამაჯერებლადაც ეჩვენოს.

გამოჩნდებიან ჭკუის დამრიგებლები და გამკიცხველებიც, თუმცა თეა სულაც არ ჩანდა ის ადამიანი, რომელიც სხვის აზრს დიდ ყურადღებას აქცევს. ის საკმაოდ თვითდაჯერებული, გაწონასწორებული და მტკიცე ქალბატონია…

– ბებიამ მიმაჩვია, სახლიდან გასვლამდე აუცილებლად შევამოწმო, გაზი, ონკანები, ტელევიზორი ან უთო ხომ არ რჩება ჩართული და ა.შ. სამი წლის წინ ჩემი საკუთარი დანაზოგით ბინა შევიძინე და მარტო გადავედი საცხოვრებლად.

მყუდრო ბინაა და თავს კომფორტულად ვგრძნობ. 34 წლის ვარ, მაგრამ გათხოვილი არ ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი მამაკაცი, რომელიც უგონოდ მიყვარდა, მაგრამ მას ოჯახი ჰყავდა და… ერთად 5 წელი ვიყავით. ოჯახის დანგრევაზე ლაპარაკი არც გვქონია.

ვიცოდი, ადრე თუ გვიან ჩემი ბედნიერება დასრულდებოდა და ასეც მოხდა. იმ პერიოდში ისე აეწყო, რომ ძველი სამსახური დავკარგე და ერთი წლის განმავლობაში ახალი სამუშაო ვერ ვიპოვე. როცა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემგან მიდიოდა, მინდოდა, მისგან ბავშვი მაინც გამეჩინა, მაგრამ იმ დროს ეს შეუძლებელი იყო.

ეს ამბავი დღეს რომ მომხდარიყო, როცა საკუთარი ბინა და კარგი სამსახური მაქვს, წამითაც არ დავფიქრდებოდი, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ 4 წელი გავიდა… იმ დღესაც ისე გავედი სახლიდან, რომ ბებიას დარიგება არ დამვიწყებია.

ყველაფერს ჩამოვუარე, მაგრამ, როგორც ჩანს, სამზარეულოში ონკანი ღია დამრჩა. წყალი არ მოდიოდა და ეს სულ აღარ გამხსენებია.

რამდენიმე საათის შემდეგ წყალი წამოვიდა. სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი ეწყო. წყალმა ვერ გაიარა და რამდენიმე საათში ჩემს დაბლა მცხოვრებმა მეზობელმა შეშფოთებული ხმით დამირეკა, ჭერი ჩამომერეცხა, დროზე მოდი, რამე მიშველეო.

როგორ გამოვვარდებოდი სამსახურიდან, ხომ წარმოგიდგენიათ?! საშინელი სურათი დამხვდა. თუ გული არ გამისკდებოდა, არ მეგონა. დიასახლისი ისე გაჰკიოდა, მთელი კორპუსი შემიყარა. ვეუბნებოდი, დაწყნარდით, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. კიდევ კარგი, ხელით არ შემეხო.

მერე ვითომ გული წაუვიდა, წაიქცა, თვალები გადაატრიალა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და იმათ მოასულიერეს. რა გითხრათ, საოცრება იყო, საოცრება!

– ბინა ძალიან დაუზიანდა?

– არა. სასადილო ოთახის ერთი კედელი და აივანზე გასასვლელი კარის მხარე. 2-3 დღეში მუშებმა ყველაფერი გააკეთეს და ოთახს ძველებული იერი დაუბრუნდა. რემონტი ძვირი დამიჯდა, მაგრამ მაგაზე ვინღა ფიქრობდა. ოღონდ მშვიდად ყოფილიყო ჩემი გიჟი მეზობელი და აღარაფერს ვდარდობდი.

– მარტოხელა ქალია?

– არა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, შვილები მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, მისი მე­უ­ღლე კი მხოლოდ ერ­თხელ, ლიფტში შემხვ­და. მიუხედავად იმისა, რომ კაცს არ ვიცნობდი, თავაზიანად მომესალმა.

ვგრძნობდი, სანამ ლიფტით ვმგზავრობდ­ით, გამოლაპარაკება სურდა, მაგრამ იმ დღეს რაღაც პრობლემები მქონდა და ისეთი მკაცრი სახით ვიდექი, ეტყობა, შეეშინდა (იღიმის).

მოკლედ, მეზობელს სახლს რომ ვურემონტებდი, იმ დღეებში ოჯახის უფროსი არც ერთხელ არ გამოჩენილა. რამდენიმე დღის მერე, საღამო ხანს, კარზე ზარი გაისმა. რომ გავაღე, იმ ჩემი ისტერიჩკა მეზობლის ქმარი აღმოჩნდა. თუ შეიძლება შემოვალო, – მთხოვა. რასაკვირველია, შინ შევიპატიჟე და ყავაც შევთავაზე.

უარი არ უთქვამს. სანამ ვადუღებდი, უხმოდ იჯდა, მერე დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რაც გავუკეთე მის ცოლს და შვილებს. ცოტა არ იყოს, დავიბენი. ეს ჩემი მოვალეობა იყო-მეთქი, – ვუთხარი. უცბად კაცი რატომღაც გულწრფელობის ხასიათზე დადგა. ამის მიზეზს მოგვიანებით მივხვდი – ნასვამი იყო.

მე სახლიდან წავედი, ბინა ვიქირავე და მარტო ვცხოვრობო. ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ თქვენც შენიშნავდით, რომ ჩემი ცოლი ზედმეტად ემოციურად აღიქვამს ყველაფერს და ამის ატანა უკვე აღარ შემიძლიაო.

რამდენ ხანს ლაპარაკობდა, ვერ გეტყვით. არც ის ყოფილა, რომ ქალზე რამე ცუდად ეთქვა, პირიქით, ვიგრძენი, რომ მისი შვილების დედას პატივის სცემდა, მაგრამ არ უყვარდა.

– ასე თავად გითხრათ?

– არა, არა, როგორც გითხარით, ზედმეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ ცოლი არ უყვარდა. არ ვიცი, რა დამემართა იმ დღეს, მაგრამ ლაშას მიმართ დადებითად განვეწყვე. დაახლოებით სამი საათი ვისაუბრეთ, მერე წამოდგა და დამემშვიდობა. წასვლის წინ მობილურის ნომერი ჩავაწერინე.

ღამე მესიჯი მომწერა, რაზეც მე მხოლოდ ღიმილით, ანუ “სმაილით” ვუპასუხე. მეორე დღეს სამსახურში მომაკითხა – ერთად ვივახშმოთო. მესამე დღეს ლანჩზე შემომიარა.

ეს ყველაფერი ისე “ლაითად” ხდებოდა, რომ საერთოდ არ დავძაბულვარ და არ მიფიქრია, ამას რა მოჰყვებოდა. სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს სისტემატურად ვხვდებოდით და სულ რაღაც ორი დღის წინ ლაშამ თავის ბინაში გადასვლა შემომთავაზა.

დავთანხმდი, რადგან ნამდვილად მინდა, ამ კაცის გვერდით ვიძინებდე და ვიღვიძებდე. მაგრამ ახლა ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მე ჩემი ბინიდან გადასვლა არ მინდა. ლაშას რომ ვუთხარი, წამო, ჩემთან ვიცხოვროთ-მეთქი, გაეცინა, როგორ გგონია, ამას როგორ მოვახერხებთ, როცა ერთი სართულით ქვევით ჩემი ყოფილი ცოლი და შვილები ცხოვრობენო?!

– ცოლს გაშორდა?

– დიახ, ერთი თვის წინ. მართალია, ჩემთვის ოფიციალურად ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. 40 წლის კაცსა და 34 წლის ქალს ერთად ცხოვრება სურთ და რად უნდა ამას ხელის მოწერა და სხვა ფორმალობები?! ჰოდა, მოკლედ, ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ალბათ, ჩემს ბინას გავაქირავებ და ლაშას ნაქირავებ ბინაში გადავალ. ვნახოთ, თუ ერთმანეთს შევეწყვეთ და ჩვენმა ურთიერთობამ ოჯახის სახე მიიღო, მერე ერთ პატარა ბინას ვიყიდით.

ზოგი ჭირი მარგებელიაო – უთქვამთ ჩვენს წინაპრებს და ალბათ ეს ამბავიც სწორედ ამ ფრაზის შესატყვისია, მაგრამ ვნერვიულობ, ლაშას პირველმა ცოლმა არაფერი არ იცის…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სიმამრმა მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცემდა მის შვილზე დაქორწინების უფლებას თუ გვარს გადავიკეთებდი, ამიტომ იძულებული გავხდი მის გვარზე გადავსულიყავი..

Next Post

ჩემმა შვილმა ცოლად მასზე 18 წლით უფროსი, 2 შვილიანი ქალი მოიყვანა.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post
ჩემმა შვილმა ცოლად მასზე 18 წლით უფროსი, 2 შვილიანი ქალი მოიყვანა.. არვიცი როგორ მოვიქცე..

ჩემმა შვილმა ცოლად მასზე 18 წლით უფროსი, 2 შვილიანი ქალი მოიყვანა.. არვიცი როგორ მოვიქცე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In