ბრაზილიური ბოტაფოგოს ნახევარმცველმა, ალანმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ნაპოლიშიც თამაშობდა (2015-2020), პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,რა ვუთხარი კვარაცხელიას? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მაგრამ, მოედანზე მეტოქის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. მას ცოტათი უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდა.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მედიისგან მეტ ყურადღებასა და პატივისცემას არა მხოლოდ ბოტაფოგო, არამედ ყველა ბრაზილიური კლუბი იმსახურებს. ჩვენთან ისე ფიქრობენ, რომ, თითქოს, ყველა უცხოური გუნდი გვჯობია. არადა, ჩვენი გუნდები ძალიან კარგად ასპარეზობენ, შეხედეთ ფლამენგოსა და პალმეირასსაც… საკუთარი თავის წარმოჩენა შესანიშნავად შეგვიძლია!”– ალანი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენი ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან 0:1 დამარცხდა.
წყარო: belive