მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლეზე ხათუნა ჟორდანიაზე და საერთო შვილის, ულამაზესი ანასტასია ხაჩიძის დაბადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„წმინდა ნიკოლოზს შევავედრე ხათუნას დაფეხმძიმება… და ამ დროს ტაძარში მირეკავს ხათუნა, და მეუბნება რომ ფეხმძიმედაა… მეგონა, რომ აუცილებლად ბიჭი იქნებოდა, რადგან წმინდა ნიკოლოზს შევავედრე ხათუნას დაფეხმძიმება და თუ დაიბადება აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევ მეთქი.
და დაიბადა ანასტასია, რისთვისაც მადლობას ვუხდი უფალს. მამები, სითბოს შეგრძნების თვალსაზრისით, ალბათ გოგონასგან უფრო მეტ სიყვარულს იღებს. დედის სითბო სულ მაკლდა და ალბათ კანონზომიერია, რომ გოგო მყავს…“, – აცხადებს ზურა ხაჩიძე.