„საქსტატის” ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
- მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით).
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.


