მართლმადიდებელი სამყარო მორიგი სასწაულის თვითმხილველი გახდა. “მისი ნება იყო გამხდარიყო იერუსალიმის დედოფალი! მცირე ვიდეო მასალა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან და ფირზე აღბეჭდილი ნამდვილი სასწაული!
როდესაც ყველანი ერთად ხატის კანდელს ვკიდებდით, უეცრად საოცარი ხმა გაისმა, ძლიერი ,მჭექარე. თითქოს ტაძრის გუმბათიდან შუა ტაძარში უზარმაზარი ლითონის საგანი დაეცაო. იღუმენი კლავდიოსი საკურთხევლისკენ გაიქცა, ჩვენც გავყევით.
ტაძარი დავათვალიერეთ მაგრამ ყველაფერი ადგილზე იყო!!! შემდეგ არქიმანდრიტმა კლავდიოსმა ბრძანა, ეს იყო “დედოფალი”, მისი შემობრძანების სასწაულებრივი ნიშანიო! მას შემდეგ ჩაუქრობლად ანთია ხატის წინ ეს კანდელი, დღე და ღამე.
დიდი მადლობა ჯვრის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კლავდიოსს რომ ამხელა სიყვარული გამოხატა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატთა ხატის მიმართ. ბოლოს გვინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ.
ჯვრის მონასტრის ეზოში, საეკლესიო ნივთების მაღაზია აქვთ არაბებს, ისინი მუსულმანები არიან. “დედოფლის” მიბრძანება ისე გაუხარდათ ისე აენთნენ ამ სიხარულით, გაოცებულნი ვუმზერდით მათ.
პატარა ბავშვებივით დასტრიალებდნენ და ბოლოს გვითხრეს, ჩვენ ყოველდღე შევალთ ტაძარში და ხატს გავწმენდთ და მოვუვლითო. უფალმა ინებოს, რომ კიდევ უფრო მეტი სიყვარული ანთებულიყოს უფლისა და ღვთისმშობლისა საქართველოშიც!
გლოცავდეთ მუდამ “დედოფალი” იერუსალიმიდან, თქვენ და თქვენს ოჯახებს. დიდი სიყვარულით წმინდა მიწიდან, მცველნი ხატისა “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელისა” გიორგი და ზურაბი”.