• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, April 6, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე?“ – ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის დეტალები

by inew
26 August 2025
in საზოგადოება
0
„ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე?“ – ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის დეტალები
0
SHARES
3.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

22 წლის ქმრის, ლუკა გერსამიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ უარი თქვა ადვოკატის შეთავაზებაზე, აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე და ქალი მომდევნო ორი თვით, წინასასამართლო სხდომამდე, პატიმრობაში გაუშვა.

– ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე? – დაუძახა დარბაზში მჯდომ დედას ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა, სანამ ბადრაგები ხელბორკილებს დაადებდნენ და სხდომათა დარბაზიდან გაიყვანდნენ.

თეკლა გერსამია ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს.

25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მისმა ადვოკატმა, ნინო გიგაურმა თქვა: „…ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანმა დანა თავად დაირტყა“.

ახალგაზრდა კაცის სიკვდილის დეტალებზე არ უსაუბრია არც საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა 22 წლის ქმარი:

„ბრალდებული არ უარყოფს, ვერც უარყოფს, რომ როდესაც სასწრაფო მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დანა, რომლითაც მოხდა ახალგაზრდა კაცის დაზიანება, აიტანა საცხოვრებელ სახლში, ჩააგდო სამზარეულოს ნიჟარაში და გარეცხა. შეეცადა და განახორციელა მამხილებელი ინფორმაციის განადგურება“, – თქვა პროკურორმა.

ამ ფაქტს ადვოკატმა აფექტური საქციელი უწოდა:

„ეს იყო აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. შემთხვევა მეოთხე სართულზე მოხდა, ესენი მეექვსე სართულზე ცხოვრობენ, ბავშვი სახლში ჰყავდა დატოვებული, როდესაც სახლში აბრუნდა, დანა ინსტინქტურად ჩააგდო ონკანში, მას არ ჰქონდა გააზრებული, ვერ იაზრებდა, რომ ამის გამო ის შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ. შემდეგ აიყვანა ბავშვი და წაჰყვა სასწრაფოს. ამ ადამიანმა ვერც განსაზღვრა, რას აკეთებდა. ის არ არის იურისტი, ამას ვერ განსაზღვრავდა“, – თქვა ნინო გიგაურმა.

მოსამართლემ კი ბრალდებულს მიმართა:

„ახსნა იყო ასეთი, აფექტური მდგომარეობაო. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი თვითმკვლელობას სჩადის და ამას შენ უყურებ და აფექტში ვარდები, ძალიან მიჭირს წარმოდგენა, რომ იზრუნო არა იმაზე… გასაგებია, რომ თქვენ სასწრაფო დახმარებას მიმართეთ…მაგრამ ეს დანა რატომ ადის სახლში, რატომ ირეცხება? გავიგე, რომ იყო აფექტური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“.

თეკლა გერსამიამ მოსამართლეს უპასუხა:

„ეს ფაქტი რომ მოხდა, მე ვაკეთებდი საჭმელს, წყალი მოშვებული იყო. დანა არ არის გარეცხილი, უბრალოდ ჩაგდებულია [ნიჟარაში], ონკანი იყო მოშვებული. როდესაც ლუკა ჩაიყვანეს და მე უკან ამოვბრუნდი, რომ ბავშვი ჩამეყვანა, დანა, რომელიც ისევ იქ ეგდო, ავიღე, პირდაპირ ონკანში ჩავაგდე, ავიყვანე ბავშვი და გავყევი ლუკას სასწრაფოსთან ერთად“, – ამბობს თეკლა გერსამია.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა – ლოცვა, რომელიც ამ დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს

Next Post

„მე დაგტოვე…“ – ვის მიმართავს ალექსანდრა პაიჭაძე

Next Post
„მე დაგტოვე…“ – ვის მიმართავს ალექსანდრა პაიჭაძე

„მე დაგტოვე…“ – ვის მიმართავს ალექსანდრა პაიჭაძე

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.