13 წლის გოგო ორი მცირეწლოვანი დის მკვლელობაშია ბრალდებული. შემთხევა რუსეთის სამარის ოლქში მოხდა.
გამოძიების ცნობით, გოგონამ, რომელიც 2 და 5 წლის დების სამეთვალყურეოდ იყო დატოვებული, მათ მრავლობითი ჭრილობები მიაყენა კისრისა და ტანის არეში.
ბავშვების ცხედრები მათმა 10 წლის დამ იპოვა.
ეჭვმიტანილი ფქსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.