“მე უკვე აღარ ვარ იმ ასაკში, რომ თქვენთან მესიჯები ვგზავნო, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი თავგადასავალი მოგიყვეთ.
უკვე 34 წლის ვარ. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობარ გოგონასთან სტუმრად მივედი. იქ მათი ნათესავი დამხვდა, რომელსაც მოვეწონე.
ის მაშინ 35 წლის იყო. მე კი, ჩემს ასაკთან შედარებით უფროსად გამოვიყურებოდი – თითქმის ჩამოყალიბებული ქალის ფორმები მქონდა.
ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა. ძალიან მომწონდა მისი ჩემდამი დამოკიდებულება. მათამამებდა, საჩუქრებს მიძღვნიდა, სასეირნოდ დავყავდი, ყველა სურვილს მისრულებდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავინ იცოდა (იმ ოჯახმაც კი, ვისთანაც ერთმანეთს პირველად შევხვდით).
ერთ მშვენიერ დღეს, ეს ამბავი, როგორღაც მამაჩემის ყურამდე მივიდა. მათ შორის ჩხუბი მოხდა. მამა მასზე უფროსი მხოლოდ 1 წლით გახლდათ.
ბეჟანი უმტკიცებდა, რომ ვუყვარდი, რომ სუფთა და უმწიკვლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მამას არაფრის გაგონება არ სურდა. ამის შემდეგ, მამა მე დამელაპარაკა. ვუმტკიცებდი: მიყვარს-მეთქი, ვტიროდი, თავს ვიკლავდი.
ჰოდა, ამიტომაც გამომკეტეს სახლში. მიუხედავად დედის, მამისა და ბიძების კონტროლისა, შინიდან მაინც გავიპარე და ბეჟანს სახლში მივადექი, სადაც მხოლოდ დედამისი დამხვდა. მას სცოდნია ჩვენი სიყვარულის შესახებ.
როგორც კი დამინახა, მიხვდა, ვინც ვიყავი. შინ შემიყვანა, დამიყვავა და დამამშვიდა. ბეჟანი საღამომდე არ მოვიდა. იმ დღეს, ჩემი ნათესავები 4-ჯერ მოვიდნენ, მაგრამ დედამისმა გადამმალა^- ის მათ კარს უღებდა და ეუბნებოდა: ბეჟანი არ არისო და ისინიც მიდიოდნენ. როგორც იქნა, სახლამდე ბეჟანმაც მოაღწია.
ოთახში რომ შემოვიდა და დამინახა, სიხარულით ლამის გადაირია. გულში ჩამიკრა და ტირილი დაიწყო. თბილისი იმავე ღამეს დავტოვეთ და დასავლეთში, მის მეგობართან გავემგზავრეთ. მე მისი ცოლი გავხდი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
მაღალმთიან სოფელში მთელი თვე ვიმალებოდით. მისი მეგობრები გვაკითხავდნენ, საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ და ქალაქის ამბებსაც გვაგებინებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩემმა მშობლებმა შემოგვითვალეს, რომ აღარ ბრაზობდნენ და შერიგებას აპირებდნენ.
ჩემი ბიძაშვილი მოგვიგზავნეს და შესარიგებელ სუფრაზე დაგვპატიჟეს. გახარებული წამოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ჯერ ბეჟანის სახლში მივიდოდით, ხოლო საღამოს, დედამისთან და მის რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩემს ოჯახს ვეწვეოდით.
ჩვენ უკანა სავარძელზე ვისხედით. ბეჟანს გულში ვყავდი ჩაკრული და ყურში სასიყვარულო სიტყვებს ჩამჩურჩულებდა, როდესაც მანქანა ხევში გადაეშვა. ვიდრე ძირს დავენარცხებოდით, ბეჟანმა ჩემი სავარძელზე დაგდება მოასწრო და თვითონ ზევიდან გადამეფარა.
თან, წამჩურჩულა: არ შეგეშინდეს, პატარავ, ღმერთი არ გაგვწირავსო. ავარიის შედეგად, მხოლოდ მე გადავრჩი, ისიც – ბეჟანის წყალობით; ნაკაწრიც კი არ მეტყობოდა. მანქანის ხევიდან ამოყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოახერხეს – გულაღმა ვიწექი, ზემოდან კი მომაკვდავი ქმრის სხეული მესვენა.
მან რამდენიმე საათიღაE იცოცხლა, ბოლო 3-4 საათი გონზე იყო. ვერ ვინძრეოდით. მომაკვდავი მეფერებოდა, მკოცნიდა და ბედნიერი იყო, რომ გადავრჩი.
მისი სისხლით ვიყავი მოსვრილი, ვტიროდი, იმედი მქონდა, რომ არაფერი დაუშავდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ გონი დაკარგა და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც.
როდესაც მაშველები მოვიდნენ, ის უკვე კაი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი გაცივებული მკლავები ძლივს შემომხსნეს…
აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ყველას უკვირდა – როგორ შევინარჩუნე ბავშვი. ჩვეულებრივად, 9 თვის მერე ვიმშობიარე, მაგრამ ბავშვი დაიღუპა. მაშინ ბეჟანი ჩემთვის მეორედ მოკვდა…
მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა. ჩემი საბედისწერო შეხვედრა მარცხით დამთავრდა და სურვილიც აღარ მაქვს, რომ ის გზა ხელმეორედ გავიარო. ნონა”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია