პრაიმჰაუსის მონაწილე ანი ყიფშიძე თავისი ცხოვრების დეტალებს ყვება, თუ როგორ გათხოვდა 14 წლის და როგორ გამოთხოვდა უკან, რას საქმიანობდა თურქეთში ახალწასული და ამბობს, რომ ბავშვობაში გათხოვების წინააღმდეგია ახლა, რადგან მას აქვს მწარე გამოცდილება ამ ყველაფრისგან.
“14 წლის ვიყავი, როცა მამიკოს ვეჩხუბე და სახლიდან გავიპარე, გავიპარე და გავთხოვდი 10 დღის გაცნობილ კაცზე. მაგარი კაცი იყო, ოღონდ. რომ გავთხოვდი, ორსულად დავრჩი, გავაჩინე ნატალი.
წელიწადი და 3 თვე ჩემს ქმართან ერთად ვიცხოვრე, მერე ჩემი მშობლების სახლში მოვედი. ვგიჟდები ნატალიზე, ვეცდები, რომ ისეთი მაგარი მომავალი შევუქმნა, რომ მე შემშურდეს. დედაჩემიც 13 წლის ასაკში არის გათხოვილი და არავის უნდოდა, 14 წლის რომ გავთხოვილიყავი.
მე და დედა მეგობრები ვართ, ერთი ბავშვობა გვქონდა. იზრდება, 11 წლის არის, ვეუბნებით და ვუხსნით, რომ ეს არ არის კარგი და არც გვინდა რომ ჩემმა შვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას.
ახალი გამოთხოვილი რომ არ გავგიჟებულიყავი, თურქეთში გამიშვეს. იქ გაჩერება და ბებოსთან სახლში ჯდომა არ შემეძლო, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოვეწყე, სადაც 6 წელი ვიყავი მასაჟისტი და იმავე სასტუმროში ვიყავი დიჯეი და არაბულ ცეკვებსაც ვცეკვავდი.
ძალიან მიყვარს თურქეთი, სამართლიანი ხალხი ცხოვრობს.” – ჰყვება ანი ყიფშიძე